როდესაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ბევრი ქვეყნის ეკონომიკა ზარალდება, რამდენიმე რჩეული ქვეყანა რუსი მიგრანტების ნაკადით სარგებლობს, - ამის შესახებ გამოცემა cnbc წერს.
გამოცემის ცნობით საქართველო, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა , თურქეთთან და სომხეთთან ერთად არის იმ ქვეყნებს შორის, სადაც არეულობის ფონზე მიგრანტებმა ეკონომიკური ბუმი გამოიწვიეს
გავრცელებული ინფორმაციით, წელს საქართველოში ემიგრანტად სულ მცირე 112 000 რუსი შემოვიდა. 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველი ტალღის დროს მიგრანტების რაოდენობამ თითქმის 43 000 მიაღწია, , ხოლო მეორე ტალღა - რომლის რიცხვის დადგენა უფრო რთულია - სექტემბერში პუტინის სამხედრო მობილიზაციამ გამოიწვია.
კვლევითი ჯგუფის Ponars Eurasia-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში 2000 რუსი მიგრანტის ონლაინ გამოკითხვის თანახმად, პირველი ტალღის დროს საქართველოში რუსი მიგრანტების თითქმის მეოთხედი შემოვიდა, ხოლო დანარჩენის უმეტესობა თურქეთში, სომხეთში და სხვა უსახელო ქვეყანაში გაიქცა.
გამოცემა წერს, რომ რუსების ნაკადმა დიდი გავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიკაზე, რომელმაც Covid-19-ის გამო შენელების შემდეგ ისედაც ზრდა დაიწყო, CNBC ასევე წერს, რომ რუსმა მიგრანტებმა გავლენა იქონიეს ქართულ ლარზე, რომელიც 15% ით გამყარდა და სამწლიან მაქსიმუმზე ივაჭრება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა თავისი პროგნოზი გაზარდა და საქართველოს ეკონომიკის 10% იან ზრდას ელის, რის მიზეზადაც „ომით გამოწვეული მიგრანტების რაოდენობას ასახელებს“ საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს თურქეთსა ( +5%) და სომხეთშიც (+11%).
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში კაპიტალის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა, რასაც ძირითადად რუსეთის მოქალაქეების შემოსვლით ხსნის, მათვე ცნობით მხოლოდ ოქტომბერში მთლიანი კაპიტალის მოცულობა 725% ით გაიზარდა, სადაც სამი მეხუთედი, ანუ 59.6% რუსეთზე მოდიოდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეებმა თებერვლიდან ოქტომბრამდე ქართულ ანგარიშებზე 1,412 მილიარდი დოლარი გადარიცხეს, რაც ოთხჯერ აღემატება 2021 წლის იმავე პერიოდში გადარიცხულ 314 მილიონ დოლარს.
იმავდროულად, სექტემბრისთვის რუსებმა საქართველოში გახსნეს 45 000-ზე მეტი საბანკო ანგარიში.
„ჩვენ გვქონდა ორნიშნა ზრდა, რომელსაც არავინ ელოდა“, - ამის შესახებ CNBC - ის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ქართული ანალიტიკური ინსტიტუტის (IDFI) ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის ხელმძღვანელმა უთხრა.
კუკავამ ასევე აღნიშნა, რომ ეს ასევე მიუთითებს რუსი მოქალაქეების ეკონომიკურ აქტივობაზე და მიუხედავად იმისა, რომ ათიათასობით მიგრანტის შემოსვლა შესაძლოა საქართველოსავით პატარა ქვეყნისათვისაც კი მცირე რიცხვად ჩანდეს, 10-ჯერ აღემატება 10,881 რუსს, რომლებიც საქართველოში 2021 წელს შემოვიდნენ.
გამოცემა ასევე წერს, რომ ახალჩამოსულთა ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ეფექტი იყო საბინაო ბაზარი საქართველოში. ქართული ბანკის TBC-ის ინფორმაციით, სექტემბერში დედაქალაქ თბილისში უძრავი ქონების ფასები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით გაიზარდა, ხოლო ტრანზაქციების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა. ქირა კი ერთ წელიწადში 74%-ით არის გაზრდილი.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით საქართველოში 12 093 ახალი რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 13-ჯერ აღემატება 2021 წელს შექმნილ მთლიან რაოდენობას.
CNBC ასევე აღნიშნავს, რომ ქართული ლარი სამი წლის მაქსიმუმზე ვაჭრობს.
თაკო კვაჭანტირაძე