საქართველოს ეკონომიკური ატაშეების შერჩევა-დანიშვნის პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდება

საქართველოს ეკონომიკური ატაშეების შერჩევა-დანიშვნის პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდება

access_time2018-10-12 17:15:50

საქართველოს ეკონომიკური ატაშეების შერჩევა-დანიშვნის პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა "ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც ზალკალიანი აცხადებს, ეკონომიკური ატაშეების შერჩევის პროცესი სამთავრობო ცვლილებების გამო გაჭიანურდა.


"პროცესი მიმდინარეობს. გარკვეული სამთავრობო ცვლილებების გამო გაჭიანურდა, გახანგრძლივდა, მაგრამ სავარაუდოდ, პროცესი მალე დასრულდება",- განაცხადა ზალკალიანმა.



ცნობისთვის, კომერციული ატაშე ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, საგარეო საქმეთა მინისტრთან შეთანხმებით ინიშნება. შესაბამისი ცვლილება ”დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში” 2016 წელს შევიდა, რომლის მიხედვითაც, დიპლომატიურ წარმომადგენლობებში კომერციული ატაშეს ინსტიტუტი შეიქმნა. განსაზღვრულია 6 მიმართულებაც, თუმცა ატაშეების შერჩევის პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

IPN





საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს

საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს
access_time2019-02-23 20:00:56
საპენსიო სააგენტო საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურებაში 2019 წელს 913 938 ლარის დახარჯვას გეგმავს. შესყიდვების სააგენტოსგან ის ამ მომსახურების ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით შესყიდვის ნებართვას...

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში
access_time2019-02-23 18:00:24
ამ დღეებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ერთი შეხედვით გასახარია. კერძოდ,  ნეგატიური პროგნოზების და ღორის გრიპის მიუხედავად, 2019 წლის იანვარში საქართველოში ტურისტების რაოდენობა კვლავ გაიზარდა - ამჯერად 18%-ით 2018 წლის იანვართან შედარებით. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ 2018 წელს არნახულად გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის   ექსპორტი, რომელმაც მიაღწია 935 მლნ. დოლარს. ამ პროდუქციის...

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა
access_time2019-02-23 16:00:07
მარიანა კოტოვას ბლოგი...

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები
access_time2019-02-23 14:00:34
მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, მაგრამ აქციების გაყიდვას არ გეგმავს და ბანკის აქციონერად რჩება - ამის შესახებ „თიბისი ბანკში“...

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში
access_time2019-02-23 12:00:54
საქართველოს განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო კომპლექსი - "ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ აშენდება. განათლების სამინისტროს განცხადებით, "ახალი ქალაქი უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს და განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი...


მსგავსი სიახლეები

up