საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტი მიესალმება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ აღურიცხავი საწვავის გამოვლენისა და რეალიზაციის აღკვეთის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტი მიესალმება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ აღურიცხავი საწვავის გამოვლენისა და რეალიზაციის აღკვეთის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს

access_time2020-03-19 12:18:03

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილმა დანაშაულმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ნავთობპროდუქტების სფეროში დანაშაულებრივი ბიზნესის არსებობის მასშტაბები. არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ დღეს ქვეყნის სანავთობო ბიზნესი დგას უდიდესი გამოწვევების წინაშე, როდესაც სხვადასხვა კრიმინალური გზებით იმპორტირებული აღურიცხავი საწვავის არსებობის ფაქტორი უზარმაზარ დარტყმას აყენებს სფეროში მოღვაწე კეთილსინდისიერ ბიზნეს სუბიექტებსა და სახელმწიფო ბიუჯეტს. აუცილებელია, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს სამართლიანი ბიზნესის კეთების კულტურა - სხვადასხვა ტიპის ბიზნესში ჩართულ თითოეულ სუბიექტს მთელი სიგრძე-სიგანით უნდა ესმოდეს ქვეყანაში არსებული გადასახადების გადახდის ვალდებულებისა თუ სხვა კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვის აუცილებლობა.


სამართლიანი კონკურენცია და გადასახადების პირუთვნელი გადახდა არის ერთადერთი გზა ჯანსაღი ბიზნესგარემოს შესაქმნელად. უკანასკნელ პერიოდის რეალობად იქცა, ერთის მხრივ, სანავთობო სფეროს უმსხვილესი ბიზნეს სუბიექტები - თანამედროვე ინფრასტრუქტურით, სოციალური პასუხისმგებლობით, მრავალმილიონიანი ინვესტიციებითა და ასეულმილიონიანი შენატანებით სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო მეორეს მხრივ, მეწარმეთა ნაწილი, რომელთა ყოველდღიურობა მიმართულია სხვადასხვა კრიმინალური სქემებითა თუ ანგარიშფაქტურების მანიპულირებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების მითვისებისაკენ.



ვთვლით ჩვენს ვალდებულებად, სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ნავთობპროდუქტების იმპორტისა და რეალიზაციის სფეროში დამკვიდრებული კრიმინალური სქემების გამოსავლენად და მანკიერი რეალობის ერთხელ და სამუდამოდ აღმოსაფხვრელად - განაცხადა შავლეგ მიშველაძემ, BAG-ის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის თავმჯდომარემ“-ნათქვამია განცხადებაში. 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up