საქართველოს ენერგეტიკული სიმძლავრეებისა და ექსპორტის პოტენციალის შეფასების დეტალური დოკუმენტი, შესაძლოა, Siemens Energy-სთან პარტნიორობით შეიქმნას

საქართველოს ენერგეტიკული სიმძლავრეებისა და ექსპორტის პოტენციალის შეფასების დეტალური დოკუმენტი, შესაძლოა, Siemens Energy-სთან პარტნიორობით შეიქმნას

access_time2020-01-22 23:42:26

საქართველოს ენერგეტიკული სიმძლავრეებისა და ექსპორტის პოტენციალის შეფასების დეტალური დოკუმენტი, რომელიც სატრანსპორტო და სატრანზიტო ასპექტებს სრულად დაფარავს, შესაძლოა, გერმანულ კონგლომერატ Siemens Energy-სთან პარტნიორობით შეიქმნას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და Siemens Energy-ის აღმასრულებელი დირექტორისა და Siemens AG-ის მმართველი ბორდის წევრის მაიკლ სენის შეხვედრაზე აღინიშნა, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.



საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ ადგილმდებარეობას და ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს, ასევე - ქვეყნის მოწინავე პოზიციებს ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებში.



მთავრობის მეთაურმა Siemens Energy-ის წარმომადგენლები ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს და წარმოების შესაძლებლობების გასაცნობად საქართველოში მიიწვია.



"საქართველოს მეტად სტრატეგიული ადგილმდებარეობა გააჩნია რეგიონში მეზობელ ქვეყნებთან მიმართებით. ვისაუბრეთ იმაზე, როგორ შეიძლება ქვეყნის ელექტრიფიკაციის რუკის შექმნა ისე, რომ მან სრულყოფილად მოიცვას ძალიან მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და სატრანზიტო ასპექტები. ყველაფერი პირველი ნაბიჯიდან იწყება და ბუნებრივია „სიმენსს" სურს ამ მიმართულებით იყოს ქვეყნის პარტნიორი ამ ძალისხმევებისა და ინიციატივების კონტექსტში",- აღნიშნა Siemens Energy-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ სენმა.



გერმანული მულტინაციონალური კონგლომერატი Siemens AG-ის ძირითადი მიმართულებებია ინდუსტრია, ენერგეტიკა, ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურა. კომპანიას, რომლის წლიური შემოსავალი 27 მილიარდი ევროა, დასაქმებული ჰყავს 88 ათასი ადამიანი.







ირაკლი ყიფიანი: „ოჯახების მხარდაჭერა უნდა გამოიხატოს თანხის და არა ვაუჩერების გადაცემით“

ირაკლი ყიფიანი: „ოჯახების მხარდაჭერა უნდა გამოიხატოს თანხის და არა ვაუჩერების გადაცემით“
access_time2020-04-08 15:00:14
COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისით მიღებულ ზარალთან გასამკლავებლად, ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარადგინა, რომელიც ადამიანების, ოჯახების მხარდაჭერასა და ხელშეწყობაზე გულისხმობს. გეგმის მიხედვით, ოჯახების მხარდაჭერა უნდა გამოიხატოს თანხის, და არა ვაუჩერების გადაცემით, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფლება, თავად გადაწყვიტონ, დაფარავენ კომუნალურ გადასახადს, შეიძენენ საკვებს, მედიკამენტებს თუ სხვა პროდუქტებს....

მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის დროს ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალი გაფართოვდა

მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის დროს ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალი გაფართოვდა
access_time2020-04-08 15:00:32
მთავრობის გადაწყვეტილებით, გაფართოვდა იმ ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალი, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, ფუნქციონირება არ ეზღუდება. ინფორმაცია „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა. მთავრობის №222 დადგენილების თანახმად , ცვლილება შედის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ეკონომიკური სუბიექტების საქმინობას...

ლაშა პაპაშვილი „რედიქს ჯგუფის“ მიმდინარე ობიექტების კონსერვაციის გეგმაზე მუშაობს

ლაშა პაპაშვილი „რედიქს ჯგუფის“ მიმდინარე  ობიექტების კონსერვაციის გეგმაზე მუშაობს
access_time2020-04-08 13:00:51
ლაშა პაპაშვილი იმ  მიმდინარე ობიექტების კონსერვაციის გეგმაზე მუშაობს, რომელსაც საინვესტიციო კომპანია „რედიქს ჯგუფი“ ახორციელებს. ამის შესახებ ბიზნესმენმა „კომერსანტს“ თავად განუცხადა. მისი განმატებით, მათ შორისააა, თბილისში Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმრო, რომლის გახსნის თარიღმაც ორჯერ გადაიწია. „ჭავჭავაძეზე უნდა გაგვეხსნა Hilton-ი,მაგრამ მასთან ერთად ყველაფერი შევაჩერეთ და კონსერვაციის გეგმაზე ვმუშაობთ. პირველივე დღეებში მოგვიწია „კლუბი 71“-ის...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1813 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2250 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1813 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2250 ლარი ღირს
access_time2020-04-08 12:30:14
ლარი გაუფასურების ტენდენციას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1656-ით დაიწყო, 12:20 საათისთვის 1 დოლარი 3.1813-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 7 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1748 ლარი შეადგინა. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2000 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.1500 ლარად. „საქართველოს...

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრის ამა წლის 6 აპრილის #92 ბრძანებით განსაზღვრულ ცვლილებებს მიესალმება.

 საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრის ამა წლის 6 აპრილის #92 ბრძანებით განსაზღვრულ ცვლილებებს მიესალმება.
access_time2020-04-08 10:30:05
“აღნიშნული ცვლილებები მინიმუმამდე შეამცირებს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად შემომავალი სატრანსპორტო საშუალებების მიერ აღურიცხავი საწვავის იმპორტის შესაძლებლობას”-აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.   “ეს გადაწყვეტილება ცალსახად არის ბიზნესისა და ფინანსთა სამინისტროს ნაყოფიერი თანამშრომლობის ერთ-ერთი კარგი მაგალითი.  ჩვენ ყოველთვის უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობდით და ვმუშაობთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების...


მსგავსი სიახლეები

up