დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შეჩერების საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში განმწესრიგებელი სხდომა ჩატარდა

დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შეჩერების საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში განმწესრიგებელი სხდომა ჩატარდა

access_time2019-03-12 09:00:39

2019 წლის 1 იანვარს ამოქმედებული დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შეჩერების საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა.  როგორც საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის”(GDI) იურისტის ედუარდ მარიკაშვილი კომერსანტთან“ განმარტავს, ეს იყო პირველი სხდომა, თუმცა, რა ვადებში მიიღებს სასამართლო  საბოლოო გადაწყვეტილებას, ამის ვარაუდი რთულია.


საუბარია, საპენსიო სისტემაში მოქალაქეების იძულებით ჩართვის გაუქმებისა და საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მისი მოქმედების შეჩერების მოთხოვნაზე.


„ზუსტი ვადები კანონში არ წერია, მაქსიმუმია 9 თვე, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ დაყენებულია შეჩერების შუამდგომლობა და  ვფიქრობთ, რომ ზიანი  რეალურია და შეიძლება გამოუსწორებელიც, სასამართლო აღარ გააჭიანურებს  პროცესს თუნდაც იმის გამო, რომ ზიანი შეუქცევადი არ იყოს. მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილება მაქსიმუმ 2 თვეში იქნება მიღებული და რეფორმა შეჩერდება, ნაწილობრივ მაინც, აღნიშნავს მარიკაშვილი.


როგორც ერთი თვის წინ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის”(GDI) ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე  აცხადებდა, სახელმწიფო მოქალაქეებს ავალდებულებს საკუთარი ქონება, დიდი ალბათობით, რისკიან კაპიტალდაბანდებად აქციონ და საპასუხოდ მოქალაქეებს ქონების დაკარგვის რისკის დაზღვევის და ზიანის ანაზღაურების რაიმე ბერკეტს არ სთავაზობს. საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხის დაკარგვის შემთხვევაში, მოქალაქეები ზიანის ანაზღაურებას ვერ შეძლებენ.



მისი განმარტებით, დაგროვებით საპენსიო სისტემაში სავალდებულოდ ჩართვა და საპენსიო ფონდში სავალდებულო შენატანის დაწესება გაუმართლებლად ზღუდავს დასაქმებულის საკუთრების უფლებას, ხოლო დამსაქმებლის შემთხვევაში, საკუთრების ჩამორთმევას უტოლდება.


შეგახსენებთ, სსიპ “საპენსიო სააგენტო” დაგროვებითი საპენსიო სისტემის რეფორმის ფარგლებში, რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და მის დირექტორად 2018 წლის სექტემბერში ლევან სურგულაძე დაინიშნა. საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭომ ლევან სურგულაძე სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანონის თანახმად, კონკურსის წესით შეარჩია.


2019 წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებას ეწინააღმდეგება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილიც. მისი განმარტებით, „ქართული ოცნების“ მიერ შემოღებული დაგროვებითი საპენსიო სისტემა შეიცავს 40 წლამდე ასაკის მოსახლეობაში უმუშევრობის გაზრდის რისკს და კიდევ უფრო შეანელებს ხელფასების მატების ტემპს.

 

სოფო ქსოვრელი 






„ჯორჯიან ქარდმა“ 3D უსაფრთხოების სერვისის სერტიფიკატი მოიპოვა

„ჯორჯიან ქარდმა“ 3D უსაფრთხოების სერვისის სერტიფიკატი მოიპოვა
access_time2019-08-26 12:30:42
სს „ჯორჯიან ქარდი“ პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც PCI 3DS (Three - Domain Secure) სერვისის სერტიფიკატი მოიპოვა. 3D უსაფრთხოების დონე, მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს დაცვის დამატებითი მექანიზმი ინტერნეტით განხორციელებული ტრანზაქციებისთვის. აღნიშნული სერვისით სარგებლობა VISA, Master Card, და American Express ტიპის საბანკო ბარათებითაა შესაძლებელი და Verified by Visa, MasterCard Secure Code , Amex Safe Key-ის მხარდაჭერა...

9 დღეში ჯამში 8,000 ლარი დავხარჯე, ვერ დავისვენე, ვერ ვისიამოვნე - რას ნიშნავს აგვისტოში საქართველოში დასვენება - Spend your summer in Georgia

9 დღეში  ჯამში  8,000 ლარი დავხარჯე, ვერ დავისვენე, ვერ ვისიამოვნე -  რას ნიშნავს აგვისტოში  საქართველოში დასვენება -   Spend your summer in Georgia
access_time2019-08-26 13:00:51
 “რას ნიშნავს აგვისტოს თვეში დასვენება საქართველოში“ - წრეს სოციალურ ქსელში ლევან ჯავახიშვილი, რომელიც  კამპანია Spend your summer in Georgia (გაატარე შენი ზაფხული საქართველოში) შეურთდა , სხვადასხვა რეგიონს ესტურმა და პოსტით მომავალ დამსვენებლებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. „კომერსანტი“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „როგორც ყველა მეც შევუერთდი იმ მოსაზრებას, რომ გარკვეული მიზეზების გამო ამ ზაფხულს უარი...

ივანიშვილი, როგორც თავის დროზე სააკაშვილი, აღარ არსებობს, ის სისტემის მძევალია - 2012-2020 წლების წინა საარჩევნო პერიოდების ისტორიული პარალელები

ივანიშვილი,  როგორც თავის დროზე სააკაშვილი, აღარ არსებობს, ის სისტემის მძევალია  - 2012-2020 წლების წინა საარჩევნო პერიოდების ისტორიული პარალელები
access_time2019-08-26 10:00:37
2011 წლის ოქტომბერი  - ბიძინა ივანიშვილმა პირველი ღია წერილით ხელისუფლებას, პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პარტიებს, მასმედიის წარმომადგენლებს, საქართველოს მოქალაქეებს ამცნო, რომ  პოლიტიკაში მოდიოდა. 2012 წლის ივნისი  - თბილისის საქალაქო სასამართლომ კონტროლის პალატის მიერ შედგენილი ორი სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე ბიძინა ივანიშვილის ჯარიმის სახით საქართველოს ბიუჯეტის...

ქართული კულინარია ბერლინში

ქართული კულინარია ბერლინში
access_time2019-08-25 18:00:18
მას შემდეგ, რაც საერთშორისო მედიაში დაიწერა, რომ ღვინოს სამშობლო საქართველოა, ფრანკფურტში კი გერმანელი მკითხველი ქართულ ლიტერატურას გაეცნო, ბერლინში ქართული რესტორნების რიცხვი გაიზარდა. ქართული გასტრონომია ჯერ ისეთი პოპულარული არ არის, როგორც იტალიური, ჩინური, ვიეტნამური, მექსიკური... ასეთი კონკურენციის ფონზე, გურმანებისთვის ახალი რესტორნის და გემოების შეთავაზება თამამი გადაწყვეტილებაა. Knaackstraße-ზე და მის მიმდებარედ ათობით რესტორანი, კაფე და ბარია. რამდენიმე თვეა, მათ შორის არის...

რა საფრთხე უახლოვდება საქართველოს - “კავკასიონზე თოვლი კატასტროფულად დნება”

რა საფრთხე უახლოვდება საქართველოს - “კავკასიონზე თოვლი კატასტროფულად დნება”
access_time2019-08-25 16:00:18
ტემპერატურის მატება საქართველოში მთელ რიგ პრობლემებს ქმნის, ეს იქნება ხანძრების გაჩენის რისკის ზრდა, თუ გლობალური დათბობა, რომელიც მყინვარწვერების დნობას გამოიწვევს, რაც საბოლოოდ კატასტროფულ ვითარებას შექმნის.   სპეციალისტების ინფორმაციით, კატასტროფული დნობა 2050 წლისთვის იყო მოსალოდნელი, თუმცა, როგორც გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტმა და ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ „რეზონანსს განუცხადა, პროცესი დაჩქარებულია,...


მსგავსი სიახლეები

up