საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს ფოსტამ“ 2020 წელს ფოსტის მიერ გაწეული საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ პრეზენტაცია  “ეროვნული საფოსტო ოპერატორი ქვეყნის სამსახურში” გამართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს ფოსტამ“ 2020 წელს ფოსტის მიერ გაწეული საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ პრეზენტაცია “ეროვნული საფოსტო ოპერატორი ქვეყნის სამსახურში” გამართა

access_time2021-02-10 13:40:08

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს ფოსტამ” 2020 წელს ფოსტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართა. “საქართველოს ფოსტის” გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ ისაუბრა პანდემით გამოწვულ ფაქტორებზე და არსებული ეპიდემიური ვითარების ფონზე ფოსტის მიერ განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ აქტივობებზე.

 

ფოსტის წლიური ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო კოვიდ-19-ის ეპიდემიის გავრცელებისა და მართვის პროცესებში “საქართველოს ფოსტის” მონაწილეობას, აგრეთვე გადაწყვეტილებებს, რომელიც საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დავალებით “საქართველოს ფოსტამ” განახორციელა ვირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა მხარდაჭერის ფარგლებში.

 

საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის ლევან ჩიკვაიძის თქმით, 2020 წლის განმავლობაში, ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო საფოსტო/სკურიერო მომსახურების უწყვეტად უზრუნველყოფაზე. აღსანიშნავია, რომ “საქართველოს ფოსტა” 2020 წელს მოემსახურა 2 524 201 საცალო მომხმარებელს და 3 000-მდე კორპორატიული კლიენტს.

 

“საქართველოს ფოსტისთვის”, როგორც ეროვნული საფოსტო ოპერატორისთვის, 2020 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. საქართველოს ფოსტა საქართველოში კოვიდ-19-ის გავრცელების მასშტაბების შემცირების მიზნით, მიმდინარე წელს საქმიანობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა და ქვეყანაში მობილობის შემცირების პირობებშიც კი, კომპანიამ, როგორც მოსახლეობას, ასევე კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შეუზღუდავად შესთავაზა საფოსტო/საკურიერო მომსახურება, შეუფერხებლად განახორციელა საერთაშორისო ფოსტის ცვლის პროცესი და კრიზისულ სიტუაციაში შეინარჩუნა არსებული საერთაშორისო მიმართულები.

 

გლობალური გამოწვევის პირობებში, რომელიც ერთნაირად აისახა მსოფლიოს ქვეყნებზე და მათ შორის საქართველოზე, “საქართველოს ფოსტას” მოუწია უმოკლეს ვადებში მოეხდინა საზღვარგარეთ გამავალი გზავნილების გაგზავნის ალტერნატიული გზების მოძიება, არსებულ რეალობასთან ადაპტაცია და საპასუხისმგებლო როლის შესრულება საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს პრობლემასთან გამკლავებაში.

 

„მთავარი ამოცანა გახლდათ  მაქსიმალური სიფრთხილით გვეზრუნა ადამიანების ჯანმრთელობაზე, დაგვეცვა სახელმწიფო და ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ შემუშავებული უსაფრთხოების ზომები და ამავდროულად არ შეგვეწყვიტა სერვისების მიწოდება როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის“. - აღნიშნა ლევან ჩიკვაიძემ.

 

საქართველოს ფოსტამ, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამ, კოვიდ-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უზრუნველყო მთელი საქართველოს მასშტაბით სერვისცენტრებში, საფოსტო გაცვლის და დახარისხების ცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება, თანამშრომლები აღიჭურვნენ დამცავი საშუალებებით. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ შეძლო საკადრო პოლიტიკის იმგვარად წარმართვა, რომ მიუხედავად რიგი დაბრკოლებებისა, არცერთ თანამშრომელთან არ შეწყეტილა შრომითი ურთიერთობა, მეტიც, საქართველოს ფოსტამ პანდემიის პერიოდში დაასაქმა 500-მდე პირი.

 

 

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით “საქართველოს ფოსტამ” შეცვალა გზავნილთა ჩაბარების ფორმატი. თანამშრომლები გზავნილების ბინაზე ჩაბარებას უზრუნველყოფენ ადრესატთან უშუალო კონტაქტის გარეშე.

 

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, “საქართველოს ფოსტამ” უმოკლეს ვადაში შექმნა ახალი მომსახურება „სახლიდან სახლში“, რომელიც  მომხმარებლებს საშუალებას აძლევს სახლიდან გაუსვლელად მიიღონ საფოსტო მომსახურება ქვეყნის შიდა გზავნილებზე და ამავდროულად დაიცვან რეკომენდაცია „დარჩით სახლში“, რაც ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების პრევენციას.

 

ასევე, საქართველოში საკმაოდ გაიზარდა მოთხოვნა ონლაინ ვაჭრობაზე, რაც ქვეყანაში შექმნილი ვითარებით იყო განპირობებული. საქართველოს ფოსტამ მოახდინა სერვისების სრული ადაპტაცია ელექტრონული კომერციის ბიზნესის მოთხოვნებზე და ქვეყნის შიგნით ელექტრონული კომერციისა და მცირე მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით შექმნა კიდევ ერთი სრულიად ახალი პროდუქტი „კორპორატიული საკურიერო მომსახურება“, რომელიც მოიცავს ელექტრონული გზით შეძენილი პროდუქციის მიწოდების სრულ სერვისს ქვეყნის მასშტაბით.


 

აღსანიშნავია, რომ „კორპორატიული საკურიერო მომსახურებით“ დაინტერესებისას მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა ისარგებლოს „სახლიდან სახლში“ („Door to Door Delivery“) სერვისით. ასევე, შეძენილი ნივთის ღირებულების გადახდაიხადოს ადგილზე („Cash on Delivery“), როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების გზით. 

 

დამატებით, ელექტრონული კომერციის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს ფოსტამ შექმნა შემდეგი ახალი პროდუქტები: „მალეო კორპორატიული მომხმარებლისთვის“, რაც გულისხმობს ელექტრონული კომერციით მოვაჭრე ორგანიზაციების მიერ მალეოს საშუალებით შეძენილი პროდუქტის შემოტანას საქართველოს ბაზარზე და „სახმელეთო ამანათი კორპორატიული მომხმარებლისთვის“, რაც გულისხმობს სახმელეთო მომსახურების საშუალებით  პროდუქტის ექსპორტზე გატანას.

 

აგრეთვე, საქართველოს ფოსტის ქოლცენტრში შემომავალი ზარების ზრდასთან დაკავშირებით, რომელმაც პანდემიის ფონზე 2019 წელთან შედარებით მოიმატა 43%-მდე, საქართველოს ფოსტამ მოახდინა პროგრამული უზრუნველყოფის და ქოლცენტრის სამუშაო პროცესის სრული ადაპტაცია მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად.

 

არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ 2020 წელს შეიქმნა პროდუქტი მალეოს მობილური აპლიკაციები (IOS, ANDROID), რომლის მიზანია ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონის მაცხოვრებელს მიეცეს საშუალება ისარგებლოს ელექტრონული კომერციის შეთავაზებით და მიიღოს სრულყოფილი მომსახურება. განხორციელდა საკურიერო სერვისის ინტეგრაცია პორტალთან www.eauction.ge, განახლდა სატერმინალო ტვირთების პროგრამული უზრუნველყოფა და ექსკლუზიურად საქართველოს ფოსტის მომხმარებლისთვის შეიქმნა პროდუქტი „მარტივი დაზღვევა“. აგრეთვე, განხორციელდა რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები: ქალაქ ბათუმში გაიხსნა ახალი  თანამედროვე სტანდარტების სერვისცენტრი და განახლდა სერვისცენტრები სხვადასხვ რეგიონში.

 

მნიშვნელოვანია, 2019-2020 წლებში საერთაშორისო გამავალი გზავნილების რაოდენობრივი შედარება, რომელიც აჩვენებს, რომ მიუხედავად პანდემიისა, 2019 წელთან შედარებით, საქართველოდან გაგზავნილი გზავნილების რაოდენობა სახმელეთო ამანათის ხარჯზე გაზარდილია, მონაცემები კი

 

 

შთამბეჭდავი, კერძოდ: 2020 წელსსახმელეთო ამანათების იმპორტმა შედაგინა 3 000 000 კგ, ხოლო ექსპორტმა 286 000 კგ.

 

აღსანიშნავია, რომ მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით 2020 წელს საქართველოს ფოსტამ განახორციელა არაერთი აქტივობა, კერძოდ:

 

საქართველოს ფოსტამ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დახმარება გაუწია გაეროს საქართველოს წარმომადგენლობას და საქართველოს წითელი ჯვრის წარმომადგენლობას, საქართველოს მოქალაქეებისათვის სხვადახვა საკვების, პირველადი მოხმარების და სამედიცინო დანიშულების საგნების ბინაზე მიწოდებაში.

 

„ასევე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დავალებითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით ვუზრუნველვყავით 70

 წელს გადაცილებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ყველაზე მაღალ რისკ-ჯგუფს განეკუთვნებიან, სამედიცინო დანიშნულების საგნებისა და მედიკამენტების, აგრეთვე სხვა ნებისმიერი შიგთავსის მქონე საფოსტო გზავნილის საცხოვრებელ მისამართებზე უსასყიდლოდ მიწოდება. ასევე, „საქართველოს ფოსტამ“უ ზრუნველყო პირბადეების ბინაზე მიწოდება 70 წელს გადაცილებული მარტო მცხოვრები პენსიონერებისთვის და გლუკომეტრის ტესტ-ჩხირების და პირბადეების მიწოდება შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის“ - განაცხადა ლევან ჩიკვაიძემ.

 

აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში განათლების ხელშეწყობის მიზნით „საქართველოს ფოსტა“  პროექტის  „1000 კომპიუტერი - 1000 მრავალშვილიან ოჯახს“  მხარდამჭერი გახდა. კამპანიის მიზანია, თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახებს, დისტანციური განათლების ხელშეწყობის მიზნით, გადაეცეთ კომპიუტერეული ტექნიკა, ასევე, 18 თვის განმავლობაში ჰქონდეთ წვდომა უფასო ინტერნეტზე. საქართველოს ფოსტა, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, შეუერთდა პროექტს იმისათვის, რომ უზრუნველყოს გზავნილების მიტანა  ბენეფიციარებამდე საქართველოს მასშტაბით.

 

აგრეთვე, პანდემიის პირობებში, განათლების უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად, ემიგრანტ მასწავლებელთა და მოსწავლეთა მხარდაჭერის მიზნით, „საქართველოს ფოსტა“ საქართველოდან საბერძნეთის რესპუბლიკაში ქართული  სკოლებისათვის წიგნების ეტაპობრივ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

 

დამატებით, პანდემიის ფონზე, თანამოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით, „საქართველოს ფოსტა“ შეუერთდა საბერძნეთის რესპუბლიკაში ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის სოციალური ფონდის პროექტს ,,დაეხმარე თანამემამულეს”, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სხვადასხვს რეგიონებში მცხოვრები სოციალურად შეჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახების მომარაგებას თბილი ტანსაცმლითა და საკვები პროდუქტებით. „საქართველოს ფოსტა“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, უზრუნველყოფს საქველმოქმედო გზავნილების ტრანსპორტირებას ბენეფიციარებამდე, საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. აღნიშნული პროექტი გრძელვადიანია და გულისხმობს „საქართველოს ფოსტის“ მიერ შეჭირვებული ოჯახების მხარდაჭერას.

 

მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოში არსებული პანდემიის მიუხედავად, „საქართველოს ფოსტამ“ შეძლო ზედმიწევნით შეესრულებინა დასახული მიზანი გაეხადა ურთიერთობა ხელშესახები.

 

„საქართველოს ფოსტის“ კამპანიამ - „გააგზავნე საქართველოს ფოსტით“, ოთხი კონტინენტი, 38 ქვეყანა მოიცვა და საქართველოს მონატრებულ უამრავ ადამიანს გაუხარა გული. ამასთანავე, „საქართველოს ფოსტის“ აღნიშნულმა კამპანიამ კიდევ ერთხელ შეახსენა  მსოფლიოს ქართული

 

სტუმარ-მასპინძლობის უნიკალურობის შესახებ. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პლატფორმა georgiabypost.com, სადაც ჩვენი ქვეყნით დაინტერესებული ან საქართველოს მონატრებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები მოკლე ვიდეოებს აგზავნიდნენ და სტუმარ-მასპინძლობას მოწყურებულ ქართველებს უყვებოდნენ თუ რა უყვართ, აინტერესებთ ან  ენატრებათ ყველაზე მეტად საქართველოში. პასუხად  თანამოქალაქეებს

შეეძლოთ ჩანაწერების ხილვა, ადრესატების არჩევა და მათ სურვილებზე მორგებული, ამანათში ჩატეული საქართველოს გაგზავნა.

 

 „საქართველოს ფოსტა მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული, ამიტომ ჩვენ ყოველწლიურად ვაუმჯობესებთ მომსახურების ხარისხს, ასევე მრავალფეროვანს და მომხმარებელზე მორგებულს ვხდით საფოსტო პროდუქტებს. მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, ვმუშაობთ როგორც არსებული  სერვისების განვითარების მიმართულებით, ასევე ახალი სერვისების დასანერგად.  მიმდინარე ეტაპზე ორიენტირებული ვართ ციფრული სერვისების განვითარებაზე. დაგეგმილი გვაქვს რიგი სერვისცენტრების განახლება თბილისსა და რეგიონებში, ასევე, მრავალი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მიმართულებით, რაც კომპანიის მომსახურების ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს“ - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

 

საქართველოს ფოსტა საქართველოს უმსხვილესი ეროვნული საფოსტო ოპერატორია, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. საქართველოს ფოსტა მთელი ქვეყნის მასშტაბით 81 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი. კომპანიის მიზანია მომხმარებელი უზრუნველყოს უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით. კომპანია ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც საშუალებას აძლევს მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოემსახუროს მომხმარებლებს და ხელმისაწვდომი გახადოს მაღალი ხარისხის მომსახურება.

 

®






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up