საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „ტრანსპორტერი“ გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „ტრანსპორტერი“ გახდა

access_time2022-12-05 12:25:03

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განაგრძობს აქტიურ ზრდას, ამჯერად ასოციაციას კომპანია „ტრანსპორტერი“ შემოუერთდა, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ, რეკრეაციული ტექნიკის, მოტოტექნიკის, სამებაღეო-სატყეო და აგრო ტექნიკის მიმართულებით მსოფლიოს წამყვანი 100-მდე ბრენდის ექსკლუზიური დისტრიბუტორია ამიერკავკასიის რეგიონში.


აღსანიშნავია, რომ ტექნიკასთან ერთად, ტრანსპორტერი ბრენდირებულ აქსესუარებსა და ტექნიკურ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. ტრანსპორტერი ოფიციალურად თანამშრომლობს ათეულობით ცნობილ მსოფლიოში წამყვან ბრენდებთან, როგორიცაა: BRP (BOMBARDIER RECREATIONAL PRODUCTS), CFMOTO, KAWASAKI, KYMCO, QUICKSILVER, PILOTCAR, JOBE, TUCANO URBANO, AGV, TEXTRON, ARGO, LVTONG, KARSAN, GOVECS, PISTENBULLY, MND,IDM FRANCE, FLAGMORE, BOSCHUNG,GBH-DESIGN, VOLVO PENTA, GARDENA, HUSQVARNA და სხვა. კომპანია ზემოხსენებული ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში, ზოგიერთი მათგანის კი სომხეთსა და აზერბაიჯანშიც.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ტრანსპორტერის ჰოლდინგი სამ შვილობილ კომპანიას აერთიანებს, კერძოდ: Mountain Resorts Solutions, Gardena Service და Transporter Agro.

 


კომპანია თბილისისა და ბათუმის ფილიალებითაა წარმოდგენილი საქართველოში, რომლებიც მოიცავს შოურუმს, სერვისს და ოფისს.

 

 „მივესალმებით „ტრანსპორტერს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებში. „ტრანსპორტერი“ არის ერთ-ერთი უმსხვილესი დისტრიბუტორი კომპანია საქართველოში, რომელიც პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული. ახალი ბრენდების შემოსვლას მოჰყვება შესაბამისი ეკონომიკური აქტივობა, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა საინტერესო და ორმხრივად სასარგებლო იქნება“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.



(R)


თეგები:
BAG



რუსულმა ბანკებმა კრიზისული წელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგით დაასრულეს

რუსულმა ბანკებმა კრიზისული წელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგით დაასრულეს
access_time2023-01-28 09:00:43
2022 წლის კრიზისული წლის შედეგების მიხედვით, რუსეთის ბანკების მოგება 2022 წელს 11,8-ჯერ შემცირდა 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ის 2,4 ტრილიონი რუბლიდან 203 მილიარდ რუბლამდე დაეცა. ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურ ბანკზე დაყრდნობით...

სანქციებში არსებული „ხვრელი“ - ემბარგოს მიუხედავად ტანკერები რუსეთიდან ევროპაში ნავთობის გადატანას აგრძელებენ

სანქციებში არსებული „ხვრელი“ - ემბარგოს მიუხედავად ტანკერები რუსეთიდან ევროპაში ნავთობის გადატანას აგრძელებენ
access_time2023-01-28 10:00:53
დეკემბრიდან მოქმედი ემბარგოს მიუხედავად, ევროპული ტანკერები აგრძელებენ რუსული ნავთობის ევროპაში გადატანას. ამის შესახებ გამოცემა Investigate Europe -ზე დაყრდნობით უკრაინული მედია წერს.     როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროკავშირისთვის რუსული ნავთობის მიწოდების აკრძალვა ძალაში 5 დეკემბერს შევიდა, თუმცა მას შემდეგ ევროპულმა ტანკერებმა...

ტერაქტი იერუსალიმში - სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა

ტერაქტი იერუსალიმში - სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა
access_time2023-01-28 00:45:35
შვიდი ადამიანი დაიღუპა აღმოსავლეთ იერუსალიმში, ებრაული უბნის ნევე იააქოვის სინაგოგასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად. ინფორმაცია ამის შესახებ ისრაელის პოლიციის პრესსამსახურმა გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, ტერორისტებმა სინაგოგასთან სროლა დაიწყეს, საპასუხო სროლის შედეგად ერთი მათგანი მოკლეს, დანარჩენებმა მიმალვა მოახერხეს. პოლიცია რაიონში ჩხრეკას ატარებს, რათა გამოირიცხოს ახალი თავდასხმების შესაძლებლობა. სამართალდამცავები თავდამსხმელების მანქანასაც...

სექტორს კიდევ ერთი მილიარდერი ბანკი დაემატა

სექტორს კიდევ ერთი მილიარდერი ბანკი დაემატა
access_time2023-01-28 00:30:00
საბანკო სექტორმა დაკრედიტების ზრდა დააპაუზა. 01.01.2023-ის მდგომარეობით წლიური (Y.Y) ზრდა 4%-ია, კურსის ცვლილების ეფექტით (გამორიცხვით...

სომხეთში შესვლა უკვე ელექტრონული პირადობის მოწმობით არის შესაძლებელი - შეთანხმება ძალაში შევიდა

სომხეთში შესვლა უკვე ელექტრონული პირადობის მოწმობით არის შესაძლებელი - შეთანხმება ძალაში შევიდა
access_time2023-01-27 23:55:49
საქართველო-სომხეთის საზღვრის გამარტივებული გადაკვეთის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა.   „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე 26 იანვარს გამოქვეყნებული მთავრობის დადგენილების თანახმად ამიერიდან ორივე ქვეყნის მოქალაქეებს სახელმწიფოთაშორისი საზღვრის გადაკვეთა ელექტრონული პირადობის მოწმობებით შეეძლებათ.   საქართველოს მოქალაქეებისთვის სომხეთი გახდა მესამე ქვეყანა, სადაც შესვლისთვის პასპორტი არ არის საჭირო. ანალოგიური რეჟიმი მოქმედებს თურქეთსა...


მსგავსი სიახლეები

up