საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ აფხაზეთის თემატიკაზე მხატვრული ფილმისთვის 150 000 ლარი გამოყო

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ აფხაზეთის თემატიკაზე მხატვრული ფილმისთვის 150 000 ლარი გამოყო

access_time2020-10-27 12:55:55

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საკუთარი ბიუჯეტიდან მხატვრული ფილმის „სად მიდის ლიზა?“ გადაღებას 150 ათასი ლარით დააფინანსებს. ფილმის პროდიუსერი და რეჟისორი ნანა ჯანელიძე, ხოლო სცენარის ავტორები ჟურნალისტი ლია ტოკლიკიშვილი და ნანა ჯანელიძე არიან. აღსანიშნავია, რომ ქალბატონ ნანა ჯანელიძეს, რომელიც ბევრი საერთაშორისო კონკკურსის ჯილდოს მფლობელია, ქართველი მაყურებელი მას ფილმებიდან „მონანიება“ და „იავნანა“ იცნობს.

ფილმი რეალურ ფაქტებზე არის აგებული და ეფუძნება ომში მონაწილე ქართველების და აფხაზების რეალურ  დღიურებს  - დოკუმენტურ მეხსიერებას, რომელიც ყოველგვარი შეფერადების გარეშე აღწერს გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისის აფხაზეთის ტრაგედიას.  ფილმი გამოხატავს იმ  უზარმაზარ ტკივილს, რომელსაც ორივე მხარე განიცდის, თუმცა ომის მიღმა არსებობს ის კავშირებიც, რომელიც ქართველებსა და აფხაზებს შორის გაჩენილი უფსკრულისა და უნდობლობის დაძლევისა და ერთმანეთის ცნობიერებაში მტრის ხატის წაშლის წინაპირობა შეიძლება გახდეს.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე ფილმის პროდიუსერმა ნანა ჯანელიძემ განაცხადა, „კინო საკმაოდ ძლიერი იარაღია, რომელსაც შეუძლია კონფლიქტის ორივე მხრიდან  ადამიანების დიდი და განსხვავებული ჯგუფები ჩართოს ერთმანეთთან დიალოგში“.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მოხარულია, რომ ისეთი საეტაპო ფილმის გადაღებაში მივიღებთ მონაწილეობას, რომელიც აფხაზებისა და ქართველების მომავალი ურთიერთობისთვის შექმნის გარკვეულ საფუძველს.  აფხაზეთი არის და იქნება ჩვენი ერის უმთავრესი ტკივილი, რომელიც ერთნაირად აწუხებს ყველას, ენგურს გაღმა თუ დანარჩენ საქართველოში. შესაბამისად, ჩვენთვის, როგორც ქვეყნის უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანებისთვის, მსგავს პროექტში მონაწილეობა იმ უმთავრესი პასუხისმგებლობის გამოხატულებაა, რომელიც ჩვენი ქვეყნის და მომავალი თაობების მიმართ გვაკისრია. გვინდა მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს, სადაც გაერთიანებული არიან საქართველოში მოღვაწე 25 წამყვანი კომპანიის დამფუძნებლები და/ან ხელმძღვანელი პირები,  ამ იდეის მხარდაჭერისათვის და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისათვის. ასოციაციის ფორმატში ჩვენ ყველას ერთად რამოდენიმე საინტერესო საქველმოქმედო პროექტი გვაქვს განხორციელებული და მათ შორის აფხაზეთის თემატიკაზე ფილმის მხარდაჭერა უდაოდ ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი იქნება“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.


 

 

 






როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება
access_time2021-07-30 16:00:51
თბილისში სპორტული მედიცინის ცენტრის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ jandacva.ge-ს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა ხათუნა საგანელიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი სპორტული რეაბილიტაციის ცენტრს ააშენებს. მისი ინფორმაციით, დაწყებულია კონკრეტული მოლაპარაკებები სპორტული მედიცინის ცენტრების მშენებლობაზე, აღჭურვაზე, ექიმების და რეაბილიტოგების გადამზადებაზე. საგანელიძის განმარტებით, ამისთვის საჭიროა საკმაოდ დიდი...

განათლების მინისტრი სასკოლო რეფორმაში ფინურ გამოცდილებას გაითვალისწინებს

განათლების მინისტრი სასკოლო რეფორმაში ფინურ გამოცდილებას გაითვალისწინებს
access_time2021-07-30 12:30:08
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან ერთად განათლების სისტემის 10 წლიანი განვითარების გეგმა წარადგინა. მიხეილ ჩხენკელის განცხედებით სკოლებში ესტონური და ფინური გამოცდილების გათვალისწინებით ინტენსიურად მიმდინარეობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი, რომელიც 2024 წელს დასრულდება. განათლების მინისტრის განმარტებით სწავლების მეთოდოლოგიის შეცვლა მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას შეუწყობს...

კომფორტის ფასი თბილისის პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსებში

კომფორტის ფასი თბილისის პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსებში
access_time2021-07-30 15:00:52
თბილისის პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსში მობინადრეების ცხოვრების ხარჯი, კომუნალური გადასახადების გამოკლებით, 400-600 ლარს აღწევს. ამ თანხაში შედის საცხოვრებელი არეალის - სადარბაზოებისა და ეზოების, გამწვანების, ლიფტის, საცურაო აუზების, სასეირნო და სარბენი ბილიკების და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის ხარჯი. ამ პროცესს დეველოპერი დაქირავებული კომპანიების საშუალებით უზრუნველყოფს ან ასეთ ფირმებს თავად  ამხანაგობები ქირაობენ. მომსახურების...

ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ივნისშიც გაგრძელდა

ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ივნისშიც გაგრძელდა
access_time2021-07-30 11:20:36
ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გრძელდება. ივნისში მშპ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18.7%-ით გაიზარდა.  მთლიანად, წლის პირველ ნახევარში ეკონომიკა 12.7%-ით გაიზარდა, საიდანაც თუ პირველ კვარტალში ეკონომიკა 4.5%-ით შემცირდა, მეორე კვარტალში რეკორდული - 29.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. საქსტატის ცნობით 2021 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა,...

სამსუნგის Bespoke მაცივარი - შექმნილია შენთვის, შენს მიერ

სამსუნგის Bespoke მაცივარი - შექმნილია შენთვის, შენს მიერ
access_time2021-07-30 09:55:37
საოჯახო მოწყობილობები იშვათად გვათავაზობს განსაკუთრებულ დიზაინსა თუ ფერებს ჩვენი სამზარეულოსთვის, თუმცა სამზარეულო დამთანხმებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი ოთახია სახლში; Samsung მიზნად ისახავს შეცვალოს სტანდარტული მიდგომები Bespoke Appliance ინიციატივით. სწორედ ამისი ნათელი მაგალითია  Bespoke მაცივარი, რომელიც ინოვაიური და ახალი სიტყვაა საოჯახო ტექნიკის წარმოებაში. კორეული გიგანტისათვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო მომხმარელებთა აზრი და უკუკავშირი. ეს პროდუქტიც...


მსგავსი სიახლეები

up