საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის პოსტს სოსო ფხაკაძე დაიკავებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის პოსტს სოსო ფხაკაძე დაიკავებს

access_time2019-04-08 21:06:04

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, გიორგი ჭირაქაძე თანამდებობას ტოვებს. მის მაგივრად აღნიშნულ თანამდებობას ასოციაციის პირველი ვიცე პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე დაიკავებს. ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

“საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ჩემი ხანგრძლივი მოღვაწეობის  მანძილზე მე ყოველთვის მჯეროდა, ყოველთვის ვხელმძღვანელობდი ერთი მთავარი პრინციპით - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია უნდა ჩამოყალიბებულიყო ძლიერ ინსტიტუტად, რომელიც არ იქნებოდა დამოკიდებული ერთ, ორ, ან რამოდენიმე ადამიანზე.

მე უკვე ათი წელია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ვარ და ძირითადი მიზანი ცალსახად მიღწეულია - დღეს ჩვენი ბიზნეს გაერთიანება, თითოეული ჩვენგანის ძალისხმევის, აქტიური ჩართულობის და მონდომების შედეგად, ქვეყანაში გავლენიანი და ანგარიშგასაწევი ინსტიტუტია, რომელსაც პატივს სცემენ ისინიც კი, ვისთვისაც სრულიად უცხოა ბიზნესი და მასთან დაკავშირებული საკითხები.

დღეს, ჩვენი გაერთიანების არსებობის ათი წლის თავზე, როდესაც ასოციაციის წევრთა რაოდენობა  (72 წევრი) ისტორიულ მაქსიმუმზეა, როდესაც ასოციაცია არის არაერთი წარმატებული ეკონომიკური თუ სამართლებრივი რეფორმის ინიციატორი და მხარდამჭერი, როდესაც ბიზნესისათვის მნიშვნელოვან ყველა  საკითხთან მიმართებაში, ასოციაციის პოზიციით პროაქტიურად ინტერესდება ხელისუფლების ყველა შტო, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია, მედიასაშუალება - ალბათ ყველაზე შესაფერისი დროა შედეგები შევაჯამოთ და მე ჩემის მხრივ გადავდგა ის ნაბიჯი, რომელიც დარწმუნებული ვარ მხოლოდ წაადგება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის შემდგომ განვითარებას და ხელს შეუწყობს მის შემდგომ წარმატებებს - მე მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის პოსტი, თუმცა უწინდებურად აქტიურად გავაგრძელო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მხარდაჭერა.

ამასთანავე, მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, როგორც მყარ და გამართულ ინსტიტუტს შეეფერება, შენარჩუნდება მემკვიდრეობითობა და  ამდენად, ჩემი გადადგომის შემდეგ, ჩვენი წესდების შესაბამისად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს  ასოციაციის პირველი ვიცე პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, რომელსაც კარგად იცნობენ ბიზნეს წრეებში და რომელიც ჩვენი ასოციაციის შექმნის პირველივე წუთებიდანვე მაქსიმალურად ჩართული იყო ასოციაციის მშენებლობის საქმეში”- განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.


სოსო ფხაკაძე 2009 წლიდან, საქართველოს ბიზნესასოციაციის დაარსების დღიდან, იკავებდა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტის თანამდებობას.  2011 წელს ის საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა საერთო ყრილობაზე არჩეულ იქნა ასოციაციის პირველ ვიცეპრეზიდენტად.

სოსო ფხაკაძე ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტია. იგი არის ჰარვარდის, ჯორჯ-თაუნისა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მას ასევე დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი და უნივერსიტეტთ ანარსებული “ბიზნესის უმაღლესი სკოლა”. სოსო ფხაკაძ ეფლობს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი სხარისხს. 

დაფუძნების დღიდანვე,სოსო ფხაკაძე აქტიურად იყო ჩართული ასოციაციის საქმიანობაში და ისმონაწილეა ყველა იმ მნიშვნელოვანიპროცესის, რაც ასოციაციამ გაიარა მისი დაარსებიდან დღემდე.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მადლობას უხდის გიორგი ჭირაქაძეს გაწეული ღვაწლისათვის და წარმატებებს უსურვებს მას მომავალ ბიზნეს საქმიანობაში.

ასევე,საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება და წარმატებებს უსურვებს სოსო ფხაკაძეს ახალ სარბიელზე.





LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება
access_time2021-04-09 20:11:02
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე...

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate
access_time2021-04-09 20:30:09
      2021 წლის მარტში ჩინეთის ხელმძღვანელობამ ქვეყნის განვითარების 14-წლიანი გეგმა ოფიციალურად დაამტკიცა, რომლის ძირითადი არსია შიდა მოხმარების სტიმულირება და ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის მიღწევა.თუმცა, ამ დოკუმენტზე ჯერ მელანი არ გამშრალა და პეკინი თავისივე სტრატეგიას თავად არღვევს იმით, რომ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობებს იფუჭებს.კერძოდ, ჩინეთი რამდენიმე ბრიტანელი და კანადელი პოლიტიკოსის, ასევე...

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა
access_time2021-04-09 19:00:28
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ როგორც მინიმუმ სანქციების 2 პაკეტი - „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს და მისი ოპერატორი-კომპანიის გენერალური დირექტორის მატიას ვარინგის წინააღმდეგ - დაამტკიცა - იტყობინება საიტი Politico.თუმცა, ეს შეზღუდვები ჯერ ძალაში არ შესულა და ამ დროისთვის თეთრი სახლი კონსულტაციებს აწარმოებს ახალი სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე - სწორედ მას მოუწევს რუსული გაზსადენის წინაამღდეგ საერთაშორისო ძალისხმევის...


მსგავსი სიახლეები

up