საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის შემოსავლების სამსახურში მიმდინარე რეფორმების შესახებ ონლაინ შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის შემოსავლების სამსახურში მიმდინარე რეფორმების შესახებ ონლაინ შეხვედრა გაიმართა

access_time2021-01-15 14:50:43

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, მამუკა ბარათაშვილმა საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები გააცნო.

 

 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორი ძირითადი საკითხი, კერძოდ  დაქირავებულ პირთა შესახებ ახალი ელექტრონული რეესტრი, რეესტრში ინფორმაციის ასახვის წესი და დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის პროგრამა.  ასევე საუბარი შეეხო ზოგადად დღგ-ის რეფორმას და მის ფარგლებში 1-ლი იანვრიდან შესულ სიახლეებს.

 

 

როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, საგადასახადო კანონმდებლობაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც კომპანიების მხრიდან 2021 წლის 1-ელი თებერვლიდან სავალდებულო იქნება დაქირავებულ პირთა ახალი ელექტრონული რეესტრის წარმოება. შეგახსენებთ, რომ მონაცემთა ახალი ბაზის ფორმირება ითვალისწინებს დაქირავებულ პირთა შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის თავმოყრას.


 

 

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები მათთვის აქტუალურ საკითხებზე. ასევე გაიმართა დისკუსია, რომლის მეშვეობით, აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით, მოხდა მოსაზრებების გაცვლა. შეხვედრას ესწრებოდა ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების 130-ზე მეტი წარმომადგენელი.

 

 

„ბიზნეს ასოციაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებისთვის, საგადასახადო კანონმდებლობაშიგანხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. შეხვედრის ფარგლებში, ასოციაციის წევრების მხრიდან დაფიქსირდა მოსაზრებები დაქირავებულ პირთა ელექტრონული რეესტრის შევსების ვადებთან და წესთან დაკავშირებით და ვიმედოვნებთ, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობა გაითვალისწინებს ჩვენი წევრების თხოვნას, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია  რეესტრის ეფექტიანი და სრულყოფილი წარმოებისთვის“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.


(R)





სახმელეთო საზღვრების გახსნა, ვაქცინაცია, კურორტების დარეკლამება — კერძო სექტორის რეკომენდაციები ტურიზმის სწრაფად აღსადგენად

   სახმელეთო საზღვრების გახსნა, ვაქცინაცია, კურორტების დარეკლამება — კერძო სექტორის რეკომენდაციები ტურიზმის სწრაფად აღსადგენად
access_time2021-03-03 13:00:06
ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიებმა, მათ შორისაა სტუმროების ქსელი „ინნ ჯგუფი“, ტურ კომპანია კლარკ რობინსონი, სასტუმროების ფედერაცია, „კა მენეჯმენტ გრუპი“, ტურ. კომპანია „კამერტონ თრეველი“, ტურ. კომპანია „იბერია ტურს პლიუსი“ და რამდენიმე სხვა,  ტურიზმის დარგის სწრაფი აღდგენისთვის საჭირო...

2020 წელს თურქეთის გარდა, საქართველო და სხვა ყველა მეზობელი ქვეყანა რეცესიაში იყო

2020 წელს თურქეთის გარდა, საქართველო და სხვა ყველა მეზობელი ქვეყანა რეცესიაში იყო
access_time2021-03-03 11:32:45
გასული წელი მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის, საქართველოს მეზობელი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური გამოწვევებით იყო სავსე.   პანდემიის პირობებში გლობალურად არსებული მოთხოვნისა და მიწოდების შოკების შედეგად ეკონომიკური აქტივობა მსოფლიოში შენელდა. რა თქმა უნდა, ეკონომიკის შენელებამ კვალი ჩვენს რეგიონსაც დაატყო. როგორც ოფიციალური სტატისტიკა გვიჩვენებს, 2020 წელს თურქეთის გარდა, საქართველო და სხვა ყველა მეზობელი ქვეყანა რეცესიაში იყო.   2020 წელს...

ლოპოტას დამფუძნებელი გოგა მაისურაძე გარდაიცვალა

ლოპოტას დამფუძნებელი გოგა მაისურაძე გარდაიცვალა
access_time2021-03-03 10:35:05
დღეს ლოპოტა რიზორთის დამფუძნებელი გოგა მაისურაძე გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ბიზნესმენი მძიმე დაავადებას დიდი ხანი ებრძოდა. კომერსანტი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-03-02 21:00:39
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები და შემცირებული სესხების მოცულობა - საბანკო სექტორის იანვრის თვე 2021 წელი ქართულმა საბანკო სექტორმა მოგებით დაიწყო, რომლის მოცულობა 113.36 მლნ ლარს შეადგენს. თუმცა წინა წლის დეკემბერთან შედარებით შემცირებულია საპროცენტო შემოსავლები და...

მერაბ ჟორდანია ვენის „აუსტრიას“ პრეზიდენტი ხდება

მერაბ ჟორდანია ვენის „აუსტრიას“ პრეზიდენტი ხდება
access_time2021-03-02 17:20:09
მერაბ ჟორდანია ტიტულოვანი ავსტრიული კლუბის - ვენის "აუსტრიას" პრეზიდენტი იქნება. ამის შესახებ ადგილობრივი საიტები იტყობინებიან. საინტერესოა წერილი, რომელიც wien.orf.at-მა გამოაქვეყნა: მწვანე შუქი პარტნიორობისთვის "ვენის "აუსტრიას" ფინანსურ მომავალთან დაკავშირებით სიტუაციას წესით მალე უნდა მოეფინოს ნათელი. ახალი პარტნიორი ჯერ ოფიციალურად არ წარუდგენიათ, მაგრამ კლუბში ამბობენ, რომ მოლაპარაკება პოზიტიური შედეგით...


მსგავსი სიახლეები

up