საქართველოს ეკონომიკა ჭაობშია - ჯაფარას ინტერვიუ „კომერსანტზე“

საქართველოს ეკონომიკა ჭაობშია - ჯაფარას ინტერვიუ „კომერსანტზე“

access_time2019-03-18 21:30:35

სალომე ლემონჯავას რუბრიკის „დე-მონტაჟი“ პირველი სტუმარი პოლიტიკური პარტია „გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძეა.


რუბრიკის პირველ შეკითხვაზე - როგორ მოგმართოთ ბატონო ზურაბ, ზურაბ-გირჩი თუ ჯაფარა, რესპოდენტმა არჩევანი ბოლო ვარიანტზე შეაჩერა  უბრალოდ ჯაფარა.


შესაბამისად, ჩვენს ინტერვიუსაც ასე ვუწოდეთ : ჯაფარას ინტერვიუ “კომერსანტზე“.



რა პრინციპით შეარჩიეთ საკუთარი სამუშაო მაგიდა?

სამუშაო მაგიდა არ მაქვს.

კანონმორჩილი ხართ?

კი, თუ ვთვლი, რომ კანონი სამართლიანია, ვემორჩილები...

მარიხუანას გარდა, ერთი რამ, რაც ცხოვრებაში აუცილებლად უნდა გასინჯო?

ერთი რამის თქმა გამიჭირდება, ბევრია. მე პირადად ძალიან მაინტერესებს პარაშუტით გადმოხტომა, რაც ჯერ არ გამისინჯავს.




სამი სიტყვით, როგორ დაახასიათებდით საქართველოს ეკონომიკას?


-  საქართველოს ეკონომიკა ჭაობშია...


ინფლაცია რომ ადამიანი ყოფილიყო, როგორი იქნებოდა?


ბევრს რომ აჭმევენ და სივდება, სივდება... იბერება და იბერება...


ხვალ მილიარდერი რომ გახდეთ ან ქვეყნის მთავარი მმართველი, რას იზამდით?


სხვადასხვა რამეა. თუ მილიარდერი გავხდები, ვეცდები ფული ისე დავხარჯო, რომ რაღაცები შევცვალო და, თუ ქვეყნის მმართველი გავხდები, პირდაპირ სახელმწიფო ბერკეტები მექნება რაღაცების შესაცვლელად და საკუთარი ფულის დახარჯვა არ მომიწევს.




სად იქნება ჯაფარა 10 წლის შემდეგ?



არ ვიცი. ლოკაციით საქართველოში ვიქნები, მაგრამ რა საქმეს გავაკეთებ, არ ვიცი.


რომელი ბრენდის საათს ატარებთ?


  „CASIO“. ბავშვობაში, საბჭოთა კავშირის დროს, ვოცნებობდით ელექტრონულ საათებზე. ახლა გამოვიწერე და ძალიან მომწონს.


ყველაზე მომგებიანი ან საინტერესო რჩევა, რომელიც მიგიღიათ ცხოვრებაში და გახსოვთ...


რაღაცის თუ გჯერა, ამ მიზნისთვის ნებისმიერი გზით უნდა იცხოვრო. ბენდუქიძე ამბობდა, კალაშნიკოვის ინსტრუქციაში წერია, რომ მტერი შეგიძლია გაანადგურო, როგორც კონდახით ისე, სხვა ხერხითაცო...


-„გირჩის სკოლა“, რით იქნება გამორჩეული სხვა დანარჩენისგან?


-მთავარი უპირატესობა იქნება ის, რომ ბავშვები სიხარულით წავლენ სკოლაში და წვალება არ მოუწევთ. გარემო იქნება მთელი კონკურენტული უპირატესობა.



-ამ სამიდან მნიშვნელოვანია - ფული, დრო თუ იღბალი?


-დრო.


-დღევანდელი ეკონომიკური პოლიტიკის სამი შეცდომა...


-ერთი ის, რომ სახელმწიფო მფლობელობაშია უამრავი აქტივი, აზის კრუხივით და არავის აძლევს მისი გამოყენების საშუალებას, ხალხი კი შიმშილით იხოცება. მეორე ის, რომ მთავრობა ზედმეტად ბევრ ფულს ართმევს ადამიანებს, ანუ შექმნილ დოვლათს ბიუროკრატია ზედმეტად ფლანგავს. მესამე ის, რომ ერთადერთი საგადამხდელო საშუალება ლარია, რომელსაც კაციშვილი არ ენდობა დედამიწაზე.


-სამი წარმატებული ეკონომიკური რეფორმა...


-ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი იყო კახა ბენდუქიძის დროს გადასახადების შემცირება, ასევე რეგულაციების გაუქმებაც (ლიცენზიები, ნებართვები) და მესამე -თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით.



-რას ააშენებდით თბილისში საკუთარი ნებით?


-დალასში არის ეგეთი მუზეუმი, რომელიც ერთმა მილიონერმა ააშენა. ბავშვებს შეუძლიათ თან ათვალიერონ და თან  ისწავლონ. მსგავსი მუზეუმის გაკეთება მთლიანად ჩაანაცვლებდა მთელი საქართველოს საშუალო განათლების სისტემას. ათასჯერ უკეთეს შედეგს მოგვცემდა, ვიდრე მთელი ეს 12 წელი. „გირჩის სკოლის“ გარემოც ამ მუზეუმის კონცეფციას ეფუძნება.


-აშენების გარდა, რას დაანგრევდით თბილისში?


არაფერს არ დავანდგრევდი.  ქალაქს რაც სჭირდება, არის ის, რომ სახელმწიფოს ხელში არ უნდა იყოს ბევრი რამე. დანარჩენს ადამიანები თავად მიხვდებიან.  დროთა განმავლობაში რაღაცები დაინგრევა და რაღაცები აშენდება. ასე ვითარდება ზოგადად სამყარო. მე არაფერს დავანგრევდი.



საქართველოს ნომერ პირველი ადამიანი ვინ არის ?


ყველა დროის ნომერ პირველი ადამიანია ილია ჭავჭავაძე.


მთავარი ოცნება ?


არ ვიცი, რამდენად არის ეს ოცნება, მაგრამ მინდა, რომ ჩემმა შვილებმა იცხოვრონ  ბევრად მეტ თავისუფლებაში, ვიდრე მე მომიწია ჩემი ცხოვრების გატარება.


რა ნიჭზე ოცნებობს ჯაფარა?


- მინდა, რომ მუსიკალური სმენა რომ მქონდეს... დამღაა ეს ჩემი. მუსიკა მიყვარს ძალიან და ნერვებს მიშლის, სმენა რომ არ მაქვს.


რას შეცვლიდი საკუთარ თავში?


ბევრ რამეს, უფრო კარგად დავგეგმავდი საკუთარ დროს. დროის მენეჯმენტს გავაუმჯობესებდი.


-ბოლო კითხვა, რა არის ყველაზე მთავარი ცხოვრებაში?


-დღეს ალბათ ყველაზე მთავარია ის, რომ გაიაზრო, როგორი იქნება სამყარო 10-15 წლის შემდეგ. იმის გაცნობიერება, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების მიჯნაზე ვართ. ახლა ამ წუთში, სამყარო გაცილებით უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე ოდესმე იცვლებოდა... ბევრს არ ესმის ეს, აქ ხომ საერთოდ არავის... ეგ მგონია მნიშვნელოვანი. პირველი ეს მომივიდა თავში.








სალომე ლემონჯავა






თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში
access_time2019-07-20 18:00:04
ყოველდღიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით 150 მილიონი მომხმარებელი ირჩევს British American Tobacco (BAT)-ის პროდუქციას, მაგრამ პოტენციურად შემცირებული რისკის მატარებელ (PRRP) პროდუქტებზე – მაგალითად, ელექტრონულ სიგარეტზე, თამბაქოს გაცხელების პროდუქტებზე ან საღეჭ თამბაქოზე - ხელი ყველა მათგანს არ მიუწვდება. ეს ასეა იმის მიუხედავად, რომ BAT-ის მთავარი აქცენტი დღეს სწორედ ამ მიმართულების განვითარებაა. მომხმარებლები საქართველოდან ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენენ, თუმცა მათთვის PRRP...

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება
access_time2019-07-20 20:00:57
  მას შემდეგ, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყდა, რამაც საქართველოში გამოიწვია რუსი ტურისტების შემცირება ტურისტული ნაკადის მისაღებად ბრძოლა დაიწყეს აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა და სეპარატისტულმა აფხაზეთმა.   თუმცა, აზერბაიჯანელი ექსპერტების აზრით, სავარაუდოდ, მაღალი ფასების და ცუდი სერვისის გამო, რუსი ტურისტების რაოდენობის მკვეთი ზდა აზერბაიჯანში მოსალოდნელი არაა. უკეთეს შემთხვევაში, ქვეყანა მიიღებს საქართველოში დასვენების...

2030 წელს გაზზე მოთხოვნა გაორმაგდება - რატომ სჭირდება საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავი?

2030 წელს გაზზე მოთხოვნა გაორმაგდება - რატომ სჭირდება საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავი?
access_time2019-07-20 16:00:59
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მიწისქვეშა გაზსაცავის სკოპინგის ანგარიში წარმოადგინა, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადების პირველი ეტაპის პროცედურაა.   აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, საქართველო სხვადასხვა ენერგორესურსების სატრანზიტო დერეფანს წარმოადგენს, შესაბამისად, ევროპისთვის საქართველო ნავთობითა და გაზით მომარაგების კუთხით უმნიშვნელოვანეს პარტნორად მოიაზრება.   არსებული მდგომარებით, საქართველოში ბუნებრივი აირით მომარაგება...

მედია სამართალსა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის

მედია სამართალსა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის
access_time2019-07-20 14:00:53
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებამ რუსთავი 2-ის შესახებ ქართული მედია-სივრცე დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა. ტელეკომპანია, რომლის სარედაქციო პოლიტიკის...

„ბიბისი“ - 10 მიზეზი, რატომ ვერ შედგა ბრექსიტი

„ბიბისი“ - 10 მიზეზი, რატომ ვერ შედგა ბრექსიტი
access_time2019-07-20 12:00:47
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი იძულებული გახდა, გადამდგარიყო. ქვეყნის პარლამენტმა შეთანხმებას ვერ მიაღწია. კონსერვატიული და მშრომელთა პარტიები ორივე...


მსგავსი სიახლეები

up