საქართველოს ენერგეტიკული რეფორმების განხორციელებაში KfW 8 მლნ ევროს გრანტით დაეხმარება

საქართველოს ენერგეტიკული რეფორმების განხორციელებაში KfW 8 მლნ ევროს გრანტით დაეხმარება

access_time2019-09-21 11:47:48

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) საქართველოს ენერგეტიკული რეფორმების განხორციელებისთვის რვა მილიონ ოთხას ორმოცი ათასი ევროს ოდენობის გრანტით დაეხმარება.

 

შესაბამისი ხელშეკრულება ეკონომიკის სამინისტროში გაფორმდა, რომელსაც ხელი ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა და KfW-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა კალაუს ვიგელმა მოაწერეს.

 

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმის (NIP) ფარგლებში გრანტის გამოყოფის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „ენერგეტიკულ გაერთიანებაში" გაწევრიანების შედეგად აღებული ვალდებულებების შესრულებისა და ენერგეტიკის სექტორში ენერგოეფექტურობის საკანონმდებლო ბაზის (ევროკავშირის ენერგოეფექტურობის ძირითადი დირექტივების, ენერგოეფექტურობის დირექტივის 2012/27/EU და შენობების ენერგეტიკული მახასიათებლების დირექტივის 2010/31/EU დებულებების იმპლემენტაცია), განახლებადი ენერგიების საკანონმდებლო ბაზის დანერგვასა და ბაზრის რეფორმის განხორციელებაში.

 

„ეს დახმარება მოიცავს ქვეყნის მხარდაჭერას ენერგეტიკული რეფორმების განხორციელებაში, არის სხვადასხვა მიმართულებები, მათ შორის ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგიები, საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და მიგვაჩნია, რომ ეს დახმარება იქნება ძალიან პროდუქტიული იმ მნიშვნელოვანი მიზნების მისაღწევად, რაც რეფორმების კუთხით გვაქვს დაგეგმილი" - აღნიშნა ხელმოწერის დასრულების შემდეგ დავით თვალაბეიშვილმა.

 

მისი განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმა (GESR)" გულისხმობს 2018-2021 წლებში ენერგეტიკის სექტორში ფუნდამენტალური რეფორმების ჩატარებას კონკრეტულად განსაზღვრული პოლიტიკის გატარებით, რაც ითვალისწინებს ქვეყანაში ენერგოეფექტურობის პოლიტიკის განხორციელებას სტრატეგიული ხედვის, ინსტიტუციონალური ჩარჩოსა და ფინანსური მექანიზმების ჩამოყალიბებით. შესაბამისად, KfW-სთან ხელმოწერილი ტექნიკური დახმარების პროექტი წარმოადგენს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მხრადაჭერით მიმდინარე „საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის - (GESR)" ოთხწლიანი პროგრამის დამატებით ინსტრუმენტს.

 

მნიშვნელოვანია, რომ ტექნიკური დახმარების პროექტი უზრუნველყოფს საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ჩარჩოს ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებაში ხელშეწყობას, ენერგოეფექტურობის სტანდარტების განსაზღვრას, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების სისტემის ჩამოყალიბებას, შესაძლებლობათა გაძლიერებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების დანერგვის პარალელურად, რაც სამომავლოდ უზრუნველყოფს მშენებლობისა და არსებული შენობების რეაბილიტაციის წარმოებას ენერგოეფექტური სტანდარტების გათვალისწინებით.

ტექნიკური დახმარების პროექტის განხორციელებაში ეკონომიკის სამინისტროს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) დაეხმარება.


BMG




ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია
access_time2020-06-06 13:00:27
ლიბერთი აგრძელებს ზრუნვას სოციალური პასუხისმგებლობის...

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც
access_time2020-06-06 13:38:15
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ამცირებს. საუბარია 19 მარშრუტზე, მათ შორის შარლერუას და ეინდჰოვენის მიმართულებაზე. დაბალბიუჯეტიანი გადამზიდველის ოპერირების გეგმები აღმოსავლეთ ევროპის სხვა ბაზირების აეროპორტებთან...

ექნება თუ არა ინფექციურ საავადმყოფოს დაპირებული ახალი შენობა

ექნება თუ არა ინფექციურ საავადმყოფოს დაპირებული ახალი შენობა
access_time2020-06-06 15:00:13
“ჩვენ ვცდილობთ არ შევაწუხოთ უმაღლესი თანამდებობის პირები და ვისთანაც გვაქვს კონტაქტი, გვეუბნებიან, რომ თქვენზე მუდმივად მიდის მუშაობა. იმასაც გვეუბნებიან, რომ ბოლო პერიოდში ეს მუშაობა დაჩქარდა და მალე ყველაფერი დამთავრდება. ეს ვიცით ჩვენ, მეტი არაფერი”,  - უთხრა რადიო თავისუფლებას 3 ივნისს თენგიზ ცერცვაძემ, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, როცა ვკითხეთ, რა ბედი ეწია დაპირებას ინფექციური საავადმყოფოს ახალ ფართში გადაყვანის შესახებ. 25 მაისს...

თბილისელ მძღოლებს ზაფხულში სითი პარკის ჯარიმები ჩამოეწერებათ

თბილისელ მძღოლებს ზაფხულში სითი პარკის ჯარიმები ჩამოეწერებათ
access_time2020-06-06 12:00:29
თბი­ლი­სე­ლებს სითი პარ­კის გა­და­უხ­დე­ლი ჯა­რი­მე­ბი ჩა­მო­ე­წე­რე­ბათ. ინი­ცი­ა­ტი­ვა ცოტა ხნის წინ თბი­ლი­სის მერ­მა...

დონალდ ტრამპის პოსტის გამო, „ფეისბუქში“ მასალის გამოქვეყნების პოლიტიკას შეცვლიან

დონალდ ტრამპის პოსტის გამო, „ფეისბუქში“ მასალის გამოქვეყნების პოლიტიკას შეცვლიან
access_time2020-06-06 11:00:57
მარკ ცუკერბერგი „ფეისბუქზე“ მასალის გამოქვეყნების პოლიტიკის გადახედვის პირობას დებს. ამის შესახებ მსოფლიოში უმსხვილესი სოციალური ქსელის მფლობელმა ცოტა ხნის წინ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე...


მსგავსი სიახლეები

up