საქართველოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის ვიზიტი დაიწყო

საქართველოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის ვიზიტი დაიწყო

access_time2020-12-18 14:50:20

საქართველოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ეწვია. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.


ვიზიტის ფარგლებში ჰანს კლუგე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდა. უწყების პირველმა პირმა ჯანმოს ევროპის რეგიონულ დირექტორს სამინისტროში უმასპინძლა და ონლაინ კლინიკა დაათვალიერებინა, რის შემდეგაც მედიასთან ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.



ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლების ვიზიტი მნიშვნელოვანია, როგორც კოვიდ 19-ის მართვის პროგრამების ეფექტიანი განხორციელების კუთხით, ასევე დაგეგმილი რეფორმების შეფასების მიმართულებითაც.



მხარეებმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს კოვიდ 19-ის ვაქცინაციის დანერგვის გეგმის შემუშავების საკითხს.



„დეტალურად ვისაუბრეთ, თუ როგორ მიმდინარეობს პანდემიასთან ბრძოლა საქართველოში. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, მოენახულებინათ ჯანდაცვის სამინისტროში არსებული ახალი ონლაინ კლინიკა, რომელიც ჩართულია პანდემიასთან ბრძოლაში. ასევე, ვიზიტის ფარგლებში მათ ექნებათ საშუალება, დაათვალიერონ, როგორც კლინიკური სასტუმროები, ასევე ჰოსპიტალური სექტორი და გაეცნონ იქ მიმდინარე პროცესებს. ასევე დეტალურად შეისწავლონ პირველადი ჯანდაცვის რგოლის როლი და მუშაობა.




ეს ვიზიტი ასევე მნიშვნელოვანია ვაქცინაციის კომპონენტის გაძლიერებისა და კომუნიკაციის დაგეგმვის კუთხით, როგორც მოსახლეობასთან, ასევე ჩვენს პარტნიორებთან, საიდანაც მოლოდინი გვაქვს, რომ ქვეყანას ვაქცინა მოეწოდება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.



ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლა დადებითად შეაფასა.



„კოვიდ 19-ზე რეაგირება ძალიან კარგად არის თქვენს ქვეყანაში და მას უძღვება როგორც მინისტრი, ასევე ჯანდაცვის სამინისტრო. ჩვენ სამი მიზანი გვაქვს. პირველი ის, რომ კოვიდ 19-ის საკითხებზე ჯანდაცვის სპეციალისტებთან და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშაოთ. მეორე მიზანია, რომ შევთანხმდეთ, როგორ ვიმუშავებთ ზოგადად ჯანდაცვის რეფორმის საკითხებზე. ქალბატონ მინისტრს მინდა მივულოცო, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პირობებში იმყოფებით, საქართველოში უნივერსალური ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის კუთხით მუშაობა მაინც გრძელდება. მესამე მიზანია, რომ გაძლიერდეს ჯანმოს საქართველოს ოფისის მუშაობა.“



ჰანს კლუგეს განცხადებით, საქართველოში მთელი რიგი ინოვაციები დაინერგა, რომელიც ქვეყანას პანდემიასთან ბრძოლაში კარგ სამსახურს უწევს. ეს ეხება ონლაინ კლინიკას და კლინიკურ სასტუმროს.



„ბევრ ქვეყანაში პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ პანდემიას მხოლოდ კლინიკებში ებრძვიან. ამ ბრძოლას ვერ მოვიგებთ, თუკი ფოკუსი არ გადავიდა სხვა მიმართულებებითაც, როგორიც არის კლინიკური სასტუმროები. მინისტრთან ვისაუბრეთ ვაქცინაზე და ნამდვილად გვირაბის ბოლოს ჩანს შუქი - კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ვაქცინა არსებობს. ბოლომდე შედეგის მისაღებად ჯერ კიდევ დროა დარჩენილი. ამიტომ ამ გარდამავალ, შუალედურ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისობა დადგენილ სტანდარტებთან და რეგულაციებთან, ამის დაცვა ევროპისთვის და საქართველოსთვის.“– განაცხადა ჰანს კლუგემ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი საქართველოში დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა.
შეხვედრას ჯანმოს ევროპის რეგიონის ოფისის ქვეყნის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელი ნინო ბერძული, ჯანმოს გადაუდებელი რეაგირებისა და დახმარების განყოფილების პროექტის მართვის ოფიცერი ნატალია დიმოვა ჩერტოიანოვა და ჯანმოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე ესწრებოდნენ.



ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის საქართველოში ვიზიტი დღეს დაიწყო და 22 დეკემბერს დასრულდება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up