საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ახალი წევრია პაშა ბანკი

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ახალი წევრია პაშა ბანკი

access_time2021-10-27 14:55:47

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ახალ წევრს, პაშა ბანკს. პაშა ბანკი საქართველოში 2013 წლიდან საქმიანობს. მისი სათავო ოფისი ბაქოში მდებარეობს და ოპერირებს, როგორც აზერბაიჯანში, ასევე საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.

 

აღსანიშნავია, რომ პაშა ბანკი არის პაშა ჰოლდინგის ნაწილი, რომელიცთავის მხრივწარმოადგენს აზერბაიჯანის ერთ-ერთ წამყვან საინვესტიციო ჯგუფს და ფლობს აქტივებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის დაზღვევა, კორპორაციული და საცალო საბანკო საქმიანობა, ქონების მართვა, მშენებლობა და ტურიზმი. ჰოლდინგის კაპიტალმა 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 7.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

 


2019 წლიდან პაშა ბანკმა მომსახურების მიმართულებებს დაამატა საცალო საბანკო სერვისებიც, რომლისთვისაც შეიქმნა ქვე-ბრენდი - რე|ბანკი. რე|ბანკი უკვე ორ წელიწადზე მეტია მომხმარებლებს სთავაზობს გამორჩეულ პროდუქტებს და ერთ-ერთი მათგანი არის ტოპ|ქარდი - ეს არის შოპინგ ბარათი, რომელიც საშუალებას აძლევს მფლობელს, შეიძინოს სასურველი ნივთი თუ მომსახურება ახლა და გადაიხადოს მერე: ბარათის გამოყენება შესაძლებელია ფაქტობრივად ყველა სექტორში. აღსანიშნავია, რომ პარტნიორი ობიექტების რიცხვმა უკვე 1,400-ს გადააჭარბა. სხვადასხვა პარტნიორთან მოქმედებს ღირებულების სხვადასხვა რაოდენობის თვეზე გადანაწილების პრინციპი, რეკომენდებული ვადებში ღირებულების დაფარვისას მომხმარებელს ერთი თეთრითაც კი არ უძვირდება შენაძენის ფასი, ის უბრალოდ უნაწილდება სხვადასხვა რაოდენობის თვეზე, გააჩნია სად იშოპინგებს. ტოპ|ქარდი არის უფასო - მას არ აქვს არც მომსახურების და არც დამტკიცების საკომისიო. ბარათის აღება დისტანციურადაც არის შესაძლებელი rebank.ge-ზე და ბუნებრივია, ბანკის ფილიალებში და გაყიდვის სხვა წერტილებშიც.

 

„მივესალმებით საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ახალ წევრს პაშა ბანკს. პაშა ბანკი განვითარებაზე ორიენტირებული ბანკია, რათა მაქსიმალურად მრავალფეროვანი მომსახურება შესთავაზოს თავის მომხმარებელს. საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გაერთიანებულია თითქმის ყველა ბანკი, რომელიც დღეს ბაზარზე ოპერირებს. შესაბამისად, ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ამ სექტორში არსებული პრობლემები და გამოწვევები, და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა საკმაოდ ეფექტიანი იქნება" - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.


თეგები:
Bag



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up