საქართველოს და სომხეთის პრემიერ–მინისტრებმა გაფართოებული ფორმატით შეხვედრა გამართეს

საქართველოს და სომხეთის პრემიერ–მინისტრებმა გაფართოებული ფორმატით შეხვედრა გამართეს

access_time2017-02-23 17:26:59

ჩვენ სრული მზაობა გვაქვს იმისთვის, რომ გავააქტიუროთ სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო ურთიერთობები, გავაღრმავოთ რეგიონული ინტეგრაცია და ვფიქრობთ, ეს იქნება არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური სტაბილურობის მომტანი ჩვენს რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან გაფართოებული ფორმატით შეხვედრისას განაცხადა.

 


გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-სომხეთის მრავალსაუკუნოვან, კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და ხალხებს შორის არსებულ ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობაზე ისაუბრა.

 


„ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, განვიხილოთ, როგორ ავითვისოთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის ის გამოუყენებელი პოტენციალი, რომელიც ნამდვილად არსებობს. ჩვენ ეს აღვნიშნეთ პირისპირ შეხვედრაზე. ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა იმისთვის, რომ გავააქტიუროთ სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო ურთიერთობები, გავაღრმავოთ რეგიონული ინტეგრაცია და ვფიქრობთ, ეს იქნება არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური სტაბილურობის მომტანი ჩვენს რეგიონში", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 


ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივაზე გაამახვილა ყურადღება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. კარენ კარაპეტიანმა გიორგი კვირიკაშვილს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

 



„ჩვენ მოგვენატრა ასეთი ატმოსფერო, როგორიც აქ დაგვხვდა. ვეთანხმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებებს, ჩვენი ურთიერთობების მაღალი დონისა და პოტენციალის შესახებ. ჩვენ აქ ჩამოვედით ძმური და საქმიანი განწყობით და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოლაპარაკებები იქნება ახალი სტიმული ჩვენს ურთიერთობებში არსებული პოტენციალის გამოყენებისთვის. ჩვენ გვსურს, შევქმნათ გარემო, რათა ბიზნესმენებს მიეცეთ საშუალება, ჩაერთონ სხვადასხვა პროექტში", - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

 


გაფართოებული შეხვედრისას, მხარეებმა ორი ქვეყნის დარგობრივ უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობაზე იმსჯელეს. ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის მიმართულებით.

 


შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და ხაზი გაუსვეს მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას სახელმწიფოების განვითარების პროცესში.

 


გაფართოებული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ჯანდაცვის, შრომისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს შორის, ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, ხელშეკრულება გაფორმდა.

 

 

 

 

 



13:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2600 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2940 ლარი ღირს

13:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2600 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2940 ლარი ღირს
access_time2020-09-23 13:05:21
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.2600 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა დღეს 3.2520 კურსით დაიწყო. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2537 ლარია. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2940 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2100 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.2920 ლარადაა...

სახელმწიფო ავტოიმპორტიორებისთვის არაფერს აკეთებს, მოდით ხელს მაინც ნუ შეუშლით - ალექსი ნონიაძე

სახელმწიფო ავტოიმპორტიორებისთვის არაფერს აკეთებს, მოდით ხელს მაინც ნუ შეუშლით - ალექსი ნონიაძე
access_time2020-09-23 13:40:46
რა გავლენა იქონია პანდემიამ ავტოიმპორტიორების ბიზნესზე და რა მოთხოვნები აქვთ ამ ბიზნესში ჩართულ ადამიანებს მთავრობასთან ? - საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციის გამგეობის წევრის, ალექსი ნონიაძის განცხადებით, საზღვრების დაკეტვით საქართველოში არსებულ 24 ათასზე მეტი ავტოიმპორტიორს გაკოტრების საშიშროება უდგას. „დღეს საქართველოში დაახლოებით...

ეროვნულ ბანკს კონკურენციის შესახებ კანონის აღსრულება დაევალება

ეროვნულ ბანკს კონკურენციის შესახებ კანონის აღსრულება დაევალება
access_time2020-09-23 09:50:04
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ეროვნულ ბანკს კონკურენციის შესახებ კანონის აღსრულება დაევალა. ცვლილებები ძალაში 4 ნოემბრიდან შევა და შეავსებს იმ ვაკუუმს რაც კანონის აღსრულების კუთხით იდგა ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ.   ორგანულ კანონში ცვლილებებს წლებია ითხოვს სადაზღევევო სექტორი, რომელმაც ბანკების მხირდან კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევა არაერთხელ საჯაროდ...

ქართული კომპანიების ფინანსური მონაცემები ერთ სივრცეში

ქართული კომპანიების ფინანსური მონაცემები  ერთ სივრცეში
access_time2020-09-23 09:50:26
Bihub.ge-ზე უკვე შესაძლებელია საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელი აქტიური კომპანიების ფინანსური მონაცემების ერთიან სივრცეში ნახვა. ინტერაქტიულ დეშბორდზე ნახავთ I, II, III და IV კატეგორიაში შემავალი ბიზნესებისა და სდპ პირების ფინანსური შედეგების ანალიტიკას.   3000-ზე  მეტი I-III კატეგორიის კომპანიის დეტალური ინდივიდუალური (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგებები. სულ რამდენიმე კლიკით შესაძლებელია გაიგოთ, თუ როგორაა 25000-ზე მეტი კომპანია,...

სს „წყალი მარგებელმა”, ბუღას ბრენდით სამი ახალი პროდუქტის წარმოება დაიწყო

სს „წყალი მარგებელმა”, ბუღას ბრენდით სამი ახალი პროდუქტის წარმოება დაიწყო
access_time2020-09-23 09:30:08
„ვარდისფერი ბუღა“, „ბუღა ტონიკი“ და „ბუღა ველნესი 0 კალორია“ ქართულ ბაზარზე სს „წყალი მარგებელმა“ ბუღას ბრენდით, სამი ახალი პროდუქტის წარმოება დაიწყო.   კომპანიის პორტფელში, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნად პროდუქტს, ქართულ ენერგეტიკულ სასმელ, „ბუღას“, 2020 წლის სექტემბრიდან ორი ახალი ენერგეტიკული სასმელი და მატონიზირებელი წყალი დაემატა. მომხმარებელს ახალი გემოების დაგემოვნება უკვე შეუძლია. ენერგეტიკული სასმელი „ვარდისფერი...


მსგავსი სიახლეები

up