საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

access_time2020-09-10 14:49:22

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრაზე პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანთან ასოციაციის წევრი კომპანიების მოსაზრებები და შენიშვნები განიხილეს.



კანონპროექტი, რომელიც გარემოს დაცვის მიმართულებით თვისობრივად ახალ მიდგომებს ითვალისწინებს, ბიზნეს ასოციაციის განსაკუთრებული ინტერესის საგანი ჯერ კიდევ გასულ წელს, მისი პირველადი ვერსიის წარდგენისთანავე გახდა. მას შემდეგ, კონსულტაციების შედეგად, დოკუმენტის პირველადი რედაქცია შეიცვალა და კიდევ უფრო მეტად დაიხვეწა. ასოციაციის წევრებმა დადებითად შეაფასეს კონსულტაციების პროცესში პარლამენტისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს როლი, თუმცა ამავდროულად აღნიშნეს, რომ არსებულ რედაქციაში დარჩენილია რიგი პრობლემური საკითხები.



ბიზნეს ასოციაციის წევრები შემოთავაზებულ რედაქციაში ძირითად პრობლემურ საკითხებად მიიჩნევენ: ოპერატორის ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის შესაძლებლობას, პასუხისმგებლობის გამომრიცხავი ევროდირექტივით დადგენილი შემთხვევების გაუთვალისწინებლობას და გარემოსდაცვითი რისკის ფინანსურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს. ეს უკანასკნელი, წევრთა განცხადებით აუცილებლად გამოიწვევს დანახარჯების ზრდას და აისახება მათ მიერ წარმოებული პროდუქტის, მათ შორის, ენერგოპროდუქტების თვითღირებულებაზე. ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ ფინანსური უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენების დავალდებულება მიზანშეუწონელ ტვირთად შეიძლება დააწვეს ბიზნესს და შეაფერხოს რიგი პროექტების განხორციელება. აღნიშნული საკითხების შემდგომი დაზუსტება და დახვეწა კანონპროექტის ავტორებთან სამუშაო რეჟიმში იგეგმება.




კანონპროექტით ყალიბდება ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სისტემა, რომელიც ეფუძნება „დამბინძურებელი იხდის პრინციპს. შედეგად, კანონის გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში ითვალისწინებს არა პირის პასუხისმგებლობას ჯარიმების დაკისრების გზით, არამედ - გარემოსთვის მიყენებული ზიანის აღმოფხვრა/შერბილებას და დაზიანებული გარემოს აღდგენას.



ასოციაციის შეფასებით, შემოთავაზებული კანონპროექტი ცალსახად პროგრესულია და თანამედროვე ევროპულ მიდგომებს აყალიბებს. თუმცა, არსებობს გარკვეული დეტალები, სადაც საჭიროა ბიზნესის პოზიციის გათვალისწინება.



R






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up