საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს 5.6%-ით გაიზრდება - ასეთია, PMC კვლევითი ცენტრის პროგნოზი. ამასთან, მათივე პროგნოზით, 2021 წლის რეალური მშპ-ს ზრდის დაზუსტებული მონაცემი 11.3% იქნება.
ცენტრს განხილული აქვს ეკონომიკური ზრდის ორი სცენარი ოპტიმისტური და პესიმისტური.
კერძოდ, ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, რომელიც ვაქცინაციის მაჩვენებლის ზრდას და ლოქდაუნების მცირე ალბათობას ითვალისწინებს, ეკონომიკის რეალური ზრდის პროგნოზი 2022 წელს 6.3%-ია; პესიმისტური სცენარის შემთხვევაში კი, რომელიც ვაქცინაციის მაჩვენებლის დაბალ დონეზე შენარჩუნებას, ლოქდაუნების შედარებით მაღალ ალბათობას და ასევე, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ესკალაციის შესაძლებლობას ითვალისწინებს, ეკონომიკის რეალური ზრდის პროგნოზი 2022 წელს 4.1%-ია.
bpn.ge