„საქართველოს ეკონომიკის რეაბილიტაციისთვის საერთაშორისო ინსტიტუტებიდან მაქსიმალური თანხის მობილიზებაა საჭირო, თუმცა სესხიც დაგვჭირდება“

„საქართველოს ეკონომიკის რეაბილიტაციისთვის საერთაშორისო ინსტიტუტებიდან მაქსიმალური თანხის მობილიზებაა საჭირო, თუმცა სესხიც დაგვჭირდება“

access_time2020-04-02 10:00:54

კორონავირუსის პანდემიის შედეგად მსოფლიო ეკონომიკა კრიზისულ ფაზაში შედის და ეს ყველაზე მძიმედ განვითარებადი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ეკონომიკაზე აისახება. საერთაშორისო ფინანსური დახმარების გარეშე, განვითარებადი ქვეყნები პანდემიის შედეგად მიღებულ ეკონომიკური ზიანის გადატანას ვერ შეძლებენ. კორონავირუსისგან მიღებული მძიმე ეკონომიკური ზიანის შერბილებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ის, თუ რა ზომის დახმარების მობილიზებას შეძლებს საქართველო საერთაშორისო დონორებისგან.


დღეისათვის საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებს საერთაშოირისო სავალუტო ფონდთან (IMF) და მნიშვნელოვანი რესურსების მოზიდვას ელოდება. ასევე, საქართველომ მიიღო 45 მილიონ ევროიანი დაფინანსება მსოფლიო ბანკისგან, მიუხედავად იმისა რომ პროექტის პირდაპირ მიზანს წარმოადგენს არა COVID-19 პანდემიის ეკონომიკური გავლენის შემსუბუქება, არამედ საქართველოში მიმდინარე რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა, ნათელია, რომ მსგავსი რესურსები დღეისათვის მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომ აშშ საქართველოს გადასცემს 1.1 მილიონ დოლარს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად.


მზაობა გამოთქვა საქართველოს დახმარებაზე აზიის განვითარების ბანკმა (ADB) და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში. 30 მარტს კი ევროპულმა კომისიამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა და უკრაინა) გამოყოფს 140 მილიონ ევროს, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პირველადი საჭიროებების საპასუხოდ.



„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ (EPRC) პუბლიკაციის „საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები COVID-19-ის წინააღმდეგ“ მიხედვით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გატარებული ადრეული პრევენციის ზომები ბადებს მოლოდინს, რომ განვითარებად ეკონომიკებს (საქართველოს ჩათვლით) ეკონომიკური რეაბილიტაციის ფაზის გავლა სრულიად დამოუკიდებლად არ მოუწევთ და ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ ფინანსური და ტექნიკური დახმარება საერთაშორისო საზოგადოებისაგან. თუმცა, რამდენად შეძლებს ქვეყნის ეკონომიკა ვირუსის დარტყმასთან გამკლავებას, ეს დამოკიდებული იქნება შედეგების საბოლოო მასშტაბზე და იმაზე, თუ როგორ შეძლებს ის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მუშაობას და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მოზიდული თანხების ეფექტიანად გამოყენებას.


„დანამდვილებით ჯერჯერობით რამდენიმე დაფინანსების წყარო არის ცნობილი, მაგალითად მსოფლიო ბანკისგან 45 მლნ. ევროიანი დაფინანსება, ასევე აშშ-სგან, რომელიც უშუალოდ ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად მიიმართება, ევროკავშირმაც გამოყო თანხები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, რაც შეეხება დანარჩენ საფინანსო ინსტიტუტებს, ისინი ჯამურ თანხას აცხადებენ და აქ სავარაუდოდ მოლაპარაკების საკითხი იქნება განვითარებად ქვეყნებს შორის თუ როგორ განაწილდება. მნიშვნელოვანია ჩვენი დიპლომატიური ურთერთობების ჩართვა, რომ მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ ამ თანხებისგან, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია თუ როგორ მოხდება მათი უშუალოდ განაწილება, რადგან სტიმულირების პაკეტებს საერთაშორისო ორგანიზაციები ქვეყნებს ნაკლებად სთავაზობენ, უფრო ხშირად გამოყოფილია თანხა, რომელიც შიდა მთავრობებმა უნდა გამოიყენონ და გარდაქმნან ეკონომიკის სტიმულირების პაკეტში. ჩვენთან ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე ფაქტს დაერქვა სტიმულირების პაკეტი, მაგალითად გარკვეული ტიპის საგადასახადო შეღავათებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, თუმცა ეს არ არის საკმარისი, რომ არსებული შოკები აღმოვფხვრათ. სავარაუდოდ, სესხების აღებაც მოგვიწევს, რადგან სტიმულირების პაკეტები სხვადასხვა ქვეყნებში ძირითადად სუბსიდირებას და საგადასახადო შეღავათებს შეეეხო. ამ მდგომარეობით, როდესაც მოხმარება შემცირებულია, უმუშევრობა გაზრდილია და მთლიანად ნავარაუდევია, რომ საშემოსავლო მიმართულებით ბიუჯეტს პრობლემები ექნება, რადგან საბიუჯეტო წნეხის ქვეშ ვიქნებით, ამიტომ სხვანაირად თანხების მობილიზებას ვერ მოვახერხებთ, ან უნდა დავეხმაროთ ბიზნესს და გავანთავისუფლოთ გადასახადებისგან ან ამოვიღოთ გადასახადები და შევავსოთ ბიუჯეტი, ორივე ერთად ვერ გამოვა თუ არ მივიღეთ საერთაშორისო დახმარებას და სავარაუდოდ საგარეო სესხიც საჭირო იქნება“, - განაცხადა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ირინა გურულმა.


ნინო თამაზაშვილი







Black Friday - ეკოვუდში ! მხოლოდ სამი დღით 27,28,29 ნოემბერს ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე 10%დან-20%მდე

Black Friday - ეკოვუდში !  მხოლოდ სამი დღით 27,28,29 ნოემბერს ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე 10%დან-20%მდე
access_time2020-11-27 11:00:52
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა ხის სარემონტო მასალებს სახლის, აგარაკის, რესტორნისა თუ სასტუმროს რემონტისთვის. კომპანია ეკოვუდი 20-ზე მეტი მსოფლიო ბრენდის ოფიციალური პარტნიორია, საქართველში წარმოადგენს ისეთ კომპანიებს როგორებიცაა: Altax (Sherwin-Williams), Weco, Bayris, Astra Trade, Bowi, Deck-Dry, Gwozdeck და სხვა. ფასდაკლებულ ასორტიმენტში თქვენ იხილავთ ხის ფასადის მასალებს, კედლის და ჭერის პანელებს, იატაკის და ტერასის მასალებს, კიბის საფეხურებს, ხის...

საქართველოში კორონავირუსის 4780 ახალი შემთხვევიდან 1863 - თბილისში, 664 - აჭარაში, 648 - იმერეთში დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 4780 ახალი შემთხვევიდან 1863 - თბილისში, 664 - აჭარაში, 648 - იმერეთში დაფიქსირდა
access_time2020-11-27 10:55:36
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია...

სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება!

სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება!
access_time2020-11-27 09:55:09
27 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ხუთ სააქციო პაკეტს შეთავაზებს. კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს: 4 GB უსწრაფეს ინტერნეტს - 5 ლარად 300 ლოკალური წუთი - 5 ლარად 15 GB უსწრაფეს ინტერნეტს - 10 ლარად ულიმიტო სასაუბრო (ლოკალური) - 10 ლარად კომბინაციით *019# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს ყველაზე მოთხოვნად პირობას: ულიმიტო ინტერნეტ პაკეტს - 19...

„პროცენტის მეათედამდე სიზუსტით არ უნდა ილაპარაკო, უადგილო ქედმაღლობაა“

„პროცენტის მეათედამდე სიზუსტით არ უნდა ილაპარაკო, უადგილო ქედმაღლობაა“
access_time2020-11-27 10:00:55
ლოქდაუნი ლოქდაუნის გამოცხადების გარეშე, საქართველოს მთავრობა „წერტილოვანი შეზღუდვებით“ ქვეყანას სრულად კეტავს. ხვალიდან გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაიხურება ფიტნეს დარბაზები, აუზები და სავაჭრო ცენტრები. სტუმრებს ვეღარ მიიღებენ ვერც რესტორნები და კვების ობიექტები. გამოცხადებულ შეზღუდვებს თავისი ეკონომიკური ფასი ექნება, პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ელოდება, რომ ეს ფასი მხოლოდ მშპ-ს 0.7%-0.8% იქნება და არა ათი ათასობით ახალი უმუშევარი ქვეყანაში.   ეკონომიკური...

„მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ, მათი 90% ვეღარ გაიხსნება“ - რესტორატორთა ასოციაცია

„მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ, მათი 90% ვეღარ გაიხსნება“ - რესტორატორთა ასოციაცია
access_time2020-11-27 11:00:25
მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადადიან.   „რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება, რესტორნების 90%-ის სამუდამოდ დახურვას გამოიწვევს, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი უმუშევრად დარჩება.   „ვვარაუდობ, რომ რესტორნების 90% ვეღარ გაიხსნება და სამუდამოდ დაიხურება, „საქსტატის“ მონაცემებით 11000...


მსგავსი სიახლეები

up