საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით საქართველოს მთავრობის წევრებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შირის დისტანციური შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით საქართველოს მთავრობის წევრებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შირის დისტანციური შეხვედრა გაიმართა

access_time2020-04-03 15:06:38

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG) ონლაინ-პლატფორმის გამოყენებით საქართველოს მთავრობის წევრებთან დისტანციური შეხვედრა გამართა, სადაც საქართველოს მთავრობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი წარმოადგენდნენ. შეხევდრაში, ასევე მონაწილეობდა საქართველოს ბიზნესომბუდსმენი, მიხეილ დაუშვილი.


დისტანციური შეხვედრის მსვლელობისას, რომელშიც 130-მდე კომპანიის წარმომადგენელი იყო ჩართული, სხვა მიმდინარე საკითხებთან ერთად, საუბარი შეეხო საგანგებო მდგომარეობის ამოქმედებასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვებსა და ამ შეზღუდვების კორექტირების შესაძლებლობას.


საქართველოს მთავრობის წევრებმა აღნიშნეს, რომ დაწესებული შეზღუდვები არის დროებითი და ემსახურება მოაქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას. აქედან გამომდინარე, ის ბიზნეს ოპერატორები, რომლებიც წარმოადგნენ საკმარის დასაბუთებას, რომ მათი საქმიანობა შეესაბამება ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ სპეციალურ გაიდლაინებს, ექნებათ ოპერირების შესაძლებლობა. საუბარი შეეხო არასასურსათო პროდუქციის ონლაინ-გაყიდვებს, მშენებლობებსა და სამშენებლო მასალებით ვაჭრობას, მოქმედი წარმოებების მიწოდების ჯაჭვში არსებულ საწარმოებს და ა.შ.



„შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა როგორც ჩვენთვის, ბიზნესისთვის, ასევე თავად მთავრობის წევრებისთვის, რადგანაც ამ არაორდინარულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღებისას წარმოუდენლად რთულია გაითვალისწინო ყველა ის წვრილმანი, რომელიც ბიზნესის საქმაიონობისას თან ახლავს. შესაბამისად, დღეს ბიზნესის მხრიდან გაჟღერებული პრობლემები და გაზიარებული მოსაზრებები მნიშვნელოვანი იქნება თავად მთავრობის წევრებისთვის, რათა ამ კრიტიკულ სიტუაციაშიც მაქსიმალურად მოხერხდეს ჩვენი წევრი კომპანიების ბიზნეს ინტერსების ხელშეწყობა, ხოლო მეორეს მხრივ დაცული იყოს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up