Georgian Capital-ის წარუმატებელი პროექტი - „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა

Georgian Capital-ის წარუმატებელი პროექტი - „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა

access_time2020-08-11 14:40:22

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით, ბირჟიდან მოხსნის შემდეგ ლიკვიდურობა შენარჩუნებულ იქნა, GHG კერძო კომპანია გახდა და მისი აქციები Georgia Capital-მა გამოისყიდა, რომელიც აქამდე „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ 70.6%-იანი წილის მფლობელი იყო.


ბოლო დღეებში ქართულ მედიაში საქართველოს საფონდო ბირჟის დირექტორი გიორგი ფარესიშვილის და რამდენიმე ექსპერტის მიერ გამოთქმული გამამართლებელი აგუმენტების მიუხედავად, რომ ეს ფაქტი ლოგიკური და ეკონომიურად სწორი გადაწყვეტილებაა, რეალურად „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან  ჩახსნა მისი მენეჯმენტის არაპროფესიონალიზმის და არაკომპეტენტურობის დამსახურებაა.

 

რატომ აიღო მენეჯმენტმა გაუფასურებული აქციების ფონზე დივიდენდები


კომპანიის მენეჯმენტის არაკვალიფიციურობა, პირველ რიგში გაუფასურებული აქციების ფონზე, დიდი რაოდენობით დივიდენდების დარიგებაში გამოიხატება. მაშინ როდესაც  ბოლო ერთ წელიწადში კომპანიის აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე 70,3%-ით გაუფასურდა, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ მენეჯმენტმა  აქციების მკვეთრი დაცემის ფონზე სადაო გადაწყვეტილება მიიღო და 2019 წლის დასაწყისში აქციონერებისთვის  გასაცემი დივიდენდების მოცულობის ზრდა დააანონსა.


„სამეთვალყურეო საბჭო და მენეჯმენტი ელის, რომ ჯგუფი ინვესტირებულ კაპიტალზე გაუმჯობესებულ ამონაგებს მიიღებს, მის ყველა ბიზნესში და ზოგადად გაზრდის თავისუფალი ფულადი სახსრების მოძრაობას“,- აღნიშნული იყო საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის მაშინდელ განცხადებაში.

 

რაში დაიხარჯა მოზიდული 100 მლნ. დოლარი დივიდენდების  გაცემის  გარდა


2015 წელს, სწორედ ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებით, GHG ჯგუფმა 100 მილიონი დოლარის მოცულობის ახალი კაპიტალი მოიზიდა. „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე მაშინ აცხადებდა, რომ აქციებით ვაჭრობის შედეგად მოზიდული ინვესტიცია „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ კლინიკების ქსელის შემდგომ განვითარებას მოხმარდებოდა, რაც თანამედროვე სამედიცინო ინფრასტრუქტურის შექმნას, ინოვაციური სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვასა და ჯანდაცვის სერვისების  გაუმჯობესებას  გულისხმობდა.



დიდი იმედებს ამყარებდა „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში მოხვედრაზე საქართველოს მთავრობა და მიიჩნევდა, რომ ეს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ერთგვარი გარღვევა იქნებოდა.


„ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველომ, როგორც ქვეყანამ და „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა“ მოიპოვა ის მნიშვნელოვანი ნდობა, რომელიც აუცილებელია უცხოელი ინვესტორებისთვის, რათა მათ თავიანთი ფული ჩვენ ქვეყანაში ჩადონ. ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ამ მიმართულებით მოვიზიდოთ თანხები. ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება მაგალითი დანარჩენი ინვესტორებისთვის, რათა უფრო მეტად განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში ჯანდაცვის მიმართულება“, - აცხადებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მაშინდელი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.


„კომერსანტი“მუდმივად  ინტერესდებოდა რა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, რამდენი კლინიკა თუ ჰოსპიტალი ააშენა და ზოგადად რა წვლილი შეიტანა სამედიცინო სფეროს გაუმჯობესებაში ჯანდაცვის ბაზრის მონოპოლისტმა ორგანიზაციამ, სახელმწიფოს მიერ ლობირებულმა და ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ბანკის პარტნიორმა „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა“ ლონდონის საფონდო ბირჟაზე მოხვედრის შემდეგ.


დღევანდელი მონაცემებით, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ მფლობელობაშია 18 ჰოსპიტალი, 34 კლინიკა, 3320 საწოლი და  298 აფთიაქი.


2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით კი „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ 46 ჯანდაცვის დაწესებულებას ფლობდა, მათში არსებული საწოლების რაოდენობა კი 2686-ს შეადგენდა. ამ დროის შემდეგ კლინიკების გარემონტების და რამდენიმე სადიაგნოსტიკო ცენტრის გახსნის გარდა, GHG-ს სხვა მნიშვნელოვანი ცვლილება მოზიდული 100 მილიონი დოლარის კაპიტალიდან ჯანდაცვის სექტორში ფაქტიურად არ განუხორციელებია.


მაშინ როდესაც GHG მოზიდული თანხებით ჯანდაცვის სექტორის გადატრიალებას, კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას და საავადმყოფოების ტექნოლოგიურ აღჭურვას აანონსებდა, დღემდე ქართველი პაციენტები თურქეთის, ისრაელის და ბელორუსის კლინიკების რიგში დგანან კვალიფიციური და მაღალტექნოლოგიური მომსახურების მისაღებად.


მოზუდული კაპიტალის დივიდენდებში დაბანდება ორგანიზაციის კუთვნილ საავადმყოფოებში პაციენტების „შემთხვევითი“ გარდაცვალების პარალელურად ხდებოდა. იმ დროს, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკოც კი საუბრობდა „ევექსში“ არსებულ პრობლემებზე და ამბობდა, რომ კლინიკაში „ყველაფერი რიგზე არ არის“. თუმცა, ამის მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადმა არ მომხდარა. „კომერსანტთან“ საუბარში მხოლოდ „ევექსის“ კლინიკის ექიმები აღიარებდნენ, რომ კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ კლინიკების მართვის სტილი მთლიანად აგებულია მხოლოდ ფინანსური მაჩვენებლების - შემოსავლების და მოგების გაზრდაზე და ხშირად, ეს ყველაფერი სწორედ პაციენტების ინტერესების ხარჯზე ხდება. არავინ ზრუნავს ექიმებისთვის სამუშაო პირობების შექმნაზე და  მათი  კვალიფიკაციის  ამაღლებაზე.


ამ ყველაფრის ფონზე კი 5 წლის შემდეგ, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან არალიკვიდურობის გამო მოიხსნა. საინტერესოა, რამ გამოიწვია კომპანიის არალიკვიდურობა, მაშინ როდესაც რეალურად ჯანდაცვის სფეროს გაუმჯობესებისთვის  არაფერი  გაკეთებულა.

 

P.S.

„კომერსანტი“ საჯაროდ სვამს კითხვას რაში დააბანდა „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა“ მოზიდული 100 მილიონი დოლარის კაპიტალი და კომპანიის გენერალური დირექტორის ნიკოლოზ  გამყრელიძისგან  პასუხებს ელოდება კითხვებზე:

  • რატომ ვერ უზრუნველჰყავით  მოზიდული კაპიტალით ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი  საერთაშორისო  დონის, თუნდაც ერთი კლინიკის მშენებლობა ?
  • რა მოცულობის ინვესტიცია დაიხარჯა სამედიციონო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაში ან/და მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვაში ?
  •  ჯანდაცვის მომსახურების რომელ სფეროს გამოყოფდით სადაც საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ერთპიროვნული  ლიდერია მომსახურების ხარისხით კუთხით?
  • რატომ არ ენდობიან მაღალშემოსავლიანი ქართველი პაციენტები ქართულ კლინიკებს და რატომ მიდიან მასიურად  საზღვარგარეთის კლინიკებში სამკურნალოდ?

 

„კომერსანტი“




საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დელეგაცია არაბეთის გაერთიანებული საემიროების ეროვნულ ნავთობ-კომპანიას საქმიანი ვიზიტით ეწვია

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დელეგაცია არაბეთის გაერთიანებული საემიროების ეროვნულ ნავთობ-კომპანიას საქმიანი ვიზიტით ეწვია
access_time2021-09-27 10:55:09
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დელეგაცია, კორპორაციის დირექტორის, გიორგი ბახტაძის ხელმძღვანელობით, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ეროვნული ნავთობ-კომპანიის (ENOC) სათაო ოფისს, ქალაქ დუბაიში, საქმიანი ვიზიტით ეწვია. ვიზიტი, რომელიც ENOC-ს ოფიციალური მოწვევით შედგა, დატვირთული აღმოჩნდა. მენეჯმენტის უმაღლეს რგოლებს შორის შეხვედრებზე განხილულ იქნა არაბეთის ეროვნულ ნავთობკომპანიასა და კორპორაციას შორის პარტნიორული და საქმიანი თანამშრობლობის...

Samsung-ის კეცვადი სმარტფონების: Galaxy Z Fold3 და Galaxy Z Flip3-ის გაყიდვა დაიწყო!

Samsung-ის კეცვადი სმარტფონების: Galaxy Z Fold3 და Galaxy Z Flip3-ის გაყიდვა დაიწყო!
access_time2021-09-27 09:55:29
სამსუნგის უახლესი, დასაკეც ეკრანიანი სმარტფონების Galaxy Z Fold3-ისა და Galaxy Z Flip3-ის გაყიდვები უკვე დაიწყო.  სმარტფონების შეძენა შესაძლებელია სამსუნგის ყველა ოფიციალური პარტნიორის მაღაზიათა ქსელებსა და ონლაინ, მათი ვებ-გვერდების საშუალებით.    გაყიდვების დაწყებასთან ერთად, შეზღუდული დროითა და რაოდენობით, თქვენ საშუალება გაქვთ მიიღოთ დამატებით საჩუქრები სამსუნგისაგან: ორივე მოდელისთვის საჩუქრად გადმოგეცემათ 1 წლიანი...

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
access_time2021-09-27 01:10:27
სოხუმის დაცემის 28 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე“ – ნათქვამია ინფორმაციაში. 

ყველაზე მდიდარი და ღარიბი თვითმმართველობები საქართველოში

ყველაზე მდიდარი და ღარიბი თვითმმართველობები საქართველოში
access_time2021-09-26 16:00:14
...

როგორ შეიძლება შავი ზღვის რესურსების გამოყენება

როგორ შეიძლება შავი ზღვის რესურსების გამოყენება
access_time2021-09-26 14:00:36
...


მსგავსი სიახლეები

up