საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებმა და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობამ ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებმა და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობამ ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს

access_time2021-01-22 10:55:13

ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განსახილველად საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს შეხვდნენ.


შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა ბიზნეს ასოციაციის წევრებს გააცნეს კანონპროექტი, რომელიც ეხება საწარმოების მიერ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების თვითმონიტორინგის გაუმჯობესებას, რაც გულისხმობს გაფრქვევების უწყვეტი მონიტორინგის სისტემის დანერგვას და შესაბამის აღსრულების მექანიზმებს; შეხვედრაზე ასევე განიხილეს იმ საქმიანობებისა და ნივთიერებების ჩამონათვალი, რომლებზეც გავრცელდება ახალი მოთხოვნები. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული ცვლილებების ძალაში შესვლა მიმდინარე წლის 1 ივნისიდან იგეგმება.


საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ნოზაძის თქმით, „მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ გაითვალისწინოს პანდემიით გამოწვეული ვითარება და ბიზნესს მისცეს გონივრული ვადა, ზემოხსენებული ცვლილებების გასატარებლად, ვინაიდან აღნიშნული მოითხოვს, როგორც დამატებით ფინანსურ, ასევე ადამინურ რესურსს".



შეხვედრას ესწრებოდა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე, რომელმაც ყურადღება გაამახვილა წევრი კომპანიების ინტერესებსა და მოლოდინებზე:


„იმედს გამოთქვამთ, რომ ბიზნეს ასოციაცია და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეჯერდებიან ორივე მხარისთვის მისაღებ პოზიციაზე, ვინაიდან პანდემიით გამოწვეული სირთულეებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ ანგარიში გაუწიოს ბიზნეს სექტორს, რომელიც განაპირობებს ქვეყნის სტაბილურ ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებას, რაც გადამწყვეტი ფაქტორი იქნება პოსტ-პანდემიურ პერიოდში" - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.


(R)



თეგები:
bag



საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა
access_time2021-03-06 21:27:06
რაგბი ევროპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიას შეხვდა. მატჩი ლისაბონში ჩატარდა და ის ქართველების გამარჯვებით, ანგარიშით 29:16...

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს
access_time2021-03-06 14:30:55
...

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს
access_time2021-03-05 18:15:08
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა. როგორც მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მარტის თვის ბოლოსთვის ქვეყანაში შესაძლოა „ასტრაზენეკას“ ვაქცინაც შემოვიდეს. „წინასწარი ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში, ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება. სიახლეა „ასტრაზენეკასთან“...

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა
access_time2021-03-05 19:00:38
რიყის დოქები ისევ არ გაიყიდა. ხელახალი აუქციონზე მისი ფასი 24 მლნ-მდე ლარით იყო გაიაფებული და აუქციონზე 71,25 მლნ ლარად იყო შეთავაზებული. ქონება პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში იყო აუქციონზე გამოტანილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ უძრავი ქონების გაყიდვას ზუსტად ერთ წელზე მეტია ცდილობს. 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე მისი საწყისი გასაყიდი ფასი 95 მლნ ლარი იყო, თუმცა ვაჭრობა ლოტზე არ...

როგორი იქნება პირველი სასტუმრო კოსმოსში (ფოტოები)

როგორი იქნება პირველი სასტუმრო კოსმოსში (ფოტოები)
access_time2021-03-07 16:00:58
თუ პან­დე­მი­ის დროს სახ­ლში დარ­ჩე­ნილ­ნი მო­მა­ვალ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე ოც­ნე­ბობთ და სა­კუ­თარ თავს ბა­ლი­ზე, ან მალ­დი­ვებ­ზე, სუ­ლაც ვე­ნე­ცი­ის არ­ხებ­ში გონ­დო­ლით მო­სე­ირ­ნეს წარ­მო­იდ­გენთ, შე­გიძ­ლი­ათ ფან­ტა­ზი­ას უფრო მეტი გა­სა­ქა­ნი მის­ცეთ, მა­გა­ლი­თად, კოს­მოს­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე იოც­ნე­ბოთ, მით უფრო, რომ ეს ოც­ნე­ბა შე­საძ­ლოა, მალე რე­ა­ლო­ბად იქ­ცეს. რო­გორც CNN წერს, 2027 წლის­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სო კოს­მო­სურ სად­გურ­ზე გა­იხ­სნე­ბა პირ­ვე­ლი...


მსგავსი სიახლეები

up