„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ რადიკალური ცვლილებები იგეგმება -„გვსურს პარლამენტში  ჩვენი წარმომადგენლობა გვყვავდეს“

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ რადიკალური ცვლილებები იგეგმება -„გვსურს პარლამენტში ჩვენი წარმომადგენლობა გვყვავდეს“

access_time2019-06-26 16:00:06

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ ბევრი რამე შეიცვლება“- ასეთ განცხადებას „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ უკვე პირველი ვიცე-პრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი „კომერსანტთან“ აკეთებს. მისი ინფორმაციით, ასოციაციაში გუნდი მთლიანად შეიცვალა, არჩეულია “საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი“  სოსო ფხაკაძე, ასევე ახალი აღმასრულებელი დირექტორი -ლევან ვეფხვაძე, მეორე ვიცე-პრეზიდენეტი -არჩილ კონცელიძე.


როგორც პაპაშვილი განმარტავს, ასოციაცია უფრო მობილური იქნება. მიმდინარეობს 5-წლიანი სტრატეგიის ჩამოყალიბება. გადაიხედება 6 თვის ბიუჯეტიც. პაპაშვილის ინფორმაციით, დაახლოებით ივლისის ბოლოსთვის ახალი გუნდი, ახალი ხედვით წარსდგება.


კითხვაზე, კონკრეტულად რა ნაწილში იგეგმება რადიკალური ცვლილებები, პაპაშვილი განმარტავს, რომ დეტალები ერთ თვეში იქნება, თუმცა, აღნიშნავს, რომ ასოციაცია 10 წლის განმავლობაში  მთავრობის ამა თუ იმ ფრთასთან ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობდა. ახლა ეს სამუშაოები უფრო ინტენსიურად მოხდება.


„ვფიქრობთ,  წარმომადგენლები გვყვავდეს პარლამენტში, ეკონომიკური ბლოკის მინისტრებთან კომუნიკაცია ძალიან აქტიური გვინდა გახდეს. ჩვენი სურვილია, რომ ბიზნესის საზიანოდ არცერთი გადაწყვეტილებარ იქნას მიღებული,“  აცხადებს პაპაშვილი.




ღსანიშნავია, რომ გუშინ BAG-ის საერთო ყრილობაზე წევრების უმრავლესობამ მხარი „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტის თანამდებობაზე სწორედ სოსო ფხაკაძეს დაუჭირა. ის ერთადერთი კანდიდატურა იყო.რაც შეეხება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პირველ ვიცე პრეზიდენტის პოსტს, მას  ლაშა პაპაშვილი დაიკავებს. კიდევე ერთი სიახლე არის ის, რომ მოხდება ბიზნეს ასოციაციის სამეურვეო და სამეთვალყურეო საბჭოს შეერთება. გუნდი 25 წევრით დაკომპლექტდება.შეგახსენებთ, რომ აქამდე აღნიშნული ორგანოები ცალ-ცალკე ოპერირებდნენ.



ცნობისთვის, გიორგი ჭირაქაძემ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის თანამდებობა მიმდინარე წლის აპრილში დატოვა, რის შემდეგაც ასოციაციის წესდების თანახმად, ყრილობის ჩატარებამდე პრეზიდენტის პოზიცია ვიცე პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ დაიკავა.


სოფო ქსოვრელი 





გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა

გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა
access_time2019-12-11 19:30:09
“ლოუკოსტერი” Ryanair-ი იმ მგზავრებს, რომელთაც 2020 წლის 1-ელი აპრილის შემდეგ გერმანიის აეროპორტებში ფრენებზე ქონდათ ავიაბილეთები შეძენილი საავიაციო გადასახადის ზრდის შესახებ აფრთხილებს. ავიაკომპანია ასეთ მგზავრებს განუმარტავს, რომ საავიაციო გადასახადის ზრდის გამო, შეძენილი ავიაბილეთის ღირებულებას თანხა დაამატონ, ან დაიბრუნონ ბილეთებში გადახდილი თანხა, ჯარიმის გარეშე.მგზავრებმა გადაწყვეტილება 18 დეკემბრამდე უნდა...

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს
access_time2019-12-11 17:30:09
2019 წლის 10 თვეში კომერციულ ბანკებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 11 101 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (4 842) შედარებით 129%-ით...

„ლაღიძის წყლების შენობაში 5 მილიონს არავინ გადაიხდის“

„ლაღიძის წყლების შენობაში  5 მილიონს არავინ გადაიხდის“
access_time2019-12-11 16:20:50
„ლაღიძის წყლების“ ისტორიულ ადგილზე - რუსთაველის 24-ში,  აღდგენის სურვილი საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოთქვა და   შესაბამისი დავალება თბილისის მერს, კახა კალაძეს მისცა. “ლაღიძის წყლების” ყოფილი შენობის გამოსყიდვა მერიას მიზანშეწონიდალად არ მიაჩნია. გამოსყიდვის ღირებულება 5 მილიონი ამერიკული დოლარია,“ -ასე ეხმაურება მერია ლაღიძის წყლების შენობის გამოსყიდვის ამბავს....

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს
access_time2019-12-11 15:12:59
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული, სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელი დავით ჯავახაძე აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს, თუმცა სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” არსებულ ხელშეკრულებაზეა კონცენტრირებული. “ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, თუ სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულებას შეწყვეტს, როგორ გეგმავს...

პრეცედენტული გადაწყვეტილება–ლისის ტბაში წყალი ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს ეკუთვნის, სანაპირო/მიმდებარე ტერიტორია–მამუკა ხაზარაძის კომპანიებს

პრეცედენტული გადაწყვეტილება–ლისის ტბაში წყალი ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს ეკუთვნის, სანაპირო/მიმდებარე ტერიტორია–მამუკა ხაზარაძის კომპანიებს
access_time2019-12-11 18:30:41
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტული, ისტორიული და ჭეშმარიტად სამართლიანობის აღდგენის აქტია. საერთო სასამართლოების სისტემაში, წინამდებარე დავა პირველი შემთხვევაა და სასამართლოს განმარტებები მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებას. კანონმა ლიცენზიის სახეობა გააუქმა, სახელმწიფომ კანონის მოთხოვნამდე წარმოშობილი სამართალ-ურთიერთობა არ ცნო, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კი, დღეს უპირობოდ იქნა...


მსგავსი სიახლეები

up