საქართველოს ჯანდაცვის ბიუჯეტი „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს გასამმაგდა - დავით სერგეენკო

საქართველოს ჯანდაცვის ბიუჯეტი „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს გასამმაგდა - დავით სერგეენკო

access_time2020-10-04 14:00:00

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და ამჟამად პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სერგეენკო „კომერსანტთან“ საუბრისას მყარი ჯანდაცვის სისტემის შეფასების კრიტერიუმებს ასახელებს და აცხადებს, რომ მისი მმართველობის დროს ეს მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა.


საერთაშორისო ორგანიზაციები ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის შესაფასებლად, რაოდენობრივი დანახარჯების მხრივ იღებს იმ ციფრს, რასაც ხარჯავს სახელმწიფო მთლიანი შიდა პროდუქტიდან (მშპ-დან) ჯანდაცვაზე.


„დასაბუთებულია, რომ ქვეყნები რომლებიც ხარჯავენ ჯანდაცვაზე მშპ-დან 5%-ს და ზემოთ, აქვთ სტაბილური ჯანდაცვა, როდესაც სახელმწიფოს შეუძლია უზრუნველყოს ყველა საჭიროება, მათ შორის მედიკამენტები“ აცხადებს დავით სერგეენკო.


ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკო განმარტავს, რომ 2012 წლის მდგომარეობით, საქართველოს მთავრობა ქვეყნის მშპ-ს 1%-ზე ნაკლებს ხარჯავდა ჯანდაცვაზე.



„შედარებისთვის, ეს მონაცემები ცენტრალური აფრიკის ქვეყნების მონაცემების მსგავსია. მას შემდეგ რაც ჯანდაცვის ბიუჯეტი გაიზარდა თითქმის სამჯერ და დღეის მდგომარეობით, 2.9%-ს შეადგენს“ - განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.


მიუხედავად ჯანდაცვის დარგისთვის გასამმაგებული ბიუჯეტისა, დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ დღეს საქართველოს აქვს შესაძლებლობა უზრუნველყოს ყველა საჭიროება ჯანდაცვის სფეროში.


„შედარებისთვის, თუ საქართველო მშპ-ს 2.9%-ს ხარჯავს სამედიცინო სფეროზე, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები 4-5%-ს ხარჯავენ, დასავლეთ ევროპის ქვეყნები კი 8-12%-ს, ხოლო აშშ-ში 17%. ეს პროცენტები უკვე გვაძლევს გარკვეულ სურათს. ჩვენი გუნდის მიზანია საქართველოს ჯანდაცვის სისტემა გაუტოლდეს ევროპული ქვეყნების სისტემას“ - აცხადებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სერგეენკო.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up