„საქართველოს ეკონომიკას აღდგენისთვის მინიმუმ 2 წელი დასჭირდება“ - ირაკლი გურჩიანი

„საქართველოს ეკონომიკას აღდგენისთვის მინიმუმ 2 წელი დასჭირდება“ - ირაკლი გურჩიანი

access_time2020-04-15 17:00:26

 „დღესდღეობით მთელი მსოფლიო დაპაუზებულია და არც ჩვენთანაა დიდად განსხვავებული სიტუაცია. ფაქტობრივად, საქართველო 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობას რომ დაუბრუნდეს, სრულიად ბიზნესს მინიმუმ 2 წელი მაინც დასჭირდება.“ - ასე აფასებს „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ხელმღვანელი ირაკლი გურჩიანი ქვეყანაში 10 მაისამდე საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებასა და საყოველთაო კარანტინის გავლენას ქართულ ბიზნესზე.


შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება.  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა 14 აპრილს, ბრიფინგზე განაცხადა. შესაბამისი თხოვნით, მთავრობა პრეზიდენტს მიმართავს, რომელიც პროცედურულად პარლამენტს წარუდგენს დეკრეტს.


პრემიერმა გუშინ ასევე ისაუბრა ბიზნესის ვალდებულებაზე, რომელიც მას უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეების მიმართ ეკისრება.  „იმ კომპანიებმა, რომლებმაც თანამშრომლები გაუშვეს და გარდა იმისა, რომ შეენარჩუნებინათ, 1-2 თვის ანაზღაურება რაც უნდა გადაეხადათ და არ გადაუხადეს, ამათ ყველას მივაკითხავთ.“- განაცხადა გიორგი გახარიამ.



რამდენად შესაძლებელია თვეობით გაჩერებული ბიზნესისთვის თანამშრომლებზე პასუხისმგებლობის აღება, მათი ანაზღაურება და ვალდებულებებისა და გადასახადების გადახდა და რამდენად ამძიმებს მათ მდგომარეობას საგანგებო სიტუაციის კიდევ ერთი თვით გახანგრძლივება? ირაკლი გურჩიანი მიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკასა და მცირე და საშუალო ბიზნესებს, აღდგენისა და გაჯანსაღების ხანგრძლივი პერიოდი ელოდებათ.


„ჩვენი სერვისი მუშაობს ძალიან დაბალი ტემპით, თანამშრომლების მეხუთედი გვყავს. „ტოიოტა ცენტრი“  ისევ და ისევ სახელმწიფოსთვისაა აუცილებელი. თუ მანქანა გაუმართავია  ვერც სპეცსამსახური, ვერც სასწრაფო ვერ ივლის და ვერ იმუშავებს. ამიტომ, ჩვენ  ვმუშაობთ ყველა იმ ნორმის დაცვით, რაც საჭიროა.  მანქანებს ვერ ვყიდით,  რომც  შეიძლებოდეს გაყიდვა, ვინ არის მანქანის მყიდველი საქართველოში.  ნაკლებად წრმომიდგენია, რომ დღეს ვინმეს მოუვიდეს იდეა, რომ ახალი მანქანა შეიძინოს.


თუმცა, ამ ბრუნვით ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ და იმათ რიგებში ვდგავართ, ვინც წლის ბოლოს ბანკების ხელში აღმოჩნდება. საქართველოში ბიზნესების, უძრავ-მოძრავი ქონებების 80 პროცენტი წლის ბოლოს ბანკების ხელში გადავა. წარმოიდგინეთ  სარესტორნო ბიზნესი, რომელსაც აქვს სესხი, ყოველდღე მუშაობით რაღაც ფული აკუმულირდებოდა და ხდებოდა ყველა ვალდებულების გადახდა. წლის ბოლოს საქართველოს ეკონომიკის ძირითადი აქტივები ბანკების საკუთრება იქნება იმიტომ,  რომ სახელმწიფომ არ მგონია ამდენი გაიღოს.“- განმარტავს გურჩიანი.


მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up