„საქართველოს ეკონომიკამ ნეგატიური შოკების მიმართ მედეგობა გვაჩვენა“-IMF-მა საქართველოს ეკონომიკური პროგრამის მეხუთე მიმოხილვა დაასრულა

„საქართველოს ეკონომიკამ ნეგატიური შოკების მიმართ მედეგობა გვაჩვენა“-IMF-მა საქართველოს ეკონომიკური პროგრამის მეხუთე მიმოხილვა დაასრულა

access_time2019-12-19 11:40:42

საქართველოს ეკონომიკამ ნეგატიური შოკების მიმართ მედეგობა გვაჩვენა მყარი ზრდით და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებით.საფინანსო სექტორის და სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება ეკონომიკას შოკების მიმართ უფრო მედეგს გახდის და შეინარჩუნებს ეკონომიკის ზრდას საშუალოვადიან პერიოდში.სსფ-ს პროგრამის გაგრძელება მოეხმარება ხელისუფლებას ეკონომიკური პოლიტიკის დისციპლინის შენარჩუნებაში და სტრუქტურული რეფორმების გატარებაში მაღალი და მეტად ინკლუზიური ზრდის ხელშესაწყობად.


ამა წლის 17 დეკემბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს ეკონომიკური პროგრამის მეხუთე მიმოხილვა დაასრულა. აღნიშნულ პროგრამას საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს სამწლიანი "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" (Extended Fund Facility (EFF)). ამ მიმოხილვის დასრულებისთანავე საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება 30 მილიონი ეს-დე-ერი (დაახლოებით 41.4 მილიონი აშშ დოლარი), შედეგად პროგრამის ფარგლებში მთლიანი ჩამორიცხვები 180 მილიონ ეს-დე-ერს (დაახლოებით 248.7მილიონ აშშ დოლარს) გაუთანაბრდება.


ამ მიმოხილვის დასრულებისთვის, სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ ასევე მხედველობაში მიიღო ქვეყნის ხელისუფლების განმარტება შეუსრულებელი კრიტერიუმების შესახებ. კერძოდ: კონსოლიდირებული ბიუჯეტის დეფიციტის მოდიფიცირებულ პარამეტრთან დაკავშირებით და საპარტნიორო ფონდის საკასო დეფიციტთან დაკავშირებით.


სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო ასევე დაეთანხმა საქართველოს პროგრამის ერთი წლით გაგრძელებას 2021 წლის 11 აპრილამდე. ამასთან, თანხის ჩამორიცხვის გრაფიკი შეიცვლება შესაბამისად. საქართველოს პროგრამა, მთლიანობაში 210.4 მილიონ ეს-დე-ერს (საქართველოს ქვოტის 100 პროცენტს) მოცულობით, სსფ-ს აღამსრულებელ დირექტორთა საბჭომ 2017 წლის 12 აპრილს დაამტკიცა. (პროგრამის დაწყების ამსახველი პრეს რელიზი: Press Release No. 17/130).


აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომის დასასრულს ბატონმა ტაო ჟანგმა, სსფ-ს მმართველი დირექტორის მოადგილემ და სხდომის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, განაცხადა შემდეგი:



"საქართველოს ეკონომიკამ ნეგატიური შოკების მიმართ მედეგობა გვაჩვენა: მყარი ზრდით და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებით. თუმცა, ეკონომიკის მიმართ არსებული რისკების ბალანსი ცალსახად ნეგატიურია: საშინაო პოლიტიკური და საგარეო ვითარების გაურკვევლობა შეიძლება ინვესტიციებზე აისახოს, რაც შეამცირებს საშუალოვადიან ზრდის პერსპექტივას.
ბოლო ხანს დაფიქსირებული ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი განაპირობა როგორც დროებითმა ფაქტორებმა, ასევე ლარის გაუფასურებამ. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მართებულად გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა ინფლაციის მოლოდინის მოსათოკად და 3 პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელთან დასაახლოვებლად. გაცვლითი კურსის მოქნილობა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, ვინაიდან ეკონომიკაზე შოკის გავლენას არბილებს. სავალუტო ბაზარზე ჩარევა უნდა მოხდეს მხოლოდ ზედმეტი რყევების შესამსუბუქებლად ან რეზერვების ზრდის მიზნით.


2020 წლის ბიუჯეტის გავლენა ეკონომიკაზე ნეიტრალურია, რაც მართებულია. ამავე დროს, იზრდება ხარჯი განათლებაზე და სოციალურ დახმარებაზე. აუცილებელია გაგრძელდეს ფრთხილი დამოკიდებულება ფისკალური რისკების მიმართ, რაც ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებიდან და სახელმწიფო საწარმოების საქმიანობიდან შეიძლება წარმოიშვას; ეს შესაძლებელს გახდის ინვესტირებას ინფრასტრუქტურაში და ადამიანურ კაპიტალში, ვალის მდგრადობის შენარჩუნების პარალელურად. ახალმა, მდგრადმა წესმა პენსიების ინდექსირების შესახებ უნდა უზრუნველყოს პენსიონერთა შემოსავლის დაცვას ინფლაციისგან ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას ბიუჯეტის მოქნილობას და სამომავლოდ დარჩეს რესურსი სხვა, უკეთესად ტარგეტირებული სოციალური დახმარებისთვის.


საფინანსო სექტორის და სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება ეკონომიკას შოკების მიმართ უფრო მედეგს გახდის და შეინარჩუნებს ეკონომიკის მაღალ და მეტად ინკლუზიურ ზრდასსაშუალოვადიან პერიოდში. სსფ-ს პროგრამის გაგრძელება მოეხმარება ხელისუფლებას ეკონომიკური პოლიტიკის დისციპლინის შენარჩუნებაში და რეფორმების განხორციელებაში.


სტრუქტურული და საფინანსო სფეროს რეფორმების გაგრძელება ეკონომიკას უფრო მედეგს გახდის შოკების მიმართ და მაღალ და მეტად ინკლუზიურ საშუალოვადიან ზრდას შეუწყობს ხელს. საგანმანათლებლო რეფორმის ეფექტური და დროული განხორციელება აამაღლებს სამუშაო ძალის უნარ-ჩვევებს, რაც ასევე ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს საშუალოვადიან პერიოდში.


ახალი კანონმდებლობა ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს და გადახდისუუნარობის წესის შესახებ გააძლიერებს ფინანსურ მდგრადობას და გააუმჯობესებს ბიზნეს გარემოს. დაგროვებითი საპენსიო რეფორმის სრული ამუშავება, მათ შორის ვრცელი საინვესტიციო სტრატეგიის მიღება, ინვესტიციების განსახორციელებლად საჭირო დანაზოგების მობილიზებას დაეხმარება, რაც ხანდაზმულთათვის დამატებითი უსაფრთხოების ბადეს შექმნის".







ჩვენი ხელისუფლება აშშ-ს მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა

ჩვენი ხელისუფლება  აშშ-ს  მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა
access_time2020-07-08 17:00:38
 „ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ატყუებს აშშ-ს და ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ. ეკონომიკის მინისტრმა ამერიკის ელჩს შეხვედრაზე უთხრა, რომ 34 პროცენტითაა გაზრდილი ამერიკული ინვესტიციები საქართველოში. თუმცა, ამ ამერიკულ კომპანიებში ჩამოთვლილია რატომღაც ქართული ტელეკომპანია   POSTV და  სხვა კომპანიები, რომელთა 90 პროცენტი შექმნილია ირანული კაპიტალით საქართველოში. არანაირი ინვესტიციები არ გაზრდილა ჩვენს ქვეყანაში და  რაც დრო გადის მეტი სიცხადე შედის...

შემოსავლიანი სექტორები ბანკებისთვის

შემოსავლიანი სექტორები ბანკებისთვის
access_time2020-07-08 16:00:33
2019 წელი საქართველოს საბანკო სისტემისთვის მნიშვნელოვანი გარდაქმნების პერიოდი იყო. პასუხისმგებლობიანი დაკრედიტების სისტემის ამოქმედებამ, რომელიც 2020 წლის აპრილში ნაწილობრივ შემსუბუქდა, ძირეულად შეცვალა ის მოდელი, რომელიც მოქალაქეთა დაკრედიტების მიმართულებით წლების განმავლობაში არსებობდა. შემოსავლების დადასტურების გამკაცრებული მოთხოვნების და PTI კოეფიციენტების განსაზღვრას ქვეყანაში საცალო სესხების ზრდის ტემპის ვარდნა მოჰყვა. ზოგიერთი კატეგორიის საცალო სესხების პორტფელი...

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება
access_time2020-07-08 15:00:41
„საცურაო აუზებში 6 კვ/მ-ზე დაშვებულია მხოლოდ ერთი ადამიანი, აუზებში/ აბაზანებში აუცილებელია წყლის ცვლა, ლაბორატორიული კონტროლი 10 დღეში ერთხელ, დისტანცია შეზლონგებს შორის“ - ამ და სხვა რეკომენდაციებით აუზები შემოწმების შემდეგ უახლოეს დღეებში ფუნქციონირებას ეტაპობრივად იწყებენ.  ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ COVID-19-თან დაკავშირებით...

მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი

 მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი
access_time2020-07-08 13:20:04
საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი  განცხადებას ავრცელებს და ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავს. „კომერსანტი“ მას უცვლელად გთავაზობთ:  „ღია წერილი ქართველ ხალხს ჩემო თანამემამულენო, მე გწერთ დამწუხრებული გულით; ამ წლის მარტიდან მოყოლებული ათასობით თქვენგანმა დაკარგა სამსახური, დახურა ბიზნესი, დაიხრჩო ვალებში და ოჯახის შენახვის საშუალება აღარ გაქვთ. ეს ყველაფერი ხდება ვირუსის გამო, რომელიც უარეს შემთხვევაში მოსახლეობის 0.05%ს კლავს და მათთვის...

შპს „ყვარლის ედემის“ ადმინისტრაციამ „ქართულ ოცნებას“ მარტში 65 000 ლარი შესწირა

შპს „ყვარლის ედემის“ ადმინისტრაციამ „ქართულ ოცნებას“  მარტში 65 000 ლარი შესწირა
access_time2020-07-08 13:01:37
შპს „ყვარლის ედემის“ მფლობელებმა და დირექტორმა 2020 წლის 20 და 23 მარტს „ქართულ ოცნებას” ჯამში 65,000 ლარი შესწირეს და რამდენიმე დღეში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან გამარტივებული შესყიდვის გზით 277,300 ლარიანი კონტრაქტი მიიღეს. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ კვლევაშია აღნიშნული.  „სასტუმროს 2013-2019 წლებში 400,000 ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები აქვს გაფორმებული, თუმცა აქამდე...


მსგავსი სიახლეები

up