საქართველოს ცემენტის ასოციაცია:ადგილობრივი ცემენტის მწარმოებელი კომპანიების გარკვეულმა ნაწილმა პროდუქციის ხარისხი გააუარესა“

საქართველოს ცემენტის ასოციაცია:ადგილობრივი ცემენტის მწარმოებელი კომპანიების გარკვეულმა ნაწილმა პროდუქციის ხარისხი გააუარესა“

access_time2019-12-10 12:35:51

საქართველოს ცემენტის ასოციაციის ინფორმაციით, 2019 წლის დეკემბრის ფარული ტესტირებისთვის საქართველოს შვიდ ქალაქში მოხდა შეფუთული ცემენტის შეძენა (თბილისი, რუსთავი, მარნეული, გორი, ქარელი, ბათუმი, ქუთაისი). საერთო ჯამში შეძენილ იქნა თვრამეტი (18) მწარმოებლის პროდუქცია, საიდანაც სამი (3) იმპორტირებული თურქული მწარმოებლისაც არის.


შედეგების მიხედვით ადგილობრივად წარმოებული შეფუთული ცემენტის ოცდათერთმეტი (31) სახეობიდან მხოლოდ 6 კომპანიის ცხრა (9) პროდუქტმა (29%) დააკმაყოფილა ევროპული EN197-1 და EN413-1 სტანდარტების მოთხოვნები. ცხრა (9) ნიმუშიდან ექვსი (6) ადგილობრივი პროდუქციაა, სამი (3) იმპორტირებული, თურქული. შემოწმებული ოცდათერთმეტი (31) ნიმუშიდან ოცდაორმა (22) ვერ გადალახა ბარიერი, აქედან შვიდმა (7) კი შეფუთვაზე დატანილ მაჩვენებელზე კრიტიკულად დაბალი შედეგი აჩვენა (<20 მპა).


2019 წლის დეკემბრის ფარული ტესტირების შედეგებმა აჩვენა, რომ ადგილობრივი ცემენტის მწარმოებელი კომპანიების გარკვეულმა ნაწილმა 2019 წლის ივლისის ტესტირების შემდეგ გააუარესა პროდუქციის ხარისხი. კერძოდ, ივლისის თვეში შემოწმებული ოცდარვა (28) ნიმუშიდან ცხრამ (9) გადალახა სტანდარტით გათვალისწინებული ბარიერი (32%), ხოლო შემოწმებული ოცდარვა (28) ნიმუშიდან ცხრამეტმა (19) ვერ გადალახა, აქედან რვამ (8) კი შეფუთვაზე დატანილ მაჩვენებელზე კრიტიკულად დაბალი შედეგი აჩვენა (<20 მპა).


ცნობისათვის, 2017 წლიდან საქართველოს ცემენტის ასოციაციის ინიციატივით საქართველოს ცემენტის ღია ბაზარზე ხელმისაწვდომი შეფუთული ცემენტის 8 ფარული ტესტირება ჩატარდა. 273 შემოწმებული შეფუთული ცემენტიდან, მხოლოდ 32% აკმაყოფილებს ევროპული სტანდარტების EN197-1 და N413-1 მოთხოვნებს, დანარჩენი საგანგაშო 68%-მა ვერ გადალახა საჭირო ბარიერი.



საქართველოს ცემენტის ასოციაციის მიზანია ადგილობრივი ცემენტის მწარმოებლების ხელშეწყობა, რათა აწარმოონ მაღალი ხარისხის პროდუქცია და ამ მხრივ მაქსიმალური გამჭვირვალეობის შექმნა ქართველი მომხმარებლისთვის.


მიღებული შედეგები ოფიციალურად გაეგზავნებათ შესაბამის ორგანოებს შემდგომი მოქმედებებისთვის, რადგან ბაზარზე არ შეინიშნება არანაირი გაუმჯობესება ხარისხის კუთხით.


(R) 




პროკრედიტ ბანკს საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები სტუმრობდნენ

პროკრედიტ ბანკს საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები სტუმრობდნენ
access_time2020-01-24 17:00:32
დღეს, პროკრედიტ ბანკს საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები სტუმრობდნენ.ბანკის მენეჯმენტთან შეხვედრის ფარგლებში, მოეწყო დისკუსია თემაზე „ინოფინის საგარანტიო პროგრამა და მისი მნიშვნელობა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის“. მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს პროგრამის ფარგლებში არსებული დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ. ღონისძიების ძირითადი მიზანი გახლდათ,...

„როგორ უნდა ვისაუბროთ ლარის კურსის სტაბილურობაზე, როცა 100 მილიონი ყალბი ფული არსებობს“

„როგორ უნდა ვისაუბროთ ლარის კურსის სტაბილურობაზე, როცა 100 მილიონი ყალბი ფული არსებობს“
access_time2020-01-24 18:30:53
„როგორ უნდა ვისაუბროთ ლარის კურსის სტაბილურობაზე, როცა 100 მილიონი ყალბი ფული არსებობს“- პარლამენტის წევრი, ლევან კობერიძე ტვ პირველის გადაცემაში „რეაქცია“ პოლიტიკურ და ელიტურ კორუფციაზე საუბრობს. ის აღნიშნავს,რომ არსებობენ „მსხვილი ჯგუფები“, რომლებიც ქვეყანაში არსებულ პროცესებს მართავენ. „ეს ის ჯგუფებია,რომლებმაც თავის დროზე არაერთი ფინანსთა მინისტრი და პრემიერ მინისტრიც კი...

„კომერსანტის“ 24 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 24 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-24 21:30:35
„კომერსანტის“ 24 იანვრის TOP 10 თემა 1.მმართველი გუნდის წევრები კორუფციის აღქმის ინდექსის შედეგებს არ იცნობენ 2.„ეს არის იმ დიდი კამპანიის ნაწილი, რაც სებ-ის უფლებების განუსაზღვრელად ზრდას და ფინანსური ინსტიტუტების მკაცრად...

„უკრაინაში ფრინველის გრიპის მიუხედავად, საქართველოს ბაზარს საფრთხე არ ემუქრება“

„უკრაინაში ფრინველის გრიპის მიუხედავად,  საქართველოს  ბაზარს საფრთხე არ ემუქრება“
access_time2020-01-24 18:00:33
„ევროპას მიზეზი უნდა, რომ უკრაინას და საქართველოს გზა  ჩაუკეტონ. ხელოვნურად იწვევენ პრობლემას.“-ასე გამოეხმაურა ევროკავშირის  მიერ  უკრაინიდან ფრინველის ხორცის იმპორტის დროებით შეზღუდვას  „მეფრინველეობის ასოციაციის“ თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილი.   უკრაინული მხარის ინფორმაციით, ევროკავშირის გადაწვეტილება ვინიცკის ოლქში ფრინველის გრიპისგან დახოცვის ფაქტს უკავშირდება, რომელიც 18 იანვარს დაფიქსირდა. შესაბამისად, ევროკავშირმა ფრინველის...

მსოფლიოში ბევრი ადგილია, სადაც ინვესტორები ინვესტიციას ჩადებენ - მაიკლ ქაუგილი

მსოფლიოში ბევრი ადგილია, სადაც ინვესტორები ინვესტიციას ჩადებენ - მაიკლ ქაუგილი
access_time2020-01-24 16:30:13
„ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ პრობლემების გამოსასწორებლად,  რადგან მსოფლიოში ბევრი ადგილია, სადაც ინვესტორები ინვესტიციას ჩადებენ.“ - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ს სავაჭრო პალატის თავმჯდომარე მაიკლ ქაუგილი ამერიკელი კონგრესმენების მიერ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილი წერილის შინაარსს. ოთხი ამერიკელი კონგრესმენის მიერ წერილში გამოხატური შეშფოთება  „დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმებზე უარისა და  ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის...


მსგავსი სიახლეები

up