საქართველოს ეკონომიკური რეიტინგები 2018 წელს

საქართველოს ეკონომიკური რეიტინგები 2018 წელს

access_time2018-12-30 12:14:39

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ქვეყნისთვის 2018 წელი შეაჯამა. უწყების ცნობით, 2018 წლის მდგომარეობით, საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს: დსთ-სთან, თურქეთთან, ევროკავშირთან, EFTA-სთან და ჩინეთთან.

ამ ქვეყნებთან და გაერთიანებებთან არსებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შედეგად წვდომაა ჯამში 2.3 მილიარდზე მეტ სამომხმარებლო ბაზარზე; ამ ქვეყნებში გადის საქართველოში წარმოებული პროდუქციის ესპორტის 78%.

2018 წლის მონაცემებით წმინდა ექსპორტის ზრდის 100% მოდის თავისუფალი ვაჭრობის ბაზრებზე.

რაც შეეხება 2019 წლის სამოქმედო გეგმას, უწყების ცნობით, გეგმა შემდეგ უმთავრეს პუნქტებს მოიცავს: თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილების შეტანა; გაერთიანებულ სამეფოსთან ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ტექსტის მომზადება; ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის კვლევის განხორციელება (პირველი ნახევარი); ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყება (პირველი კვარტალი); ყურის ქვეყნებთან და იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებაზე მუშაობა.

ასევე, 2019 წელს იგეგმება აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების მიზნით აქტიური მუშაობის წარმოება, როგორც პოლიტიკურ ასევე ექსპერტულ დონეზე.

რაც შეეხება საქართველოს 2018 წლის ეკონომიკურ რეიტინგებს.

მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ უპრეცენდენტოდ დიდ წარმატებას მიაღწია და მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილი დაიკავა. რეიტინგში წინა წელთან შედარებით ქვეყნის პოზიცია 3 ადგილით გაუმჯობესდა.

2012 წელთან შედარებით საქართველოს რეიტინგი 6 პოზიციით გაუმჯობესდა (2012 წელს - მე-12 ადგილი), სარეიტინგო ქულა კი - 3.79 ქულით.

Fraser institute-ის 2018 წლის ანგარიში „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლება“, რომელიც 2016 წლის პერიოდს აფასებს, საქართველოს მდგომარეობა 2015 შედარებით 2 პოზიციით გაუმჯობესდა და მე-7 ადგილი დაიკავა 162 ქვეყანას შორის. 

2012 წელთან შედარებით, საქართველოს სარეიტინგო პოზიცია მნიშვნელოვნად, 7 საფეხურით არის გაუმჯობესებული.

ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებული „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2018“ რეიტინგის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი წინა წელთან შედარებით 2 ადგილით გაუმჯობესდა და მე-20 ადგილიდან მე-18 ადგილზე გადაინაცვლა ევროპის 46 ქვეყანას შორის.

imedinews 

თეგები:
საქართველო



„სამწუხაროა, რომ ამის შესახებ არ ვიცოდით, საინტერესოა რას ელის ჩვენგან მინისტრი“ – „სადაზღვევო ასოციაცია“ ეკატერინე ტიკარაძის ინიციატივაზე

„სამწუხაროა, რომ ამის შესახებ არ ვიცოდით, საინტერესოა რას ელის ჩვენგან მინისტრი“ – „სადაზღვევო ასოციაცია“ ეკატერინე ტიკარაძის ინიციატივაზე
access_time2020-04-06 17:00:04
„ამ ეტაპზე კოვიდინფექციის მკურნალობის ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ფარავს, თუმცა, სადაზღვევო კომპანიებთან ფინანსურ მხარდაჭერაზე მოლაპარაკებები გაიმართება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. როგორ ჩაერთვებიან სადაზღვევო კომპანიები მთავრობის ახალ...

EBRD „სოლიდარობის პაკეტის“ ფარგლებში საქართველოს და სხვა ქვეყნებს ჯამში 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს

EBRD „სოლიდარობის პაკეტის“ ფარგლებში  საქართველოს და სხვა ქვეყნებს ჯამში 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს
access_time2020-04-06 16:10:36
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ (EBRD) და საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიის პირობებში ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევებზე საპასუხოდ თანამშრომლობას აღრმავებენ. ამის შესახებ EBRD-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „სოლიდარობის პაკეტის“ ფარგლებში EBRD 38 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, ჯამში 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს. როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს, აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველ დირექტორს...

თბილისის მერია 29 მილიონ ლარად 300 მიკროავტობუსს ყიდულობს, რომელიც ყვითლის ნაცვლად ლურჯი ფერის იქნება

თბილისის მერია 29 მილიონ ლარად 300 მიკროავტობუსს ყიდულობს, რომელიც ყვითლის ნაცვლად ლურჯი ფერის იქნება
access_time2020-04-06 15:38:38
დედაქალაქის მერია 29 მილიონ ლარად 300 ერთეულ, დიზელის საწვავზე მომუშავე მიკროავტობუსს ყიდულობს.აღნიშნულთან დაკავშირებით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანია” ელექტრონულ ტენდერს აუქციონის გარეშე აცხადებს. სატენდერო პირობების თანახმად, იცვლება თბილისის მიკროავტობუსის ფერი და ის ყვითელის ნაცვლად, „მეტალიკი ლურჯი” იქნება. დოკუმენტაციის მიხედვით, ახალ მიკროავტობუსს არანაკლებ 17 მგზავრის გადაყვანა უნდა შეეძლოს. ამავე დოკუმენტის თანახმად,...

ელექტრონული კომერციის სექტორი ეკონომიკის სამინისტროსთან აუდიენციას ითხოვს

ელექტრონული კომერციის სექტორი ეკონომიკის სამინისტროსთან აუდიენციას ითხოვს
access_time2020-04-06 15:30:33
კომპანია “ონვეის” დამფუძნებელი და დირექტორი თამარ გოგოლაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ონვეი ოპერირებს საფოსტო/საკურიერო მომსახურების სფეროში და ემსახურება არაერთ წარმატებულ ქართულ ინტერნეტ მაღაზიას. ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, შეიქმნა ჯგუფი - “Voice of Ecommerce” , რათა გავერთიანდეთ E-commerce სფეროს ჯაჭვის ყველა რგოლი ერთი მიზნისთვის -...

დაგროვებითი საპენსიო რეფორმა არის ფუფუნება, რომელიც დროებით უნდა შეჩერდეს- მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის ინიციატივა სახელმწიფოს

დაგროვებითი საპენსიო რეფორმა არის ფუფუნება, რომელიც დროებით უნდა შეჩერდეს- მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის ინიციატივა სახელმწიფოს
access_time2020-04-06 16:00:44
მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია საპენსიო სააგენტოში თანხების ჩარიცხვის დროებით შეჩერებას ითხოვს.ორგანიზაციის პრეზიდენტი მიხეილ ჭელიძე „კომერსანთან“ განმარტავს, რომ საუბარია მილიონობით ლარზე, რომლის მოძრაობაც ახლა კერძო სექტორშია საჭირო.  მიხეილ ჭელიძის თქმით, სახელმწიფომ ფული იმ  სექტორისკენ უნდა მიმართოს, რომელსაც  ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო ყველაზე დიდი დარტყმა მიადგა.     „საპენსიო...


მსგავსი სიახლეები

up