2020 წლის 15 ოქტომბერს, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილესთან ნადირ ალფასლანთან. ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
„შეხვედრაზე, მხარეების მიერ განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის კულტურისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები, რომლის ფარგლებშიც, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის სფეროში თანამშრომლობის პლატფორმის გაღრმავების მნიშვნელობაზე.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ, ზემოაღნიშნული მიმართულებით მოკლე და გრძელვადიან სამოქმედო გეგმებზე“ – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.