საქართველოს ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე - PMC კვლევა

საქართველოს ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე - PMC კვლევა

access_time2022-06-03 21:20:05

საქართველოს ენერგობაზარი მოკლებულია საკუთარ წყაროებს და დიდწილად დამოკიდებულია ენერგოპროდუქტების იმპორტზე - 2020 წელს საქართველოს ენერგოწარმოებამ შიდა მოთხოვნის მხოლოდ 21.1% დაფარა. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი - ენერგიის წამყვანი ექსპორტიორი გლობალურ ბაზარზე – მასშტაბურ ეკონომიკურ სანქციებს დაექვემდებარა, მნიშვნელოვანია იმ შესაძლო რისკების დადგენა, რომელთა წინაშეც საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება შეიძლება აღმოჩნდეს.


PMC კვლევითი ცენტრის მიმოხილვის მიხედვით, 2020 წელს საქართველოში იმპორტის გზით 6,162.8 ტერაჯოული (ტჯ) ელექტროენერგია შემოვიდა, რაც ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის (40,175.3 ტჯ) მხოლოდ 5.3%-ია. შესაბამისად, ამჟამად საქართველოს წარმოება მეტწილად აკმაყოფილებს შიდა მოთხოვნას ელექტროენერგიაზე. თუმცა, საქართველოში იმპორტირებულ ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი წილი მოდის რუსეთზე. 2020 წელს საქართველოს ენერგეტიკის იმპორტზე მთლიანი დანახარჯების 23% ელექტროენერგიის რუსეთიდან შემოტანაზე დაიხარჯა, 2022 წლის I კვარტალში კი ეს რიცხვი 36%-მდე გაიზარდა. თუმცა, ბოლო ათწლეულში საქართველოს რუსულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდა - რუსეთის წილი მთლიან იმპორტში 2013 წელს 95%-მდე ადიოდა.


„საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება დაკავშირებულია გაზის იმპორტთან. 2020 წელს საქართველოში ელექტროენერგიის 24,3% გენერირდა თერმოელექტროსადგურებში (დანარჩენი 72.7% ჰიდროელექტროსადგურებში), რომლებიც ელექტროენერგიის წარმოებისთვის იმპორტირებულ გაზს იყენებენ. მთლიანობაში, 2020 წელს ბუნებრივი გაზი შიდა ენერგომომარაგების თითქმის ნახევარს (47.1%) შეადგენდა. ელექტროენერგიისგან განსხვავებით, საქართველო თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული გაზის იმპორტზე - 2020 წელს საქართველომ თავისი ბუნებრივი აირის 99.7%-ის (97,050.4 ტჯ) იმპორტი განახორციელა. 2022 წლის I კვარტალში გაზის იმპორტზე დახარჯული 184 მილიონი დოლარის 19% გაზის რუსეთიდან იმპორტს მოხმარდა. საქართველოში იმპორტირებული გაზის საშუალო ფასი (0.20 აშშ დოლარი/ კგ 2022 წლის I კვარტალში) ზოგადად დაბალია რუსეთიდან შემოტანილი გაზის საშუალო ფასთან (0.25 აშშ დოლარი/კგ 2022 წ. I კვრტ.-ში) შედარებით. ეს აიხსნება დაბალი ფასებით (0.20 აშშ დოლარი/კგ 2022 წ. I კვრტ.-ში) აზერბაიჯანიდან იმპორტირებულ გაზზე, საიდანაც 2022 წლის პირველ კვარტალში იმპორტირებული გაზის დანარჩენი 81% შემოვიდა.



საქართველო თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტზეც (97.8%), თუმცა ნავთობს შედარებით პატარა წილი უკავია მთლიან შიდა ენერგომომარაგებაში - 26.6% (2020 წ.). მიუხედავად ამისა, საქართველოში ენერგიის იმპორტზე მთლიანი დანახარჯების მნიშვნელოვანი წილი ნავთობზე მოდის. 2022 წლის I კვარტალში ნავთობის იმპორტზე 244.5 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა, რაც 33%-ით მეტია ამ პერიოდში გაზის იმპორტზე გაწეულ ხარჯებზე. ნავთობის იმპორტზე დიდ ხარჯებს მაღალი ფასები იწვევს – 2022 წლის I კვარტალში საქართველოში შემოტანილი ნავთობის საშუალო ფასი იყო 0.85 აშშ დოლარი/კგ, რაც გაზის ფასზე 4-ჯერ მეტია. რუსეთის წილი საქართველოში ნავთობის იმპორტის მთლიან ხარჯებში 18%-ია, რუსული ნავთობის იმპორტის ფასი (0.83 აშშ დოლარი/კგ) კი ახლოს იყო საქართველოში შემოტანილი ნავთობის საშუალო ფასთან (0.85 აშშ დოლარი/კგ).


საქართველოში გამოყენებული ქვანახშირის დიდი ნაწილიც იმპორტირებულია (82.3%), თუმცა ქვანახშირს მცირე წილი აქვს საქართველოს მთლიან შიდა ენერგეტომომარაგებაში– მხოლოდ 4,7% (2020 წ.). დაბალია ქვანახშირის ფასი და ნახშირის იმპორტზე დანახარჯებიც, მაგრამ რუსეთი არის ქვანახშირის მთავარი იმპორტიორი საქართველოში - ქვანახშირის იმპორტზე მთლიანი დანახარჯების 64% რუსეთზე მოდის“,  აღნიშნავენ PMC-ში.


2012 წლიდან 2022 წლის I კვარტლის ჩათვლით საქართველოს მიერ ენერგეტიკული პროდუქტების იმპორტზე ჯამურ დანახარჯებზე დაკვირვებით საქართველოს ენერგეტიკული ბაზარი საკმაოდ კონცენტრირებულია. საქართველოსთვის ძირითადი ენერგეტიკული პროდუქტების მთავარი ექსპორტიორია აზერბაიჯანი და მხოლოდ ამის შემდეგ რუსეთი. გაზის იმპორტი ყველაზე ნაკლებად არის დივერსიფიცირებული სხვა ენერგო პროდუქტებთან შედარებით, გაზის 82% იმპორტირებულია აზერბაიჯანიდან და 16% რუსეთიდან. ელექტროენერგიის ორი მთავარი ექსპორტიორიც რუსეთი (50%) და აზერბაიჯანი (41%) არიან. ამ პერიოდში ჯამურად იმპორტირებული ქვანახშირის ნახევარი შემოვიდა რუსეთიდან (52%) და ასევე, მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინიდან (29%). ნავთობის იმპორტი საქართველოში ყველაზე დივერსიფიცირებულია სხვა ენერგეტიკულ პროდუქტებთან შედარებით. საქართველოსთვის მთავარი ექსპორტიორები ამ შემთხვევაში რუმინეთი (25%) და აზერბაიჯანი (21%) არიან, რუსეთიდან კი ნავთობის 16% შემოდის.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up