საქართველოს ელექტროენერგიის გენერაცია 5.5%-ით და მოხმარება 5.7%-ით შემცირდა

საქართველოს ელექტროენერგიის გენერაცია 5.5%-ით და მოხმარება 5.7%-ით შემცირდა

access_time2020-12-20 10:00:40

საგარეო ვაჭრობასთან, ინვესტიციებთან და ზოგადად მთელს ეკონომიკასთან ერთად მიმდინარე წელს ელექტროენერგიის გამომუშავებაცა და მოხმარებაც მკვეთრად შემცირდა, თუმცა შუახევჰესის თავიდან ამოქმედების მიუხედავად, დეფიციტი შენარჩუნდა.


11 თვეში ჯამურმა გენერაციამ 10.230 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 615 მლნ კვტ/სთ-ით ანუ 5.5%-ით ნაკლებია. მასში თბოსადგურების წილი თითქმის იგივეა 2.340 მლრდ კვტ/სთ 2.380 მლრდ-ის ნაცვლად. განსხვავებული ვითარებაა ჰესების ნაწილში, სადაც იანვარ-ნოემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამომუშავება 580 მლნ კვტ/სთ-ით 7.805 მლრდ კვტ/სთ-მდე შემცირდა ეს 6.8%-იანი ვარდნაა. განახლებული შუახევჰესის გარეშე გენერაციის ვარდნა 255 მლნ კვტ/სთ-ით მეტი იქნებოდა. რაც შეეხება ქართლის ქარის ელექტროსადგურს მისი გამომუშავება 4 მლნ კვტ/სთ-ით 83.8 მლნ კვტ/სთ-მდე გაიზარდა, თუმცა მხოლოდ ეს ერთი სადგური ენერგობალანსში ამინდ ვერ ქმნის. მისი წილი ჯამურ გენერაციაში მხოლოდ 0.82%-ს შეადგენს.


მოთხოვნის შემცირების გამო გენერაციაზე მეტად მოხმარება შემცირდა. 11 თვეში მომხმარებელზე მიწოდებულმა ელექტროენერგიამ 10.938 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 655 მლნ კვტ/სთ-ით ნაკლებია. კლება ამ შემთხვევაში 5.7%-ს შეადგენს.


შემცირებულმა მოთხოვნამ ბუნებრივად მუდმივად მზარდი იმპორტიც 1.416 მლრდ კვტ/სთ-დან 1.271 მლრდ კვტ/სთ-მდე შეამცირა, ოღონდ შარშანდელისგან განსხვავებით რუსეთის წილი იმპორტში 32%-დან 37%-მდეა გაზრდილი, ხოლო აზერბაიჯანის 68%-დან 45%-მდეა შემცირებული. დარჩენილი 18% თურქეთზე მოდის. როგორც შარშან, ასევე წელს სომხეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი არ განხორციელებულა.



მინიმუმადეა დაყვანილი ელექტროენერგიის ექსპორტიც - სულ რაღაც 153 მლნ კვტ/სთ. 37%-ით ნაკლები ვიდრე 2019 წელს. თუმცა ექსპორტის კლებას პანდემიამდეც ტენდენციის ხასიათი გააჩნდა.


2020 გამონაკლისია და აქამდე ელექტროენერგიის მოხმარებაცა და გამომუშავებაც მუდმივად იზდებოდა. მაგალითად თუ 2009 წელს გამომუშავებამ 8.407 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, 2014 წელს ის 23.3%-ით 10.370 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა, 2019 წელს კი კიდევ 14.3%-ით 11.857 მლრდ კვტ/სთ-მდე. ანალოგიურად მოხმარებამაც 2009 წელს 7.642 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, 2014 წელს 33%-ით მეტი - 10.170 მლრდ კვტ/სტ, ხოლო 2019 წელს 12.767 მლრდ კვტ/სთ. თუ 2009-2019 წლებში გენერაცია ჯამში 41%-ით გაიზარდა, იმავე პერიოდში მოხმარების ზრდამ 67%-ს მიაღწია, რის გამოც იმპორტი 6.37-ჯერ გაიზარდა, ექსპორტი კი 3-ჯერ შემცირდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გენერაციის ახალი ობიექტები მზარდ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდა და დეფიციტი მუდმივად იზრდებოდა. პოსტკრიზისულ პერიოდში მოსალოდნელია ტენდენციის განახლება.


2021 წელს დაგეგმილია ენგურჰესის რეაბილიტაცია, რაც საქართველოში ყველაზე დიდ ელექტროსადგურს 3 თვით გააჩერებს.


საქართველოში სულ 7 დიდი მარეგულირებლიანი ჰესია, 19 სეზონური და კიდევ 71 მცირე სიმძლავრის (13 მეგავატამდე). ჰესებს 5 თბოსადგური და 1 ქარის ელექტროსადგურიც ემატება. ჯამსი 103 გენერაციის ობიექტს ვღებულობთ და ამ 103-დან ერთ ენგურჰესს 2020 წელს 25%-იანი წილი ეკავა, 2019 წელს 28%-იანი.


გიორგი ელიზბარაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up