„საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას მხოლოდ საკუთარი გენერაციის წყაროები უზრუნველყოფს“ - ზურაბ ნოღაიდელი

„საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას მხოლოდ საკუთარი გენერაციის წყაროები უზრუნველყოფს“ - ზურაბ ნოღაიდელი

access_time2021-03-25 16:30:06

 „უმნიშვნელოვანესი, რომ  ზედმიწევნით სწორად და გასაგებად იყოს ახსნილი, თუ რისთვის შენდება გენერაციის ესა თუ ის ობიექტი. მათ შორის, და უმთავრესად, მსხვილი ობიექტები. ყველა დაინტერესებულმა პირმა უნდა იცოდეს, რა ენერგეტიკულ, რა ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს იგი როგორც ქვეყნისთვის მთლიანად, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. გენერაციის მსხვილი ობიექტების აგების პროცესის სწორად წარმართვა, არა მარტო ენერგეტიკის, არამედ საქართველოს ეკონომიკის განვითარების ტენდენციას შეცვლის სასიკეთოდ. საუბარი აღარაა იმაზე, რომ საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას მხოლოდ საკუთარი გენერაციის წყაროები უზრუნველყოფს“, - ამის შესახებ აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტიორი კომპანია „ელგრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ზურაბ ნოღაიდელმა რადიო კომერსანტის გადაცემა „კომერსანტი LIVE“ -ის ეთერში სტუმრობისას განაცხადა.


გადაცემაში მან აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, ელექტროენერგიის იმპორტის პროცესის უსაფრთხოების თვალსაზრისით ქვეყანაში არსებითი პრობლემა არ დგას. „საქართველო  ოთხივე მეზობელ ქვეყანასთან არის დაკავშირებული მაღალი ძაბვის ხაზებით და შესაბამისად, ოთხივე მათგანთან (რუსეთი, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი) ერთდროულად შეუძლია ენერგიის გაცვლა -როგორც მიღება, ისე გაცემა.


სომხეთთან დაკავშირებული ვართ მხოლოდ ერთი 220 კილოვოლტიანი ხაზით. ეს შედარებით სუსტი კავშირია და ელექტროენერგიის დიდი მოცულობით გაცვლის საშუალებას არ იძლევა.


თურქეთთან გვაკავშირებს „მესხეთი 400:-ის ახალაშენებული ხაზი, დაახლოებით 6 წლის წინ გაკეთდა ეს ხაზი და ის 450 მეგავატის გაცვლის საშუალებას იძლევა, რაც საკამოდ დიდი რაოდენობაა. მაგრამ ეს ხაზი მუდმივი დენის ჩართვის რეჟიმშია აშენებული და არ იძლევა პარალელურ რეჟიმში მუშაობის საშუალებას. პარალელური რეჟიმში ყოფნა კი, ტექნიკური ენერგოუსაფრთხოებიდან გამომდინარე, საქართველოს ენერგოსისტემისთვის, რომელიც შედარებით პატარაა (დაახლოებით 2 000 მგვტ მოხმარება გვაქვს ზამთრის თვეებში), რომელიმე დიდ ენერგოსისტემასთან , აუცილებელია. ასეთი სისტემა რჩება ორი - რუსეთის ენერგოსისტემა და აზერბაიჯანი. და ასეც არის - მთელი წლის განმავლობაში საქართველო პარალელურ რეჟიმშია ან ერთ, ან მეორე ქვეყანასთან. მათთან გაცილებით მყარი ენერგოკავშირი აქვს საქართველოს, ვიდრე სომხეთთან და თურქეთთან.


უნდა ითქვას, რომ გაცილებით მყარი კავშირი გვაქვს აზერბაიჯანთან და ეს განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით: რუსეთთან ვართ დაკავშირებული „კავკასიონი 500“-ის ერთი ხაზით. ეს ძალიან მყარი კავშირია ერთი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ, ის გადის ისეთ რელიეფზე, სადაც, განსაკუთრებით ზვავსაშიშროების პერიოდებში (ეს არის თებერვალ-მარტ-აპრილი), მასთან მუშაობა არის ძალზედ სარისკო. თან მხოლოდ ეს ერთი ხაზი გვაკავშირებს რუსეთთან.


ბევრად უფრო მყარია საქართველოს ენერგოსისტემის კავშირი აზერბაიჯანთან. არსებობს და მუშაობს ორი მოქმედი ხაზი. ერთი 500 კილოვოლტიანი და ერთიც 330 კილოვოლტიანი. მესამე, პრაქტიკულად უკვე დასრულებული 330 კილოვოლტიანი ხაზიც ექსპლუატაციაში შესვლას ელის. ის აზერბაიჯანის მხრიდან საზღვართან არის უკვე მოყვანილი და საქართველოს მხრიდან დარჩენილია სულ 18 კილოომეტრი. ხაზი შევა გარდაბნის ქვესადგურში და იმ მომენტიდან აზერბაიჯანთან ჩვენ უკვე გვექნება უმყარესი ენერგოკავშირი სამი მაღალი ძაბვის ხაზის მეშვეობით. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ კავკასიონის ხაზთან შედარებით აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ხაზების რელიეფი რადიკალურად განსხვავდება. ტექნიკური რისკები აქ შეუდარებლად დაბალია. ეს დადასტურდა კიდეც სულ ახლახანს, როცა საქართველოში მოხდა ავარია „მესხეთი 400“-ის ხაზზე თურქეთიდან იმპორტისას და დედაქალაქის მხოლოდ ის უბნები დარჩა განათებული, რომლებიც აზერბაიჯანიდან იმპორტირებულ ენერგიაზე იყო მიბმული კუნძულოვან რეჟიმში“, - აღნიშნა ნოღაიდელმა, და იქვე დასძინა, რომ  განვითარების საუკეთესო სცენარი იქნება, თუკი კავშირი, ტექნიკური თვალსაზრისით, რუსეთთან და სომხეთთან კიდევ უფრო გამყარდება, რაც შექმნის კიდევ უფრო მძაფრ კონკურენციას. კონკურენციის, კი, ნოღაიდელის თქმით, „ელგრინს“, როგორც აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტიორ კომპანიას, არ ეშინია, ხოლო საქართველო, კონკურენციის განვითარებიდან, მხოლოდ მოგებული დარჩება.



როგორც ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, საქართველოს ეკონომიკის და ენერგოსექტორის ერთობლივი უმთავრესი ამოცანა არის, რომ საქართველოს თავისი მოთხოვნა ენერგიაზე ძირითადად დააკამყოფილოს თავისივე გენერაციის წყაროებით.


„აქ, ცხადია, არ არის საუბარი, რომ ზამთრის გარკვეულ პერიოდში შესაძლოა ქვეყანას დასჭირდეს იმპორტი, ხოლო ზაფხულში, ჭარბი ენერგია ექსპორტზე გაიტანოს. აქ საუბარია უმთავრეს პრინციპზე - მოთხოვნის საკუთარი გენერაციით მაქსიმალურად დაკმაყოფილების შესაძლებლობაზე.


ეს შესაძლებელიც არის და აუცილებელიც. რამდენად მოხერხდება ამ ამოცანის გადაჭრა უახლოეს წლებში, ძნელი სათქმელია იმიტომ, რომ ჰიდროენერგეტიკა, მით უფრო მსხვილი ჰიდროსადგურები ერთ და ორ წელიწადში ვერ შენდება. საყურადღებოა ის, რომ ელექტროენერგეტიკა არის ის სექტორი, რომელსაც ყველაზე სენსიტიური კავშირი აქვს საქართველოს ეკონომიკასთან. მაგალითად - გაიზრდება ეკონომიკა 5%-ით, ელექტროენერგიის მოხმარებაც გაიზრდება დაახლოებით იგივე მოცულობით. იგივე ხდება შემცირების შემთხვევაშიც. მაგრამ აქ არის კიდევ ერთი უმნიშვნელევანესი უკუკავშირი - კერძოდ, თუ საქართველოს ელექტროგენერაციის სექტორი გაიზრდება იგივე 5 %-ით, ეს თავისთავად დადებითად მოქმედებს მთლიანი ეკონომიკური ზრდის პროცესზე და დამატებით 3-4%-ით ასტიმულირებს მას. არც ერთ სხვა სექტორს ეკონომიკისას ასეთი ხარისხის პირდაპირპროპორციული კავშირი არ ახასიათებს“,-განაცხადა ნოღაიდელმა.


მან ასევე ისაუბრა საქართველოს სოციალ-ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებზე და აღნიშნა, რომ  იგი მნიშვნელოვან კავშირშია ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასთან. „მარტივი დასანახია - თუ ჩვენ გვაქვს დაახლოებით მილიარდანახევარი კილოვატის იმპორტი, ანუ მოხმარების 10%-ის ფარგლებში, ეს ფული მთლიანად გადის ქვეყნიდან და აკლდება ჩვენს ეკონომიკას. ვფიქრობ, ქვეყნის მთავარი ამოცანაა, რომ შევცვალოთ ეკონომიკური განვითარების მასშტაბები.  5-5,5%-იანი ზრდა, რაც 2022 დან არის დაგეგმილი, მხოლოდ იმას მოიტანს, რომ მოსახლეობის მხოლოდ 40%  შეინარჩუნებს და გარკევულწილად გაზრდის შემოსავლებს, ხოლო 60 %, სამწუხაროდ, კიდევ უფრო გაღარიბდება და მისი გარკვეული ნაწილი, ბუნებრივია, ახალგაზრდა, აქტიურ და მობილურ ადამიანებზე იქნება აქაც საუბარი,  ქვეყნის გარეთ შემოსავლის ძებნით დაიწყებს გამოსავლის ძიებას.


ეს ტენდენციები უნდა შეჩერდეს. ეს არის მთელი ქვეყნის, მთავრობის, საზოგადოების მთავარი ამოცანა.


ამ ამოცანის სწრაფად გადაჭრა, ცხადია, არ არის იოლი, მაგრამ დაგეგმვა შეიძლება სწრაფად. მათ შორის არის გენერაციის მსხვილი ობიექტების აგების დაგეგმვა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ მაინც, ამ მილიარდნახევარი კილოვატის საყიდელი ფული გარეთ აღარ გადიოდეს, ქვეყანაში რჩებოდეს და ეკონომიკას ხმარდებოდეს. ყოველი ასეთი ობიექტი ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელს დამატებით 1%-ს მაინც მოუმატებს. ჯამში კი ქვეყანას 10 წლიან პერიოდში მაინც, სჭირდება ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი, რომ გაღარიბების ტენდენცია შეჩერდეს, წელში გადატყდეს და დაიწყოს საქართველოს მოსახლეობის ასივე პროცენტის შემოსავლების ზრდის ტენდენცია. მხოლოდ ეს მოიტანს იმას, რომ მოსახლეობის გადინება აღარ მოხდეს და პირიქით, გასულებმა დაიწყონ ფიქრი სამშობლოში დაბრუნებასა და უკეთ ცხოვრების აქ, საქართველოში გაგრძელებაზე.


რა თქმა უნდა, როცა ვსაუბრობ გენერაციის ობიექტების აშენების გარდუვალობაზე, იქვე ვგულისხმობ და ვამბობ იმას, რომ ეს უნდა მოხდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების უზუსტესი ტენდენციების ასახვით და მათი გათვალისწინებით. ყველა პროექტი უნდა განხორციელდეს ტექნიკურად საუკეთესოდ და ზუსტად.


 „უმნიშვნელოვანესი, რომ  ზედმიწევნით სწორად და გასაგებად იყოს ახსნილი, თუ რისთვის შენდება გენერაციის ესა თუ ის ობიექტი. მათ შორის, და უმთავრესად, მსხვილი ობიექტები. ყველა დაინტერესებულმა პირმა უნდა იცოდეს, რა ენერგეტიკულ, რა ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს იგი როგორც ქვეყნისთვის მთლიანად, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. გენერაციის მსხვილი ობიექტების აგების პროცესის სწორად წარმართვა, არა მარტო ენერგეტიკის, არამედ საქართველოს ეკონომიკის განვითარების ტენდენციას შეცვლის სასიკეთოდ. საუბარი აღარაა იმაზე, რომ საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას მხოლოდ საკუთარი გენერაციის წყაროები უზრინველყოფს“, - განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა „კომერსანტი LIVE“-ში სტუმრობისას.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up