საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი საქართველოს ეროვნულ ბანკს პასუხობს

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი საქართველოს ეროვნულ ბანკს პასუხობს

access_time2020-05-13 09:14:11

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი (GHG) ეროვნული ბანკის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებას პასუხობს. GHG აღნიშნავს, რომ სებ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, იმის თაობაზე, თითქოს კომპანია ცდილობს, რომ კრიზისული ვითარებით ისარგებლოს და რეგულაციების მოთხოვნების დარღვევით მიიღოს დაფინანსება საქართველოს ბანკისგან ცალსახად არ შეესაბამება სინამდვილეს. GHG აცხადებს, რომ სებ-ის მიერ გაკეთებული ამგვარი ინტერპრეტაცია ყოვლად მიუღებელია.


საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის განცხადება:


საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში მოყვანილი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ „საქართველოს ჯანდაცვს ჯგუფი“ ითხოვდა რაიმე სახის შეღავათს და/ან რაიმე რეგულაციური მოთხოვნის დარღვევას და ამ გზით საბანკო დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას, ცალსახად არ შეესაბამება სინამდვილეს და ვისურვებდით, საზოგადოებას უტყუარი და არა შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია მიწოდებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან.



იმდენად, რამდენადაც „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“, ჩვენთვის სრულიად უცნობი მიზეზების გამო, დღემდე მიჩნეულია ერთ-ერთ მსხვილ ქართული ბანკთან დაკავშირებულ პირად, აღნიშნულის გამო, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლიმიტაციების გათვალისწინებით, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ და ამ ჯგუფში შემავალი ჯანდაცვის კომპანიები ხსენებული ბანკის საკრედიტო რესურსებით სრულფასოვნად დღემდე ვერ სარგებლობენ. კომპანიის ლიკვიდობის უზრუნველყოფა, მით უფრო, კრიზისული პერიოდების დროს, უკიდურესად მნიშვნელოვანია საქმიანობის უწყვეტობისთვის. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წინაშე დაისვა ლეგიტიმური შეკითხვა, პასუხი და განმარტება მიგვეღო, თუ რა კანონიერი საფუძველი უდევს ჩვენი ჯგუფის ზემოხსენებულ ბანკთან დაკავშირებულ პირად მიჩნევას, ხოლო, თუკი აღნიშნულის კანონიერი დასაბუთება არ არსებობს, მაშინ, მოგვხსნოდა შეზღუდვა და მოგვცემოდა სრულფასოვანი წვდომა ამ ბანკის საბანკო რესურსებზე. აქვე საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ შემთხვევაში საუბარი არა ახალი დამატებითი კრედიტის მიღებაზე, არამედ არსებული სესხის რესტრუქტურიზაციაზე გახლდათ, რაც, ასევე, შეზღუდული გვქონდა. თუმცა, ამ საკითხზე საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის მხრიდან დასაბუთებული პოზიცია და პასუხი, მიუხედავად ჩვენი არაერთი მიმართვისა, სამწუხაროდ, არ მიგვიღია. მიღებული იქნა მხოლოდ ის პასუხი, რომ ჩვენთვის ამ ტიპის განმარტების მოცემა ვერ მოხდებოდა, რადგან ჩვენ, მოცემულ შემთხვევაში, მიჩნეული ვართ მესამე პირად.


დარწმუნებული ვართ, საქართველოს ეროვნული ბანკი, კარგად აცნობიერებს საქმიანი რეპუტაციის მნიშვნელობას, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან თავისი განცხადებით, ჩვენ კანონიერ მიმართვებს იმგვარი ინტერპრეტაცია მისცა, თითქოს, ჩვენი მხარე შექმნილი ვითარებით სარგებლობას ცდილობდა, რაც, ასევე, ყოვლად მიუღებელი, საკუთარი თავის მართლების მიზნით, გამოყენებული მადისკრედიტირებელი განაცხადია.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up