საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრთა რიგებს კახური ტრადიციული მეღვინეობა (KTW) შეუერთდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრთა რიგებს კახური ტრადიციული მეღვინეობა (KTW) შეუერთდა

access_time2020-09-09 13:30:24

კახური ტრადიციული მეღვინეობა (KTW), საქართველოს უმსხვილესი მეღვინეობის კომპანია, რომელიც Forbes Georgia 2020 წლის 50 მსხვილ ქართულ ბიზნეს ოპერატორების სიაში მოხვდა, ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა.


KTW ძირითადი ღირებულება ტრადიციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმაა. შესაბამისად, კომპანია ყოველწლიურად ზრდის ვენახების ფართობებს და არსებული გეგმის მიხედვით 2025 წლისათვის 10,000 ჰექტარს მიაღწევს, თანაც ისე, რომ KTW-ს პროდუქციის ხარისხის კონტოლს „ვენახიდან-თარომდე გაუწევს.


აღსანიშნავია, რომ KTW ჯგუფი რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს, მათ შორისაა, მეღვინეობა და მევენახეობა 4 ღვინისა და სპირტის გადამამუშავებელი საწარმოთი, 1100 ჰექტრამდე გაშენებული ვენახები და 3 ღვინის მარანი, ასევე, ხილის გადამუშავება (Nena / ნენა - ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო) და სტუმართ-მასპინძლობის საწარმოები (Akhasheni Wine Resort & Spa - 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო კახეთში; Orbeliani Residence & Garden - სასტუმრო და რესტორანი ახლად გახსნილ ორბელიანის მოედანზე; Chateau Askana - უახლესი პროექტი გურიაში, რომელიც მოიცავს მივიწყებული დასავლური ენდემური ჯიშების აღდგენას და მათ წარმოებას; Chamber of Georgian Wine - ქართული რესტორანი მცხეთაში; Guramishvilis Marani - უმაღლესი დონის ღვინისა და შამპანურის მწარმოებელი; Velistsikhe Veranda - ქვევრის ღვინის მწარმოებელი მარანი, რომლის საფერავიც ბორდოს ღვინის მუზეუმში La Cite Du Vin-ში არის წარმოდგენილი).



„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციას მეღვინეობისა და მევანახეობის დარგში ერთ-ერთი ლიდერი კომპანია შემოუერთდა „კახური ტრადიციული მეღვინეობის (KTW) სახით. ასოციაცია პანდემიის პირობებშიც განაგრძობს წევრების მიღებას, მათ ინტერესებზე ზრუნვას და მხარდაჭერას, რადგან ბიზნეს სექტორი დღეს განსაკუთრებით საჭიროებს ამას. ვიმედოვნებთ, რომ KTW-ს და BAG-ის თანამშრომლობა ნაყოფიერი და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული იქნება - განაცხადა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.


R





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up