საქართველოს ენერგომოხმარებაში ბუნებრივი გაზის წილი ყველაზე მაღალია და 36.4%-ს შეადგენს

საქართველოს ენერგომოხმარებაში ბუნებრივი გაზის წილი ყველაზე მაღალია და 36.4%-ს შეადგენს

access_time2020-12-26 10:00:51

ბუნებრივი გაზის მოხმარება საქართველოში 2019 წელს მკვეთრად 13.9%-ით 2.695 მლიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა, რაც თავის მხრივ 1.670 მლნ ტონა ნავთობის ექვივალენტია. მთელს ენერგომომხამრებაში ბუნებრივი გაზის წილი ყველაზე მაღალია და 36.4%-ს შეადგენს. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.


ნავთობის მსგავსად საქართველოს არც საკუთარი გაზის რესუსრსი გააჩნია და მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული. 2020 წლის საპროგნოზო ბალანსში ადგილობრივი გაზის წილი 18 მლნ კუბური მეტრით არის განსაზღვრული, რაც მოთხოვნის - 2.572 მლრდ კუბური მეტრის 0.7%-ზე ნაკლებს შეადგენს.


2007 წლამდე საქართველო გაზით მთლიანად რუსეთიდან მარაგდებოდა. 2006 წლის იანვარში საზღვართან მილსადენზე მოწყობილი დივერსიის შემდეგ, რასაც ორკვირიანი გათიშვა მოჰყვა, საქართველომ ალტერნატივის ძებნა დაიწყო და დახმარებისთვის ირანს მიმართა. ირანი მხოლოდ დროებითი ჩამანაცვლებელი აღმოჩნდა. მაღალი ფასისა და ტრანსპორტირების პრობლემას თეირანზე დაწესებული სანქციებიც ემეტებოდა რაც თბილისს პარტნიორებთან თავის მართლების რეჟიმში აყენებდა. ბოლოს არჩევანი აზერბაიჯანზე შეჩერდა. ტერიტორიულ სიახლოვესა და უკვე არსებულ ინფრასტრუქტურასახალი ტრანზიტული შაჰ-დენიზის მილსადენი და დაბალი ფასიც ემატებოდა.


რუსეთს გაზის მოწოდებაზე საქართველოსთვის უარი არასდროს უთქვამს, მაგრამ გარდა არასაიმედოობისა, იზრდებოდა აირის პოლიტიკური ფასიც. თუ 2005 წელს რუსეთი 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში $60-ს ითხოვდა, 2006 წელს ფასი $110-მდე, 2007 წელს კი $235-მდე გაზარდა. „გაზრპრომი“ დღესაც განსხვავებული ტარიფებით ვაჭრობს და ფასის განმსაზღვრელ უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს ის, თუ რა ურთიერთობები აქვს ამა თუ იმ ქვეყანას მოსკოვთან.

2007 წელს მოხმარებული 1.726 მლრდ კუბური მეტრი გაზიდან აზერბაიჯანის წილი 33%-ს - 575 მლნ კუბურ მეტრს შეადგენდა. 2009 წელს მისი წილი 87%-მდე გაიზარდა. 2019 წელს კი 99.7% შეადგინა, 2020 წლის საპროგნოზო ბალანსი 92.7%-ს უდრის.


წლიდან-წლამდე იზრდება შაჰ-დენიზის საბადოდან ტრანზიტის სანაცვლოდ მიღებული იაფი გაზის წილიც. 2015 წელს საქართველომ შაჰ-დენიზიდან 712 მლნ კუბური მეტრი გაზი მიიღო, 2019 წელს 828 მლნ კუბური მეტრი, 2020 წლის ბალანსში 873 მლნ კუბური მეტრია გათვალისწინებული.


გაზსადენი ექსპლუატაციაში 2006 წელს შევიდა. მისი საერთო სიგრძე 970 კილომეტრია და საქართველოზე 280 კმ გადის. შაჰ-დენიზი 2-ის დასრულებისშემდეგტრანზიტულიგაზისმოცულობა 9-დან 16 მლრდკუბურ მეტრამდეგაიზარდა. მესამეფაზისდასრულებისშემდეგ, რაც 2030 წლისთვისაანავარაუდევი, საქართველოზე 28 მლრდკუბური მეტრიგაზიგაივლის, საიდანაცქვეყანაში 1.4 მლრდ კუბური მეტრიდარჩება.


აზერბაიჯანულ გაზზე გადასვლის შემდეგაც საქართველო რუსული გაზის შესყიდვას მცირე დოზით მაინც განაგრძობდა. 2017 წლამდე ქვეყანა სომხეთში ტრანზიტის საფასურის 10%-ს იტოვებდა. 2017 წლიდან კონტრაქტი შეიცვალა და ტრანზიტი მონეტიზებული გახდა. ამის შემდეგ, როგორც ტრანზიტის, ასევე თავად რუსული გაზის საფასური გასაიდუმლოებულია და მიზეზად „კომერციული საიდუმლოება“ სახელდება, ეს მაშინ, როცა „გაზპრომის“ აქციების 95%-ზე მეტი რუსეთის სახელმწიფოს ეკუთვნის და საქართველოშიც შემსყიდველ მხარეს სახელმწიფო წარმოადგენს. ოპოზიციის მტკიცებით ახალი პირობები საქართველოსთვის მნიშვნელოვნად გაუარესებულია, თუმცა ამის არც დამადასტურებელი და არც უარსაყოფი საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტი არ არსებობს.


აზერბაიჯანული გაზის ფასი წყაროებისა და დანიშნულების მიხედვით განსხვავდება. ტარიფები ამ შემთხვევაშიც გასაიდუმლოებულია. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ყველაზე იაფი შაჰ-დენიზიდან მიღებული გაზია რომელიც ორ ნაწილად იყოფა 300 მლნ კუბურ მეტრზე ციტა მეტი  - ტრანზიტული გაზი - $55, ოფციური გაზი - 500 მლნ კუბური მეტრი - $64, სოციალური გაზი მოსახლეობისა და თბოსადგურებისთვის - $189 და კომერციული გაზი - $240.


ბოლო წლებში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანი საქართველოსთვის კომერციულ გაზის ტარიფს ამცირებდა. აქცენტი ძირითადად გაზგასამართ სადგურებზე კეთდებოდა, საუბარი იყო 35-40 დოლარიან ფასდაკლებაზე. დეკემბერში თბილისში „სოკარის“ პრეზიდენტის - როვნაგ აბდულაევის ვიზიტის შემდეგ ოფიციალურ დონეზე გაცხადდა, რომ საქართელო 200 მლნ კუბურ მეტრ სოციალურ გაზს შემცირებული ტარიფით მიიღებდა.


2019 წელს საქართველოს რუსეთიდან გაზი არ შემოუტანია და თუ არ ჩავთვლით 0.3%-იან ადგილობრივ გაზს მთლიანად აზერბაიჯანზე იყო დამოკიდებული. საქსტატის ცნობით იმავე წელს ქვეყანამ გაზის იმპორტში $328 მლნ გადაიხადა, რაც იმას ნიშნავს რომ გასაშუალებული ტარიფი 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზზე $122-ს შეადგენს. 2015 წელს გაზის მოხმარებამ 2.403 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა და მასში ბევრად მეტი - $416 მლნ იქნა გადახდილი, ანუ 1000 კუბურ მეტრზე  - $173. ამ ირიბი გამოთვლების შედეგად შეიძლება ვთქვათ, რომ 2015 წლის შემდეგ გაზის საშუალო ტარიფი მნიშვნელოვნად 30%-ით შემცირდა.

2020 წლის საპროგნოზი ბალანსში 63% - 1.626 მლრდ კუბური მეტრი სოციალური გაზია, საიდანაც თავის მხრივ 1.026 მლრდ მოსახლეობაზე ნაწილდება, 600 მლნ თბოსადგურებზე. კომერციული გაზის წილი 911 მლნ კუბური მეტრია, სატრანსპორტო დანაკარგებზე 35 მლნ კუური მეტრია ნაანგარიშები.


მოხმარება თვეების მიხედვით ძალიან არათანაბარია. იმის გათვალისწინებით, რომ ზამთარში თბოსადგურებიც სრული დატვირთვით მუშაობს და მოსახლეობასაც გათბობა აქვს ჩართული მოხმარებული ბუნებრივი გაზის თითქმის 40% ზამთარზე მოდის, ზაფხულში კი 14%-ზე ნაკლები იხარჯება.

2020 წელს პირველად ბოლო წლების მანძილზე ელექტროენერგიის მოხმარება 5.7%-iTშემცირდა. მოსალოდნელია, რომ მცირედით ბინებრივი გაზის მოხმარებაც შემცირდეს. 2021-დან ეკონომიკის აღდგენასთან ერთად დაგეგმილი ენგურჰესის რეაბილიტაციაც, ელექტროსადგური, რომელიც მოხმარების 28%-ს აკმაყოფილებს 3 თვით ჩერდება, რაც წესით თბოსადგურების დატვირთვის მიზეზი უნდა გახდეს. მოხმარების ზრდაზე ასევე იმოქმედებს იანვარ-თებერვალში გათვალისწინებული სუბსიდია, რაცთვეში 200 კუბურ მეტრ გაზამდე მოხამრების საფასურის ბიუჯეტიდან დაფარვას ითვალისწინებს.


მსოფლიოში ენერგორესურსებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. საქართველოში, როგორც განვითარებად ქვეყანაში აღნიშნული ზრდის ტემპი საშუალოზე მაღალია, რის გამოც უახლოეს წლებში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხამრების მხოლოდ ზრდას უნდა ველოდოთ.

 

გიორგი ელიზბარაშვილი

 


თეგები:
გაზი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up