საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება -  ასოციაციის წევრები სრულად ვიზიარებთ ქართული საზოგადოების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება - ასოციაციის წევრები სრულად ვიზიარებთ ქართული საზოგადოების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს

access_time2019-06-26 16:45:37

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, როგორც ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება, რომელიც სამოცდაათზე მეტ მსხვილ კომპანიას აერთიანებს, ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ასოციაციის რიგით მეექვსე ყრილობაზე მიღებული განცხადებით გამოეხმაურა. ასოციაციის მე-6 ყრილობა 25 ივნისს გაიმართა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოსა და სხვა მმართველი ორგანოების წევრები იქნენ არჩეულნი.


.

“კომერსანტი“ BAG ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები სრულად ვიზიარებთ ქართული საზოგადოების იმ გულწრფელ და სამართლიან პროტესტს, რაც რუსეთის ფედერაციის დუმის წარმომადგენლების მიერ ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში უმაღლესი თანამდებობის პირის ადგილის დაკავებას მოჰყვა. ამავდროულად, ასოციაციის წევრები, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის ყველა თანამემამულე შეწუხებული ვართ იმ ტრაგიკული მოვლენებით, რაც 20 ივნისის საღამოს რუსთაველის გამზირზე განვითარდა. ბუნებრივია, ყველასათვის მძიმე სანახავი იყო დასისხლიანებული და დასახიჩრებული ახალგაზრდების, შეურაცხყოფილი და ნაცემი ჟურნალისტებისა თუ პოლიციელების ხილვა. 



ამასთან, თბილისში განვითარებული მოვლენების ფონზე რეალობასთან შეუსაბამოდ გვეჩვენება რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის რეაქცია და გადაწყვეტილება საავიაციო მიმოსვლის შეწყვეტისა და რუსი ტურისტების საქართველოში მოგზაურობისას სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების შექმნის შესახებ. ასევე არ გამოვრიცხავთ რუსეთის ფედერაციაში ქართული პროდუქციის ექსპორტის დროებით შეზღუდვას, მათ შორის, ქართული ღვინის საწინააღმდეგოდ გარკვეულ ქმედებებს. ასეთი ტიპის ნაბიჯები დამატებით პრობლემებს გააჩენს ქვეყნებს შორის ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ ურთიერთობებში და ორმხრივად დამაზიანებელი იქნება რიგითი მოქალაქეებისთვის.


საქართველო და ქართველი ხალხი მუდამ გამოირჩეოდა ტოლერანტობითა და სტუმარმასპინძლობით და ყოველთვის მივესალმებით რუსეთის ფედერაციისა თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც პატივს სცემს ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს. სრულიად ნათელია, რომ რუს ტურისტებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ საქართველოში სტუმრობისას და დარწმუნებული ვართ, რომ მიმდინარე პროცესები მშვიდობიანად ჩაივლის და ტურისტული ნაკადები რუსეთის ფედერაციიდან  კვლავაც გაგრძელდება.



ამასთან, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიები აცნობიერებენ იმ მოკლევადიან ეკონომიკურ სირთულეებს, რაც შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების ზემოაღნიშნულმა ქმედებებმა. შესაბამისად, მზად ვართ, გადავდგათ ყველა საჭირო ნაბიჯი რათა მაქსიმალურად შემსუბუქდეს ამ ქმედებების ნეგატიური ეფექტი ქართულ ეკონომიკასა და ბიზნესზე. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გამოთქვამს მზადყოფნას, საქართველოს ხელისუფლებასთან და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარესთან მჭიდრო კომუნიკაციით შემუშავდეს ეფექტური სამოქმედო გეგმა, რითაც დარწმუნებული ვართ ჩვენი ქვეყანა დაძლევს ამ მოკლევადიან გამოწვევებს.






„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება

„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება
access_time2019-11-18 21:29:59
„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება. ამის შესახებ კომპანია ინფორმაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს. ქსელური ჰიპერმარკეტის განცხადებას კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ:   „მიგვაჩნია, რომ ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლების წართმევაა! დღეს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ადამიანის ფუნდამეტური უფლება - აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება იზღუდება.   რთულია, ამ სიტუაციაში იყო უმოქმედოდ, მაგრამ...

თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება

თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება
access_time2019-11-18 21:00:20
თბილისში მიმდინარე მოვლენები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. “საქართველოში მიმდინარე პროტესტს პარლამენტთან შეერთებული შტატები და ევროკავშირი უჭერს მხარს“, - სტატიას ამ სათაურით France 24 აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ მიმდინარე აქციები, ბოლო წლების მანძილზე ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლებია საქართველოს დედაქალაქში. გამოცემის ცნობით, დაახლოებით 20 000 ადამიანი თბილისის ქუჩებში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. საპროტესტო აქციებზე წერს ასევე...

კახა კალაძე –სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა

კახა კალაძე –სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა
access_time2019-11-18 20:15:51
გვინდა გამოვეხმაუროთ რუსთველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და საპოლიციო ღონისძიებას, რომელიც წესრიგის აღსადგენად ჩატარდა. საქართველოში, დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან, ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს.   ჩვენ, ორი დღის განმავლობაში, ვაფრთხილებდით აქციის ორგანიზატორებს, რომ სახელწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის ბლოკირება არის უკანონო ქმედება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ნახეს რა, რომ არ ჰქონდათ ხალხის სათანადო მხარდაჭერა, აქციის...

„ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი პასუხისმგებელია არსებულ დესტაბილიზაციაზე და ასევე ერთადერთია, ვისაც ყველაფრის შეჩერება შეუძლია“ - ფადი ასლი

„ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი პასუხისმგებელია არსებულ დესტაბილიზაციაზე და ასევე ერთადერთია, ვისაც ყველაფრის შეჩერება შეუძლია“ - ფადი ასლი
access_time2019-11-18 20:00:53
„დღეს ეს დემონსტრანტები თუ გაიყვანეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან, ხვალ ისევ დადგებიან და ეს პროცესი არასდროს დასრულდება, შესაბამისად, გაგრძელდება ქვეყნის არასტაბილური მდგომარეობაც. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პირობა დაარღვია და აზრი შეიცვალა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ის ერთადერთია ვისაც უნდა ვადანაშაულებდეთ. ივანიშვილი ამბობს,  რომ მისმა პარლამენტარებმა უღალატეს, მაგრამ ამას ორი წლის ბავშვიც კი არ დაიჯერებს.  ჩვენ...

საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება, ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ

საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება, ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ
access_time2019-11-18 18:00:59
საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება. როგორც ცნობილია, სპეცრაზმმა პარლამენტის ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლა.არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარლამენტში შეკრებას იწყებენ. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურში განუცხადეს, დღეს ბიუროს სხდომა მედიის გარეშე ჩატარდება, თუმცა საზოგადოებას სხდომის მიმდინარეობის ნახვა...


მსგავსი სიახლეები

up