„საქართველოს დერეფანში რკინიგზის მხრიდან სანქცირებული ტვირთის გატარება არ მომხდარა“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. კომპანია განცხადებას მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ავრცელებს და განმარტავებმ რომ კადრებში ნაჩვენები სატვირთო ვაგონები საქართველოს რკინიგზის საკუთრებაში არ წარმოადგენს:
"კადრებში ნაჩვენები სატვირთო ვაგონები არ არის საქართველოს რკინიგზის საკუთრებაში არსებული სატვირთო ვაგონები. ეს არის ყაზახური კომპანიის ტვირთი (მაზუთი), რომელიც ჩატვირთულია საკუთარ ვაგონებში.
განმარტებისთვის ,,საკუთარი“ ვაგონი ნიშნავს რომელიმე კერძო კომპანიის საკუთრებაში რეგისტრირებულ ვაგონს. ხშირ შემთხვევაში, ასეთ ვაგონებს სწორედ ყაზახეთი იყენებს, რომელიც ტვირთს აგზავნის ევროპის მიმართულებით, საქართველო კი არის სატრანზიტო ქვეყანა. ტვირთი მიდის ბათუმის პორტში, საიდანაც გადაიტვირთება გემში და იგზავნება ევროპაში. აქვე განმარტებისთვის, საქართველოს რკინიგზის მხრიდან რაიმე სახის სანქცირებული ტვირთის, მით უფრო სანქცირებული პირების კუთვნილი ტვირთის გატარება საქართველოს დერეფანში არ მომხდარა", - ნათქვამია საქართველოს რკინიგზის გავრცელებულ განცხადებაში.