საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ კვიპროსში ბიზნეს-სემინარი გაიმართა

საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ კვიპროსში ბიზნეს-სემინარი გაიმართა

access_time2019-07-29 17:19:12

საქართველოს საელჩოსა და საქართველო-კვიპროსის ბიზნეს კლუბის - Cyprus Georgia Business Club ორგანიზებით, კვიპროსის რესპუბლიკის ქალაქ ლიმასოლში, რომელიც ქვეყნის მთავარი ინდუსტრიული ბიზნეს-ცენტრია, საქართველოს საგადასახადო და საინვესტიცო საკითხებზე რიგით მეორე ბიზნეს-სემინარი „Tax incentives and investments in Georgia" გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 



„სემინარის ფარგლებში, მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია საქართველოს საგადასახადო პოლიტიკის, თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ფუნქციონირების, საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე რეფორმების, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ. სემინარის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე პრეზენტაცია გამართა.



ქართულ და კვიპროსელ ბიზნეს წრეებს შორის ბოლო პერიოდის განმალობაში აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 19 აპრილს, კვიპროსის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა პირველი მასშტაბური ბიზნეს-ფორუმი.




სემინარს 50-ზე მეტი ის კვიპროსული კომპანია დაესწრო, რომლებიც საკონსულტაციო, უძრავი ქონების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და სხვა სფეროებში მუშაობენ.



გარდა იმისა, რომ კვიპროსის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში 2015 წლიდან საქართველი-კვიპროსის ბიზნეს ასოციაცია ფუნქციონირებს, 2019 წლის მარტში, საქართველოს საელჩოსა და საკონსულტაციო კომპანიის IBC Corporate Solutions ინიციატივითა და თანამშრომლობით, დაარსდა საქართველო - კვიპროსის ბიზნეს კლუბი, რომელშიც უკვე 40- ზე მეტი კომპანიაა გაერთიანებული. კლუბის დაარსების მიზანი იყო ბიუროკრატიული მექანიზმებისგან მაქსიმალურად თავისუფალი კომუნიკაციის დამყარება ორი ქვეყნის ბიზნეს სექტორებს შორის და კონკრეტული პროექტების ეფექტიანი დაწყება- განხორციელება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








„2020 წლის ბიუჯეტის მიღების შემდეგ ადამიანების ჯიბეში ლარის ოდენობა გაიზრდება, მაგრამ საკითხავია, იქნება კი ლარი მსყიდველუნარიანი ? „

„2020 წლის ბიუჯეტის მიღების შემდეგ ადამიანების ჯიბეში ლარის ოდენობა გაიზრდება, მაგრამ საკითხავია, იქნება კი ლარი მსყიდველუნარიანი ? „
access_time2019-10-13 18:00:26
რადიო კომერსანტზე გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“, პარტია ახალი საქართველოს წევრმა, ეკონომისტმა, ალექსი ნონიაძემ 2020 წლის ბიუჯეტსა და ეკონომიკური პერსპექტივების შესახებ ისაუბრა. „ლარს ამყარებს მწარმოებლურობა. საქსტატი გვეუბნება, რომ უმუშევრობა ქვეყანაში 12%-მდე შემცირდა, მაგრამ რის ხარჯზე? საქსტატი არ ითვლის თვითდასაქმებულების რიცხვს. ქალაქსა და სოფელში ჯამში 800 ათასი ადამიანია თვითდასაქმებული. ქალაქში თვითდასაქმებულების...

რესტორნების კლიენტებს არ უყვართ ლამაზი ოფიციანტები

რესტორნების კლიენტებს არ უყვართ ლამაზი ოფიციანტები
access_time2019-10-13 20:00:36
დეიტონის უნივერსიტეტის (აშშ) მკლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მომსახურეობის სფეროს თანამშრომლები მიმზიდველი გარეგნობით, ხშირად იწვევენ მომხმარებლებში ნეგატიურ ემოციებს. მეცნიერებმა ჩაატარეს რამდენიმე ექსპერიმენტი, რომელშიც მონაწილეობდა კოლეჯის 309 სტუდენტი - მათ შესთავაზეს რესტორანში სერვისის ხარისხის და მომსახურეობით კმაყოფილების დონის შეფასება. ასევე მათ უნდა შეეფასებიათ ოფიციანტების სილამაზე და დაეხასიათებიათ საკუთარი დამოკიდებულება მათ...

ერთ ლარად მედიკამენტების პროგრამით ბიუჯეტი ფარმაცევტულ კომპანიებს ასუბსიდირებს

ერთ ლარად მედიკამენტების პროგრამით ბიუჯეტი ფარმაცევტულ კომპანიებს ასუბსიდირებს
access_time2019-10-13 16:00:49
2018 წელს 60 მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან სულ 8,949,777 ლარი დაიხარჯა, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა - 2,747,100 ლარი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ დახარჯა, - ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ „ადგილობრივი თვითმმართველობების სარეზერვო ფონდების ხარჯვა 2018 წელს“ კვლევაშია აღნიშნული. ამავე კვლევის თანახმად, სარეზერვო ფონდიდან თანხის ხარჯვის მაჩვენებლით მეორე ადგილს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია იკავებს - 1,395,232 ლარით. ასევე, ნახევარ...

დავით ნარმანია: ელექტროენერგიის იმპორტი არ არის დაკავშირებული მხოლოდ სიძვირესთან, არამედ ის დაკავშირებულია მაკროეკონომიკურ ფაქტორებთანაც

დავით ნარმანია: ელექტროენერგიის იმპორტი არ არის დაკავშირებული მხოლოდ სიძვირესთან, არამედ ის დაკავშირებულია მაკროეკონომიკურ ფაქტორებთანაც
access_time2019-10-13 12:00:28
„ელექტროენერგიაზე და ზოგადად, ენერგიაზე მოთხოვნის ზრდა ბუნებრივია და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაც გვიჩვენებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პარალელურად, იზრდება მოთხოვნა ენერგიაზეც. ეკონომიკური ზრდა დაკავშირებულია ახალ წარმოებებთან, ახალ საცხოვრებელ მასივებთან, რომლებიც მოიხმარენ ენერგიას. ჩვენ გაცილებით უფრო მეტი ტემპებით გვეზრდება მოთხოვნა ელექტროენერგიაზე, ვიდრე ეკონომიკური ზრდაა. საშუალოდ, 4.55%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, როცა ენერგეტიკაზე მოთხოვნა...

კობა გვენეტაძე - საერთაშორისო სუვერენული საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ყველაზე კარგი ინდიკატორია

კობა გვენეტაძე - საერთაშორისო სუვერენული საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ყველაზე კარგი ინდიკატორია
access_time2019-10-12 13:55:31
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე, ეხმაურება S&P Global Ratings-ის მიერ სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესებას და ავტორიტეტული საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს გადაწყვეტილებას  დადებითად აფასებს.   „საერთაშორისო ინვესტორებისათვის, მაკროეკონომიკური სტაბილურობის და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ყველაზე კარგი ინდიკატორი საერთაშორისო სუვერენული საკრედიტო რეიტინგებია. ამიტომ, მისასალმელია საინვესტიციო რეიტინგის გაუმჯობესება....


მსგავსი სიახლეები

up