საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ლიცენზიის მქონე პირბადეები YES Hackathon Contain COVID-19-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ლიცენზიის მქონე პირბადეები YES Hackathon Contain COVID-19-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია

access_time2020-08-13 12:55:55

ავტორი: ანა ბიბილეიშვილი

კორონავირუსმა მასშტაბური ნეგატიური გავლენის პარალელურად, გაგვაცნო ინოვაციური იდეების მქონე ახალგაზრდები, რომლებიც დაუღალავად შრომობენ, რათა სამყარო უკეთესი გახდეს და ახალ რეალობაში თითოეული ადამიანი მარტივად ადაპტირდეს. ახალგაზრდული სამეწარმეო პოტენციალის მობილიზებისთვის მარტის თვეში ფონდმა „კრისტალმა“ USAID YES Georgia-სა და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ მხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) თანამშრომლობით, ორგანიზება გაუკეთა ონლაინ ჰაკათონს YES Hackathon Contain COVID-19, რომელიც 48 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჰაკათონს ექსპერტული რჩევით უზრუნველყოფდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC).


სასტარტო დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თითო პროექტზე 5,000 ლარს შეადგენდა. ასევე, შესაძლებელი იყო უფრო მსხვილი პროექტის საწყისი ეტაპის დაფინანსება. ჰაკათონში მონაწილეთა მიერ წარმოსადგენი იდეები მოიცავდა სხვადასხვა სფეროს, როგორიცაა: სამედიცინო გადაწყვეტები, საკვებისა და სასიცოცხლოდ აუცილებელი სხვა კომპონენტების წარმოების და/ან მიწოდების სრული ჯაჭვი, სოციალური დისტანცირებისა და თვითიზოლაციის ხელშემწყობი სერვისები და გადაწყვეტები, ონლაინ სწავლების, კოლაბორაციისა და კომუნიკაციის, და მათი ხელშემწყობი სერვისები. ყველა პროექტს ერთი მიზანი აერთიანებდა − COVID-19-ის შეკავება.


ჰაკათონში მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი იდეები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა, მათგან ერთ-ერთი გამარჯვებული იდეა მარიამ თურმანიძეს ეკუთვნის.


იგი ტანსაცმლის კონსტრუქტორი, ტექნოლოგი და დიზაინერია. პარალელურად სადოქტორო დისერტაციას წერს სამოსში ფერის აღქმის თეორიაზე: „საზღვარგარეთ დანაზოგი მცირე თანხით გადავწყვიტე, დამეწყო საკუთარი ბიზნესი. რა თქმა უნდა, გეზი სპეციალობის მიხედვით ავიღე და დავაარსე „მარიკოს ატელიე“. გასული წლის ნოემბრის ბოლოდან დავიწყე შეკვეთების მიღება. შემდეგ კი დაემთხვა პანდემია და მოთხოვნამ ახალი იდეები მიკარნახა - პიბადეების წარმოება.
იმისთვის,რომ მისი წარმოებული პირბადეები უსაფრთხო და სტანდარტებზე მორგებული ყოფილიყო, მარიამმა რამდენიმე ნიმუში დაამზადა და შესამოწმებლად დაავადებათა კონტროლის ცენტრში მიიტანა, სადაც ყველა ნიმუშზე დადებითი შეფასება მიიღო და მიენიჭა ლიცენზია, რომლითაც იგი უზომოდ ამაყობს.



ფონდი „კრისტალის“ პროექტში გამარჯვება მისთვის ძალიან დიდი წარმატების მომტანი გახდა: „გამარჯვებისას მომეცა უდიდესი სტიმული, მეტი თავდაჯერებულობა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის ჰაკათონის მიმდინარეობისას ჩატარებული ტრენინგების კურსი უმნიშვნელოვანესი გამოცდილებაა. მსურს, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ბატონ არჩილ ბაკურაძესა და პროექტის მთელ გუნდს გაწეული შრომისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ უკვე ვმეგობრობთ და მე მუდმივად მაქვს მათი მხარდაჭერის იმედი“ - ამბობს მარიამი.


როგორც მრავალჯერადი მოხმარების პირბადეების მეწარმე გვეუბნება, პროექტში მონაწილეობის შემდეგ საწარმოს ცნობადობა გაიზარდა. მარიამს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან უკავშირდება უამრავი ადამიანი, სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები. მაგალითისთვის, ცოტა ხნის წინ კომპანია „სანტედან“ მიღებული შეკვეთის შედეგად მან 2 000 მრავალჯერადი მოხმარების პირბადე დაამზადა.


მარიამი ამ ეტაპზე სამედიცინო ტექსტილის წარმოების გარდა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, აქვს უამრავი შეკვეთა.
„ვმუშაობ სრული შემართებით, მალე ვაპირებ გავაფართოვო საწარმო და დავასაქმო მეტი ადამიანი. მინდა გითხრათ, რომ „კრისტალის“ მიერ გაცემული თანხა იმ მომენტში უზომოდ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რადგან შევიძინე მასალა, ასევე საწარმოო დანადგარი, რომელიც მუდმივად საჭირო იქნება ჩემი საქმიანობისთვის. უნდა აღვნიშნო, რომ პროექტის განმავლობაში მომიწია არაჩვეულებრივ მენტორებთან მუშაობა, ის ცოდნა რაც მათგან სრულიად უფასოდ მივიღე, ყოველთვის გამომადგება ბიზნესშიც და ცხოვრებაშიც. ვისარგებლებ შემთხვევით და განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდი საოცარ ახალგაზრდებს, რომლებმაც ჰაკათონის მონაწილეებს ცოდნა და გამოცდილება გაგვიზიარეს, ასევე ყველას, ვინც ამ პროექტში იღებდა მონაწილეობას, ულევ წარმატებას ვუსურვებ“ - მარიამ თურმანიძე.


(R)


თეგები:
Hackathon



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up