საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში სავალუტო რისკის ჰეჯირების საკითხზე საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან დისტანციური შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში სავალუტო რისკის ჰეჯირების საკითხზე საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან დისტანციური შეხვედრა გაიმართა

access_time2020-04-16 12:25:37

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ საკუთარ წევრებთან, ძირითადში კი წამყვანი კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან მორიგი დისტანციური შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განხილული იყო ლარის სავალუტო კურსის ჰეჯირების ინსტრუმენტები, რომელიც ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს, საბანკო სექტორის მიერ ლარების მობილიზაციასა და შესაბამისად, ლარებში სესხების გაცემას, მეორეს მხრივ კი ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობას.


COVID 19- ის პანდემიიდან გამომდინარე, ქვეყანას მნიშვნელოვნად შეუმცირდა სავალუტო შემოდინებები, რაც ლარის კურსზე ნეგატიურად აისახა. კურსზე ზეწოლას ასევე ამძაფრებს არსებული ნეგატიური მოლოდინები. შედეგად, ბაზარზე გაზრდილია მოთხოვნა უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ დეპოზიტებზე და ასევე გაზრდილია მოთხოვნა ლარში დენომინირებულ სესხებზე. ამ დისბალანსმა, ბუნებრივია, გამოიწვია  ლარებში საპროცენტო განაკვეთების საგრძნობი  ზრდა.


საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ უაღრესად მნიშვნელოვანი და ეფექტური იქნება სავალუტო  ჰეჯირების ინსტრუმენტის გამოყენება. ეს ინსტრუმენტი, რომლის მექანიზმებსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია უკვე გარკვეული პერიოდია ამუშავებს, საშუალებას იძლევა, რომ კომერციულ ბანკებში დღეს არსებული და სამომავლოდ მოსაზიდი უცხოური ვალუტა გარდაიქმნას ლარად ისე, რომ ამ პროცესმა ლარის გაცვლით კურსზე არ იქონიოს ნეგატიური ეფექტი. შემოთავაზებული ჰეჯირების ინსტრუმენტის მთავარი პრინციპები იქნება:

 


· საქართველოს მთავრობა და საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს შესაბამისი ფასის გადახდით დაუზღვევს სავალუტო რისკს გარკვეულ თანხაზე

 

·  ბანკები, ამ თანხის ფარგლებში, შიდა სავალუტო ბაზარზე დააკონვერტირებენ უცხოურ ვალუტას ლარში და გასცემენ სესხებს ლარში


საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოს მთავარობასა და საქართველოს ეროვნულ ბანკთან ამ საკითხზე აქტიურ და პროფესიულ კონსულტაციებს განახორციელებს. ბიზნეს ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი იქნება ზემოაღნიშული ინიციატივა, რაც მნიშვნელოვანი ღირებულების მომტანი იქნება ბიზნესისათვის და ეს განსაკუთრებით დღევანდელ ვითარებაში. 






ირაკლი ღარიბაშვილი - შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება

ირაკლი ღარიბაშვილი - შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება
access_time2021-03-01 22:54:17
ჩვენ შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება. მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან და ჩამოვყალიბდებით შემდეგ ნაბიჯებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მოწოდება, რჩევა იყო, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ყველამ ერთად გამონახოს საერთო ენა. „შარლ მიშელის მიერ...

შარლ მიშელისა და ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა მიმდინარეობს

შარლ მიშელისა და ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა მიმდინარეობს
access_time2021-03-01 20:34:10
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც ესწრებიან. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივიდნენ ირმა ინაშვილი, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, სალომე სამადაშვილი, ალეკო ელისაშვილი, მამუკა ხაზარაძე, შალვა ნათელაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე და...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-03-01 21:00:35
1. სასტუმროს გახსნა არ არის გასაღების გადატრიალება - მთავრობის დაგვიანებული...

ევროპის საინვესტიციო ბანკი, COVID-19-ის საგანგებო დახმარების ფარგლებში, ლიბერთი ბანკში არსებულ საკრედიტო ხაზს 17.5 მილიონ ევრომდე ზრდის

ევროპის საინვესტიციო ბანკი, COVID-19-ის საგანგებო დახმარების ფარგლებში, ლიბერთი ბანკში არსებულ საკრედიტო ხაზს 17.5 მილიონ ევრომდე ზრდის
access_time2021-03-01 16:30:03
ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის.ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით,...

საქართველოში იტალიური კოსმეტიკის ბრენდი Kiko Milano შემოდის - „მაისში 3 მაღაზია გაიხსნება“

საქართველოში იტალიური კოსმეტიკის ბრენდი Kiko Milano შემოდის - „მაისში 3 მაღაზია გაიხსნება“
access_time2021-03-01 18:00:00
საქართველოში იტალიური კოსმეტიკის ბრენდი Kiko Milano შემოდის. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ბრენდის მაღაზიები თბილისის მოლებში მაისში გაიხსნება.„მაისში გაიხსნება იტალიური კოსმეტიკის ბრენდი. ჯამში, 3 მაღაზია. ეს იქნება ისთ ფოინთში, სითი მოლსა და თბილისი მოლში. რაც შეეხება სხვა ბრენდებს, ჯერ ისევ ვმუშაობთ“,- განაცხადა რეზო...


მსგავსი სიახლეები

up