საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ვასილ ახრახაძეს პასუხობს:„გარდა სტანდარტული ბანკი/კლიენტის ურთიერთობისა, ადგილობრივ ბანკებთან სხვა არაფერი  გვაკავშირებს“

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ვასილ ახრახაძეს პასუხობს:„გარდა სტანდარტული ბანკი/კლიენტის ურთიერთობისა, ადგილობრივ ბანკებთან სხვა არაფერი გვაკავშირებს“

access_time2019-05-23 12:30:03

 „ადგილობრივ ბანკებთან, სტანდარტული  ურთიერთობის გარდა,(რომელიც გულისხმობს კლიენტს/ბანკს)არაფერი გვაკავშირებს    საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი დაზღვევის კავშირის თანათავმჯდომარეს, ვასილ ახრახაძეს მიმართავს, რომელმაც კომერსანტთან არაპროფილური აქტივების ფლობასთან დაკავშირებით ისაუბრა.


 “კომერსანტი“  საპასუხო განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

„სადაზღვევო კომპანია იმედი L“ გახლავთ „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში“ წევრი სადაზღვევო კომპანია. „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“, თავის მხრივ, გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებული იურიდიული პირია და მისი აქციები 2015 წლიდან საჯაროდ ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. აღნიშნული ჯგუფის, ისევე როგორც ჯგუფში შემავალი ყველა კომპანიის (მათ შორის, „სადაზღვევო კომპანია იმედი ელ“-ს) საქმიანობა ყოველ ეტაპზე შეესაბამებოდა და შეესაბამება არა მხოლოდ ადგილობრივი კანონმდებლობის, ასევე, გაერთიანებული სამეფოს უმკაცრეს რეგულაციურ მოთხოვნებს, რომლებიც უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს საქმიანობის მაქსიმალურ გამჭვირვალეობას, კორპორაციული მართვის უმაღლეს სტანდარტებსა და ჯანსაღი კონკურენციის პირობებს.

 

ჩვენი ჯგუფის აქციონერი, გარდა საქართველოს კაპიტალისა, გახლავთ 200-ზე მეტი კერძო და უმსხვილესი საერთაშორისო ინსტიტუციონალური ინვესტორი. აღნიშნული ინვესტიციით კი მათ ნდობა გამოუცხადეს არა მხოლოდ ჩვენს ჯგუფს, არამედ - ქვეყანას. ყოველწიურად საჯაროდ ქვეყნდება მთელი ჯგუფის საქმიანობის ამსახველი დეტალური ანგარიში, რომელიც განკუთვნილია, როგორც ჯგუფის აქციონერებისა და ინვესტორების, ისე ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. ყველა სუბიექტს, რომელიც ნამდვილად დაინტერესებულია, გაარკვიოს ჩვენი ჯგუფის აქციონერთა სტრუქტურა, მარტივად შეუძლია იმის დადგენა, რომ არცერთი ადგილობრივი ბანკი (მათ შორის, არც „საქართველოს ბანკი“) არ გახლავთ „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ დამფუძნებელი და გარდა სტანდარტული ბანკი/კლიენტის ურთიერთობისა, სხვა არავითარი ურთიერთობა არ გვაკავშირებს ადგილობრივ ბანკებთან. აღნიშნული ინფორმაციის დამახინჯება კი მხოლოდ ან არაინფორმირებულობის ან განზრახ მიმართული ნეგატიური კამპანიის შედეგი შეიძლება იყოს, რასაც სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მრავლად აქვს ადგილი რიგი არაკეთილსინდისიერი სუბიექტების (მათ შორის, კონკურენტების) მხრიდან, რომლებიც არაერთგზის ცდილობენ, თითქოსდა, „მომხმარებლებზე ზრუნვის“ სარჩულით, პირადი სარგებლის მიღებას კონკურენტი კომპანიების დისკრედიტაციის ხარჯზე.


ბატონი ვასილ ახრახაძე გახლავთ სწორედ ამგვარი ერთ-ერთი კონკურენტი სადაზღვევო კომპანიის - „უნისონის“ გენერალური დირექტორი. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, მაქსიმალურად შეიკავონ თავი მცდარი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებისაგან, პატივი სცენ „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფისა“ და ამ ჯგუფში შემავალი კომპანიების საქმიან რეპუტაციას, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მაღალი საქმიანი და კორპორაციული სტანდარტების დაცვით გახლავთ მოპოვებული და ძალიან ღირებულია. აღნიშნულის ხელყოფა აზიანებს არა მხოლოდ კონკრეტულ კომპანიას, არამედ, ზოგადად, ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და მომავალს. შესაბამისად, ყველა კანონიერი გზით განვახორციელებთ საქმიანი რეპუტაციის დაცვას მიუღებელი ხელყოფის მცდელობებისგან“-ნათქვამია „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ „კომერსანტისთვის“ გამოგზავნილ წერილში.

 

შეგახსენებთ,დაზღვევის კავშირის თანათავმჯდომარე ვასილ ახრახაძემ „კომერსანტთან“ განაცხადა, რომ ბანკების მხრიდან არაპროფილური აქტივების ფლობის საკითხი დიდი ხანია დგას დღის წესრიგში და ამ დრომდე ვერ მოგვარდა.


სოფო ქსოვრელი 

 





Bloomberg-მა რუსეთს დიდი ეკონომიკური რეცესია უწინასწარმეტყველა

Bloomberg-მა რუსეთს დიდი ეკონომიკური რეცესია უწინასწარმეტყველა
access_time2020-04-07 20:00:11
კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის მარათონში რუსეთი ყველაზე ნაკლებ რესურსს ხარჯავს ეკონომიკის მხარდასაჭერად, ვიდრე სხვა ქვეყნები, რაც მძიმე რეცესიის საწყისი შეიძლება გახდეს -  წერს Bloomberg-ი. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რეზერვების გამოყენებისგან თავის შეკავების მიზეზი არის რუსეთის ხელისუფლების შიში ნავთობის დაბალ ფასებზე.   სანამ მსოფლიო ლიდერები მთელი პლანეტის მასშტაბით, კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ ეკონომიკის...

7 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა გამყარდა

7 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა გამყარდა
access_time2020-04-07 19:00:39
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან...

„ქართული ღვინო ყველაზე დიდ დიპლომატიურ როლს თამაშობს“- კომპანია „მტევინო“ ჰობით დაწყებული ბიზნესი

„ქართული ღვინო ყველაზე დიდ დიპლომატიურ როლს თამაშობს“- კომპანია „მტევინო“ ჰობით დაწყებული ბიზნესი
access_time2020-04-07 17:55:17
ხამში- ეს არის ძველისძველი ისტორიული სოფელი გარე კახეთში, რომელიც საფერავის საუკეთესო ღვინოსთან ასოცირდება. უახლოეს მომავალში, როდესაც კორონავირუსის პანდემია გადაივლის და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ეს პატარა სოფელი,...

„20-მდე კომპანიის გადამოწმების შედეგად, 6-ს საქმიანობის გაგრძელებაზე განაცხადი არ დაუკმაყოფილდა“

„20-მდე კომპანიის  გადამოწმების შედეგად, 6-ს საქმიანობის გაგრძელებაზე განაცხადი არ დაუკმაყოფილდა“
access_time2020-04-07 16:45:20
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის ინფორმაციით, საქმიანობის ნებართვის გაგრძელების სურვილის მქონე 20-მდე კომპანია გადამოწმდა, რომელთაგან 6-ს განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო არ დაუკმაყოფილდა. როგორც ბექა ფერაძემ „ინტერპრესნიუსს“ საწარმოების მხრიდან რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესის შესახებ განუცხადა, ერთი დღის განმავლობაში COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით...

პაატა ბაირახტარი: ეროვნულ ბანკს უნდა გაეკეთებინა ის, რასაც აკეთებს ახლა. უბრალოდ, ეს უნდა გაეკეთებინა თავის დროზე

პაატა ბაირახტარი: ეროვნულ ბანკს უნდა გაეკეთებინა ის, რასაც აკეთებს ახლა. უბრალოდ, ეს უნდა გაეკეთებინა თავის დროზე
access_time2020-04-07 15:00:16
მარტის თვის მდგომარეობით ქვეყანაში ინფლაციის დონე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, 6.1%-ს შეადგენს და მიზნობრივ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. ჩნდება კითხვა, - რატომ ვერ ართმევს ცენტრალური ბანკი თავს თავის უმთავრეს მოვალეობას  და რატომ ვერ ახერხებს ფასების საერთო დონის მოთოკვას. ამ კითხვებით „კომერსანტმა“, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის - „აფბას“ ვიცე-პრეზიდენტს, პაატა ბაირახტარს მიმართა. - პაატა,...


მსგავსი სიახლეები

up