საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ქართველ პაციენტებს თურქულ კლინიკებში მკურნალობისკენ მოუწოდებს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ქართველ პაციენტებს თურქულ კლინიკებში მკურნალობისკენ მოუწოდებს

access_time2020-12-12 10:00:04

„ჩვენ მოვაწერეთ მემორანდუმს ხელი, რომელიც კონტრაქტიც დეტალურად იქნება დამუშავებული და საქართველოს მოქალაქეს საშუალება მიეცემა თურქეთში მიიღოს ბევრად უფრო ხარჯეფექტური მომსახურება“, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოსთვის არსებული კომერციული ტარიფი გაუთანაბრდება თურქულ ტარიფს, რაც იქნება სამჯერ ნაკლები, ვიდრე ეს იყო დღემდე.

 

„ზუსტად ერთი წლის წინ გავაკეთეთ აუდიტი ჯანდაცვის სამინისტროს რეფერალური პროგრამის, სადაც დეტალურად შევისწავლეთ ჩვენი მოქალაქეების საჭიროებები, თუ რის გამო მიმართავდნენ ისინი უცხო ქვეყნებს და კონკრეტულად რომელი ქვეყნები იყო ეს, სადაც ყველაზე ხშირად ჩვენი მოქალაქეები გარკვეული მომსახურების მისაღებად. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა სწორედ ის ფასუზრუნველყოფა და გარანტიების უზრუნველყოფა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა მათთვის ეს ძნელი პერიოდი, როდესაც ისინი საკუთარ სახლ-კარს ტოვებდნენ და გარკვეულ დაფინანსებას სახელმწიფოსგან იღებდნენ, მიეღოთ ადგილობრივი მოქალაქეებისთვის გაწეული მომსახურების ფასებში ის მომსახურება, რომელიც მათ ესაჭიროებათ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მოვაწერეთ მემორანდუმს ხელი, რომელიც კონტრაქტიც დეტალურად იქნება დამუშავებული და საქართველოს მოქალაქეს საშუალება მიეცემა თურქეთში მიიღოს ბევრად უფრო ხარჯეფექტური მომსახურება და თუ ამის საჭიროება დადგა ბევრად უფრო ფართო სახის მომსახურება და ადრე საქართველოსთვის არსებული კომერციული ტარიფი გაუთანაბრდება თურქულ ტარიფს, რაც იქნება სამჯერ ნაკლები, ვიდრე ეს იყო დღემდე. აქ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ სახელმწიფოს თანამონაწილეობაც იყო საკმაოდ მასშტაბური და ამის ხარჯზე ჩვენ საშუალება მოგვეცემა, რომ ბევრად უფრო მეტ მოქალაქეს გავუწიოთ ეს დახმარება და დავაფინანსოთ საჭიროების შემთხვევაში, ვიდრე ამას დღემდე ვახერხებდით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.


 

მისი თქმით, აუდიტის ფარგლებში ჩვენ აღვრიცხეთ ის გამოუყენებელი თანხები, რომლების გადარიცხული იყო და გარკვეული ქვეყნებიდან და კლინიკებიდან არ მოხდა საქართველოსთვის დაბრუნებული და მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი, რის შედეგადაც ჩვენ ამ თანხებს დავიბრუნებთ

 

„ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ამ აუდიტის ფარგლებში ჩვენ აღვრიცხეთ ის გამოუყენებელი თანხები, რომლებიც გადარიცხული იყო და გარკვეული ქვეყნებიდან და კლინიკებიდან არ იყო საქართველოსთვის დაბრუნებული. მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი, რის შედეგადაც ჩვენ ამ თანხებს დავიბრუნებთ და მერე უკვე მიზნობრივად გამოვიყენებთ. ვთვლი, რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მემორანდუმის ფარგლებში ასევე ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს, რომ გარკვეული მომსახურებები ეტაპობრივად საქართველოშიც შევთავაზოთ უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.


წყარო: imedinews.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up