საქართველოს ეკონომიკის კრიზისიდან სწრაფად გამოსვლის გეგმაზე პრემიერ-მინისტრი კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტების წამყვან ექსპერტებთან მუშაობს

საქართველოს ეკონომიკის კრიზისიდან სწრაფად გამოსვლის გეგმაზე პრემიერ-მინისტრი კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტების წამყვან ექსპერტებთან მუშაობს

access_time2020-06-04 14:10:00

როგორ უნდა შეძლოს საქართველომ გლობალური პანდემიის დასრულების შემდეგ მსოფლიო ეკონომიკურ რუკაზე წარმატებული პოზიციონირება, რა ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკის სწრაფი ზრდის, კონკურენტუნარიანობის და სიღარიბის დაძლევის მიმართულებით და რა იქნება მთავარი ეკონომიკური პრიორიტეტები მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, - საქართველოს მთავრობა მაღალი დონის ექსპერტებისგან დაკომპლექტებულ საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე აქტიურად მუშაობს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესამსახური ავრცელებს.



„პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიდეოკონფერენციის ფორმატში ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტების პროფესორებთან - ჰა ჯუნ ჩანგთან, კრისტოფერ კრამერთან და ჯონათან დი ჯონსთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მთავრობის მეთაურმა მსოფლიო დონის ეკონომისტებთან ერთად განიხილა, როგორ უნდა დაძლიოს საქართველომ ისეთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური გამოწვევები, როგორიცაა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, სახელმწიფო ვალის მოცულობა და სხვა.



ხაზგასმით აღინიშნა, რომ მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკური ზრდა თითოეული მოქალაქისთვის ხელშესახები გახდეს. საკონსულტაციო ჯგუფი, პარტნიორი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობამ, სწორედ განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებთან მუშაობის მრავალწლიანი და მაღალი დონის პროფესიული გამოცდილებით შეარჩია.




მსოფლიოს ახალი ეკონომიკური გარემოს შესაბამისი გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების მიზნით, ჯგუფის წევრებმა უკვე გამართეს შეხვედრები როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.



მაღალი დონის ექსპერტებისგან დაკომპლექტებული საკონსულტაციო ჯგუფი ქვეყანას კრიზისიდან გამოსვლასა და სწრაფ ეკონომიკურ გაჯანსაღებაში დაეხმარება.



ვიდეოკონფერენციაში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი მონაწილეობდა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up