საქართველოს ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტი შესაძლოა ყარაბაღის კონფლიქტმა დააპაუზოს

საქართველოს ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტი შესაძლოა ყარაბაღის კონფლიქტმა დააპაუზოს

access_time2020-10-13 11:00:48

შპს „ფაზის ოილი“ და საკონსულტაციო კომპანია Deloitte & Touche ყულევის მაღალტექნოლოგიური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტს, რომლის ინვესტიციის მოცულობა მილიარდ დოლარს აღემატება, რამდენიმე თვეა ახორციელებენ. თუმცა, პანდემიის და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო, საქართველოში პირველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაში ინვესტირებისგან უცხოური კომპანიები თავს იკავებენ.


„ფაზის ოილის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გია შავდიამ „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ რეგიონში მიმდინარე კონფლიქტი ინვესტიციების მოზიდვის კუთხით შემაფერხებელი ფაქტორი აღმოჩნდა, თუმცა იმედოვნებს რომ 2021 წლისთვის, როცა უშუალოდ მშენებლობის პროცესი დაიწყება, ვითარება დამშვიდდება.


„რეგიონში მიმდინარე მოვლენები ინვესტორების კუთხით უკვე შეგვეხო, ყველა მათგანმა გვითხრა, რომ სანამ ჩვენს რეგიონში სიწყნარე არ იქნება, თავს იკავებენ ინვესტირებისგან, საუბარია ინგლისელებზე, შევეიცარიელებსა და ამარიკელებზე. მათ დიდი შეშფოთება გამოთქვეს მთიანი ყარაბაღის ამბებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაჟღერდა რომ ამ კონფლიქტში ჩათრეული საქართველოც შესაძლოა იყოს. პანდემია და რეგიონში არსებული სიტუაცია, რომ არ ყოფილიყო, ჩვენ უკვე ინვესტორებთან უნდა გვქონოდა გაფორმებული ხელშეკრულებები. თუმცა, ინვესტიციების მოზიდვა მშენებლობის დაწყების დროს უფრო მნიშვნელოვანია, შესაბამისად ვიმედოვნებთ, რომ მომავალი წლისთვის ეს ყველაფერი დალაგდება“, - განაცხადა გია შავდიამ.


გია შავდიამ იმ პრობლემებზეც ისაუბრა, რამაც პანდემიის გამო, პროექტის დაწესებულ ვადებში განხორციელებას შესაძლოა ხელი შეუშალოს.



„პროქტზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა მშენებლობის მომზადების კუთხით არ გვაქვს წინსვლა, რადგან  ყველაფერი გაჩერებულია, მათ შორის ჩვენს პარტნიორებთან. მაგალითად შვეიცარიაც კი დაგვიკეტეს, სადაც ჩვენი მთავარი კომპანიაა, ვერც მივდივართ, შესაბამისად შენელებულ ტემპში ვმუშაობთ, თუმცა ლიცენზიარებთან, პროექტირებასთან დაკავშირებით და ინვესტორებთან მიმართებაში შეძლებისდაგავარად ისევ მიმდინარეობს მუშაობა. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ გავდივართ ეკოლოგიის საკითხებს.


დაანონსებული თარიღი, რომელიც 2021 წელს ქარხნის მშენებლობის დაწყებას და რამდენიმე წელიწადში დასრულებას გულისხმობს, შესაძლოა გადაიწიოს, მაგრამ ამ ეტაპზე ვაკვირდებით მოვლენებს და ჯერ ეს თარიღები არ შეცვლილა. მართალია ვცდილობთ სახლიდან მაქსიმალურად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ეს გრაფიკი არ შეიცვალოს, მაგრამ დაპროექტება ისეთი რთული პროცესია, რომ დისტანციურ რეჟიმში ყველაფრის გაკეთება შეუძლებელია“, - განმარტა გია შავდამ.

 

მისი თქმით, საქართველოში პირველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის  აშენების შემდეგ საწვავი 15-20%-ით გაიაფდება. გარდა ამისა, ქარხნის აშენების შემდეგ, საწარმოო პროცესში ნედლი ნავთობის თითქმის სრულად, დაახლოებით 98%-ით გადამუშავება მოხდება. გია შავდიას თქმით, ყაზახური ნავთობი არის საბაზისო, მაგრამ ასევე განიხილება სარეზერვო ნავთობი, რომელიც არის ლიბიის და საუდის არაბეთის.


აღსანიშნავია, რომ ქარხნის მშენებლობა 2021 წელს უნდა დაიწყოს. პირველ ეტაპზე, პროექტს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსი ექნება. ინვესტიციის მოცულობა დღევანდელი მდგომარეობით $1.1 მილიარდია, რომელიც მშენებლობის 4 წლის განმავლობაში იქნება ათვისებული. ხუთი წლის შემდეგ, როდესაც ქარხანა სრული სიმძლავრით ამოქმედდება, საგადასახადო შეღავათები მოიხსნება და წინასწარი გათვლებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად დაახლოებით 50-60 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს. 


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up