საქართველო ჩინეთიდან ხორცისა და ხორცპროდუქტებს იმპორტს საფრთხის შემცველად არ მიიჩნევს

საქართველო ჩინეთიდან ხორცისა და ხორცპროდუქტებს იმპორტს საფრთხის შემცველად არ მიიჩნევს

access_time2020-02-26 12:30:12

ახალი კორონავირუსი (COVID-19) მსოფლიოს ყოველდღიურად მეტ საფრთხეს უქმნის. დაღუპულთა რიცხვმა უკვე  2 701-ს მიაღწია. ინფექციის შემთხვევები ფიქსირდება საქართველოსთან ტერიტორიულად უფრო ახლოს მყოფ ქვეყნებშიც ამიტომ, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ,  ქვეყანაში მზადყოფნის რეჟიმი მაღალი უნდა იყოს.

 

რამდენიმე დღის წინ კორონავირუსის და აფრიკული ღორის ცხელების შესაძლო გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, რუსეთმა ჩინეთიდან ხორცისა და ხორცპროდუქტების იმპორტი აკრძალა.მათ შორის, ქარხნულად შეფუთულ პროდუქტიც. გარდა ამისა, სანიტარული სამსახურის თანამშრომლებს დაევალათ, რომ ქვეყანაში არ შევიდეს ხორცპროდუქტების მცირე მოცულობაც კი, რომელიც მგზავრებს ხელბარგში ექნებათ.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჩინეთიდან 2019 წელს იმპორტირებული სოფლის მეურნეობის და სურსათის პროდუქციას შორის ყველაზე დიდი რაოდენობით ხორცი შემოდის. „კომერსანტი“ დაინტერესდა მიიჩნევს თუ არა საფრთხედ საქართველოს სახელმწიფო ჩინეთიდან ხორცპროდუქტების იმპორტს და გეგმავს თუ არა იმპორტის აკრძალვას. როგორც მედიაჰოლდინგმა გაარკვია, ამ ეტაპზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან მხოლოდ ცოცხალი ცხოველების იმპორტია აკრძალული, ქვეყანაში ისევ შემოდის ხორცი და სხვა ხორცპროდუქტები. შემოსავლების სამსახურიდან მიღებულ ოფიციალურ პასუხს უცვლელად გთავაზობთ:

 

„გაცნობებებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან  ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მაღალი რისკებთან დაკავშირებული საფრთხის, კერძოდ; ახალი ტიპის კორონოვირუსის (2019-nCoV)შემოტანისდა გავრცელების თავიდან აცილების, ასევე მოსახლეობის სიცოცხლისა და  ჯანმრთელობის დაცვის  მიზნით, დროებით აკრძალულია:


ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი.


 

აკრძალვის საფუძველს წარმოადგენს:


საქართველოს მთავრობის  #164 2020 წლის 28 იანვრის განკარგულება, რომელის თანახმად,  სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო და სსიპ შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის დროებით აკრძალვას.


რაც შეეხება ხორცსა და ხორცპროდუქტებს, ქვეყანაში შემოტანისას მასზე შეზღუდვა არ ვრცელდება.


ამასთან, გაცნობებთ, რომ იმპორტირებული ხორცი საქართველოში ლაბორატორიულ კვლევას დაექვემდებარება. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ვეტერინარული სასაზღვრო - საკარანტინო კონტროლის დროს კონტროლქვემდებარე ტვირთის, მათ შორის, ხორცისა და ხორცპროდუქტების ფიზიკური შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევის სიხშირე განსაზღვრულია სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული მონიტორინგის გეგმით, რომელიც ეფუძნება რისკის ანალიზს და ითვალისწინებს პროდუქციის სახეობას, წარმოშობის ქვეყანას, ადამიანთა და ცხოველთა ჯანმრთელობის საფრთხეს. გეგმა მტკიცდება ყოველწლიურად, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით და შედგენისას გათვალისწინებულია ევროკავშირის პრაქტიკა.

 

აღსანიშნავია, რომ გარკვეულ შემთხვევებში (მაგალითად გარე წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, ან შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებული სხვადასხვა კვლევების შედეგებით და ა.შ) შესაძლებელია გეგმის გარდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით, განხორციელდეს სხვა დამატებითი კონტროლის ღონისძიებებიც,- აცხადებენ უწყებაში.

               

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up