საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კონფერენციაში ,,Oil & Gas Turkmenistan 2017”-ში მონაწილეობს

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კონფერენციაში ,,Oil & Gas Turkmenistan 2017”-ში მონაწილეობს

access_time2017-11-02 17:32:37

ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი თურქმენეთის ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. როგორც კომერსანტს ენერგეტიკის სამინისტროდან აცნობეს, კონფერენცია თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილემ მაკსატ ბაბაევმა გახსნა და თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგულ ბერდი მუჰამედოვის სპეციალური მიმართვა წაიკითხა.

 

კონფერენციაზე განიხილება რეგიონის ენერგოუსაფრთხოებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები. საქართველოს მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია თურქმენეთთან სამომავლო ურთიერთობების განმტკიცებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელებისათვის.

 

კონფერენციაში ასევე, მონაწილეობენევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ენერგეტიკის საკითხებში მაროშ შევჩოვიჩი, ენერგეტიკული ქარტიის გენერალური მდივანი ურბან რუსნაკი და რეგიონის ქვეყნების უმაღლესი დონის დელეგაციები. საქართველოდან კონფერენციას ესწრებიან საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორიირაკლი ბენდელიანი და საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ბეჟუაშვილი.


 

„დღეს, როდესაც გარემოებები სწრაფად იცვლება ფაქტია, რომ ევროპის ენერგეტიკულ ბაზრებზე წვდომაში მიმწოდებლებს შორის კონკურენციაა. საქართველო საიმედო სატრანზიტო ქვეყანაა და ამ პოტენციალის სრულმასშტაბიანი განვითარება სურს. აღნიშნული მიზნით დაგეგმილი ენერგეტიკული სატრანზიტო პროექტები, განსაკუთრებით კი თეთრი ნაკადი, მნიშვნელოვნად დამოკიდებულია თურქმენეთის ენერგეტიკულ რესურსებზე და მასთან დამაკავშირებელ ტრანს-კასპიური ინფრასტრუტურის განვითარებაზე. აქედან გამომდინარე, საქართველო გამოხატავს პოლიტიკურ მხარდაჭერას ტრანს-კასპიური მილსადენის განხორციელების მიმართ და აქტიურად მონაწილეობს აშხაბადის დეკლარაციის ფარგლებში შექმნილ სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში - განაცხადა ილია ელოშვილმა.

 

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია ენერგეტიკის მინისტრის ორმხრივი შეხვედრები კონფერენციის დელეგატებთან. საერთაშორისო კონფერენცია ,,Oil & Gas Turkmenistan 2017 ორ დღიანია და 3 ნოემბერს სრულდება.

 



პირდაპირი რისკები უსაფრთხოებისა და ლოგისტიკის სფეროში გვაქვს - გია ხუხაშვილი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე

პირდაპირი რისკები უსაფრთხოებისა და ლოგისტიკის სფეროში გვაქვს - გია ხუხაშვილი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე
access_time2020-09-28 16:00:02
„მე არ მგონია, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ენერგეტიკის სექტორში რამე პრობლემას შეგვიქმნის. ვფიქრობ, უფრო სხვა მიმართულებებით გვექნება სერიოზული შეფერხებები, როგორიცაა ლოგისტიკა - მოგეხსენებათ, სომხეთი მთლიანად საქართველოს გავლით მარაგდება. ეს ფაქტორი ჩვენი ეკონომიკის საკმაოდ დიდ ნაწილს შეადგენს,“ - ასე აფასებს სომხეთსა და აზერბაიჯანში შეიარაღებული კონფლიქტის სავარაუდო შედეგებს საქართველოზე პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი. ნებისმიერი სახის შეიარაღებული...

„თიბისი“ ლიდერია - ბანკების რეიტინგი აქტივების მიხედვით

„თიბისი“ ლიდერია - ბანკების რეიტინგი აქტივების მიხედვით
access_time2020-09-28 15:15:11
ბანკების აქტივები მიმდინარე წლის აგვისტოში 50.98 მლრდ ლარამდე, 197 მლნ ლარით შემცირდა (მიმდინარე ფასებში) ანუ კლებაა 0.39%, (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე - 0.01% პროცენტით შემცირდა). ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.38 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.55 პროცენტია. Top 5 ბანკი აქტივების მოცულობის მიხედვით: თიბისი — 19,694,904,000 ლარი; ...

ირაკლი სესიაშვილი - თუ მხარეებს სურვილი ექნებათ, რომ საქართველო იყოს ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში, ჩვენ გვაქვს სრული მზაობა

ირაკლი სესიაშვილი - თუ მხარეებს სურვილი ექნებათ, რომ საქართველო იყოს ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში, ჩვენ გვაქვს სრული მზაობა
access_time2020-09-28 14:20:55
თუ მხარეებს სურვილი ექნებათ, რომ საქართველო იყოს ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში, ჩვენ გვაქვს სრული მზაობა და ეს ჩვენი ინტერესიც არის, თუმცა, სამწუხაროდ დღეს ამის ნიშნები არ ჩანს,- ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო მზად არის ასევე ორივე მხარის სურვილის შემთხვევაში, ჰუმანიტარული დახმარება საერთაშორისო ფორმატში აღმოუჩინოს. რაც...

საკონდიტრო საიდანაც აჭარაში ეპიდაფეთქება დაიწყო, იხსნება

საკონდიტრო საიდანაც აჭარაში ეპიდაფეთქება დაიწყო, იხსნება
access_time2020-09-28 14:10:42
„დონას“ კლასტერი ბათუმში სექტემბრის დასაწყისში ჩამოყალიბდა და იგი ბათუმში მდებარე საკონდიტრო „დონას“ უკავშირდება, რომლის შემდეგაც აჭარა კოვიდინფიცირებულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. შეიძლება ითქვას, რომ „დონა“ აჭარაში ეპიდაფეთქების პირველწყარო იყო. თავდაპირველად ვირუსი დაუდასტურდა „საკონდიტროს“ თანამშრომელს. საკონდიტრო „დონას“ ბათუმში ბევრი მომხმარებელი ჰყავს, ამიტომ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ტესტირების ჩატარებისკენ...

ფულის დაბანდების პრაქტიკა ჩვენთან პრიმიტიულ დონეზეა - ბიზნესმენები კაპიტალის ბაზარზე

ფულის დაბანდების პრაქტიკა ჩვენთან პრიმიტიულ დონეზეა - ბიზნესმენები კაპიტალის ბაზარზე
access_time2020-09-28 11:00:13
 „ვფიქრობ, რომ უახლოეს პერსპექტივაში კაპიტალის ბაზარი  არ განვითარდება.  ადამიანები მაინც  ენდობიან ბანკში ფულის განთავსებას და იქიდან სტაბილურ შემოსავალს, მცირეს მაგრამ მაინც,   ვიდრე იმის გარისკვას, რომ ბიზნესი ან აქცია  შეიძინონ,...


მსგავსი სიახლეები

up