საქართველოს დერეფანში ნავთობის და ნავთოპროდუქტების გადაზიდვა მცირდება

საქართველოს დერეფანში ნავთობის და ნავთოპროდუქტების გადაზიდვა მცირდება

access_time2018-11-26 13:28:44

საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნით ნავთობის და ნავთოპროდუქტების გადაზიდვების მოცულობები მინიმუმამდეა შემცირებული. ამის შესახებ ინფორმაციას Bm.ge ავრცელებს.  როგორც სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დამფუძნებელმა და HUB Georgia-ს ექსპერტმა პაატა ცაგარეიშვილმა განაცხადა, საქართველოს სამივე ნავსადგურში (ბათუმი, ფოთი, ყულევი) მიმდინარე წლის 10 თვეში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჯამურად 31%-ით არის შეცირებული ნავთობის და ნავთოპროდუქტების მოცულობები.

 

,, ამ მოკლე პერიოდში, ბათუმის ნავსადგურმა, რომელიც ოდითგანვე ნავთობზე იყო ორიენტირებული 45 %-ით შეამცირა თხევადი ტვირთების გატარება. ამის საფუძველზე შესაძლოა დავასკვნათ, რომ ბათუმმა პრაქტიკულად დაკარგა, ნავთობის გატარებაზე ორიენტირებული ნავსადგურის ფუნქცია, რომელიც მას დაარსებიდან გააჩნდა.

 

ასევე აღსანიშნავია, რომ 2012 წელს საქართველოს სატრანსპორტო დერეფნით გატარებული 9.5 მლნ ტონა თხევადი ტვირთებიდან (ნედლი ნავთობი და ნავთოპროდუქტები), მნიშვნელოვანმა მოცულობამ - 4.7 მლნ. ტონამ, ნედლი ნავთობის სახით, სრულად ბაქო - თბილისი - ჯეიხანის მილსადენში გადაინაცვლა. აქედან საქართველომ ირიბად კი მიიღო შემოსავალი, მაგრამ დარჩენილი 4.8 მლნ ტონა ნავთოპროდუქტები, რომლის გადაზიდვა მილსადენით არ ხორციელდება, საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის დაბალი კონკურენტუნარიანობის გამო ვერ შეინარჩუნა. 2018 წლის 10 თვეში 2.39 მლნ-მდე შემცირდა მოცულობა. სადღეისოდ, დაკარგული ნავთობპროდუქტების გადაზიდვა, შავი ზღვის აუზის ნავსადგურებში, ძირითადად, ალტერნატიული დერეფნით - რუსეთზე გამავალი ვოლგა დონის არხით ხორციელდება“ - აცხადებს პაატა ცაგარეიშვილი.


 

როგორც სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში აცხადებენ, რეგიონში, ერთის მხრივ, ალტერნატიულ დერეფნებს შორის მძაფრი კონკურენციის პირობებში, ხოლო, სახელმწიფოთა დონეზე გადასაწყვეტ უპირველეს ამოცანას, მილსადენების და სახმელეთო მარშრუტებით ნავთობ ნაკადების რაციონალური დივერსიფიკაციის შეთანხმებული პოლიტიკის გატარება უნდა წარმოადგენდეს.

 


თეგები:
ნავთობი



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-07 21:00:06
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1.ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან „საქართველოს ბანკმა“ „თიბისისთან“ შედარებით 17 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, მათ სასესხო პორტფელში უდიდესი წილით ფიზიკურ...

„ლიდერფუდის“ უსაფრთხოების უფროსი მერაბ ბაღათურია ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს პასუხობს

„ლიდერფუდის“ უსაფრთხოების უფროსი მერაბ ბაღათურია ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს პასუხობს
access_time2020-08-07 13:00:18
„ლიდერფუდის“ გარშემო მიმდინარე დავის კონტექსტში ირაკლი დუმბაძის ადვოკატის ავთანდილ თეთრაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გაიჟღერა კომპანიის უსაფრთხოების უფროსის მერაბ ბაღათურიას სახელმა. კერძოდ, თეთრაშვილი წერს, რომ დავით ზეიკიძე და არჩილ კბილაშვილი მერაბ ბაღათურიას სასამართლოში სხდომის მიმდინარეობის დღესვე დაკითხვის კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ და ეს უარი კი იმით აიხსნება, რომ ბაღათურია იმავე დღეს არ იყო მზად სარჩელის მიუღებლობის ვერსიის დასადასტურებლად და მის მოსამზადებლად ზეიკიძეს...

როგორი იყო ქართული ტურიზმი 61 წლის წინ

როგორი იყო ქართული ტურიზმი 61 წლის წინ
access_time2020-08-07 19:15:27
61 წლის წინათ საქართველოს კურორტების პოპულარიზაციისათვის რეჟისორ შალვა ჩაგუნავას გადაღებულ ფერად ფილმს ფერები, ფაქტობრივად, დაკარგული ჰქონდა. საქართველოს ეროვნული არქივის 4K გარჩევადობის სკანერზე ფილმის მაღალი ხარისხის ციფრული ასლი შეიქმნა. ამან ფილმის რესტავრატორებს საშუალება მისცა მოეხდინათ ფერისა და სინათლის კორექცია, დაზიანებების ციფრული გაწმენდა, ასევე, ხმის გასუფთავება და სინქრონიზაცია. რესტავრაციის პროცესი 6 თვეს გრძელდებოდა. 20-წუთიან ფილმში...

სვანეთში „გრაპა მესტია“ მაღალი კლასის სასტუმროს 2023 წელს გახსნის

სვანეთში „გრაპა მესტია“ მაღალი კლასის სასტუმროს 2023 წელს გახსნის
access_time2020-08-07 18:10:39
სვანეთში მაღალი კლასის ბრენდული სასტუმრო 2023 წელს გაიხსნება. პროექტის განმახორციელებელი კომპანია „გრაპა მესტიას“ დამფუძნებელი მინდია გურგენიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სასტუმრო 4 ვარსკვლავიანი იქნება. კითხვაზე, იგეგმება თუ არა პროექტში საერთაშორისო ბრენდის შემოყვანა, გურგენიძე ამაზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ მსგავსი საკითხები მას შემდეგ გადაწყდება, რაც პროექტის განხორციელება დაიწყება. თუმცა, დიდი ალბათობით სასტუმროს ოპერირებას ქართული...

საქართველოში დაბრუნებულ ქართველ ბიზნესვიზიტორებს კარანტინის გავლა მოუწევთ

საქართველოში დაბრუნებულ ქართველ ბიზნესვიზიტორებს კარანტინის გავლა მოუწევთ
access_time2020-08-07 17:00:56
რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ბიზნესვიზიტორების პლატფორმაზე საუბრობდა, მისი განცხადებით პლატფორმა წარმატებით მუშაობს და უკვე 2700-მდე ვიზიტორია დარეგისტრირებული, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსულ ბიზნესვიზიტორებს სავალდებულო კარანტინის გავლა არ მოუწევთ და გარკვეული პერიოდულობით PCR ტესტს ჩაიტარებენ. „წარმატებით ამოქმედდა ბიზნესვიზიტორების პლატფორმა, ერთი თვე გაიტესტა და სრულფასოვნად ამოქმედდა. გვაქვს შთამბეჭდავი ...


მსგავსი სიახლეები

up