საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული განვითარების შესაძლებლობებზე პრემიერ-მინისტრმა სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული განვითარების შესაძლებლობებზე პრემიერ-მინისტრმა სამუშაო შეხვედრა გამართა

access_time2020-07-16 15:08:43

შიდა ტურიზმის ხელშეწყობის კამპანიის - „იმოგზაურე საქართველოსთვის“ ფარგლებში განსაკუთრებული პრიორიტეტი ეკოტურისტულ მიმართულებებს მიენიჭება, - საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული განვითარების შესაძლებლობებზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



„შეხვედრაზე აღინიშნა მზარდი ინტერესი ეკოტურიზმის მიმართულებით და ის პოტენციალი, რომელიც დაცულ ტერიტორიებსა და ეროვნულ პარკებში დამატებითი ინფრასტრუქტურის და სერვისების განვითარების კუთხით არსებობს.



პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის მეტად განვითარებას და ეკოტურიზმიდან შემოსავლის მიღებას, როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელსაც გაუჩნდება შესაძლებლობა, საკუთარი პროდუქცია თუ მომსახურება გაყიდოს და დაცულ ტერიტორიებზე დასაქმდეს.




ამ ეტაპზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს აქვს მიმდინარე საინვესტიციო პაკეტი, რომლის მოცულობა 80 მილიონ ლარს აღემატება. ასევე განიხილება ახალი პროექტები, რომელთა შესახებ კონკრეტული შეთავაზებები ბიზნესს უახლოეს მომავალში წარედგინება. პრეზენტაციაზე, როგორც საზოგადოება, ისე ბიზნესსექტორი გაეცნობა ინფორმაციას დაცულ ტერიტორიებზე უკვე მოწყობილი ინფრასტრუქტურის, ასევე დაგეგმილი პროექტების შესახებ, რომლებიც ერთის მხრივ დაცულ ტერიტორიებზე კიდევ უფრო მეტ ვიზიტორს მიიზიდავს, ხოლო მეორეს მხრივ, ხელს შეუწყობს უნიკალური ბუნების დაცვასა და შენარჩუნებას.



ეკოტურისტული მიმართულების განვითარების მაქსიმალური ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით, პრემიერ-მინისტრმა დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დაავალა, ერთობლივად შეიმუშაონ მექანიზმი დაცულ ტერიტორიებზე შიდა ტურისტული ნაკადების სტიმულირების მიზნით. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს მოქალაქეებს მისცემს მეტ საშუალებას, იმოგზაურონ საქართველოსთვის და ამავდროულად იქნება დამატებითი სტიმული ქვეყნის ეკონომიკისთვის“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up