საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს რიგით 114-ე სესიის საქართველოში ჩატარებას ეხმიანება

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს რიგით 114-ე სესიის საქართველოში ჩატარებას ეხმიანება

access_time2021-11-25 14:55:59

სხდომაზე, რომელიც მსოფლიო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით იმართება, ზეთისხილის სექტორის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე მსჯელობენ. აღსანიშნავია, რომ ზეთისხილის ბიზნესის მთავარი მოთამაშეები და ქვეყნები ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე მუშაობენ.

 

ზეთისხილის საერთაშორისო საბჭო საქართველოში, კომპანია „სვანიძე ჰოლდინგისა“, პერსონალურად გიორგი სვანიძის ორგანიზებითა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

 

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებით, „პანდემიის პერიოდში საქართველოსთვის მსგავსი დონის საერთაშორისო ღონისძიების მასპინძლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგანაც ის ზეთისხილის ბიზნესის ყველაზე მნიშვნელოვანი გლობალური ღონისძიებაა.

 


ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი, ამავდროულად საქართველოში ზეთისხილის ასოციაციის დამფუძნებელი, პრეზიდენტი და საქართველოში ამ დარგის შემომტანი გიორგი სვანიძე აცხადებს, რომ საქართველო მზად არის ზეთისხილის ზეთის გამოხდის და წარმოების კიდევ უფრო განსავითარებლად. მისი თქმით, „თბილისში იმყოფებიან ევროპელებიბრიტანელებისაუდის არაბეთიდანრომლებსაც ზეთისხილის სექტორში სურთ ინვესტიციის განხორციელება, რაც მეტად სასიხარულოა“.

 

„მივესალმებით წევრი კომპანია „სვანიძე ჰოლდინგის“ და პერსონალურად გიორგი სვანიძის წარმატებას, ვინაიდან მსოფლიო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესიის ჩატარება მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი წევრი კომპანიის განვითარებისა და წინსვლისთვის, ასევე სრულიად საქართველოსთვის. მოხარულნი ვართ, რომ ქვეყანაში იმყოფებიან ინვესტორები ამ დარგში მოწინავე ქვეყნებიდან და იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს მიმართ კიდევ უფრო მეტი ინტერესი იქნება, რაც გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ასევე შექმნის ახალ დასაქმების ადგილებსა და კიდევ უფრო მეტად დაეხმარება ზეთისხილის აგრიკულტურის განვითარებას საქართველოში “ - ნათქვამია ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ 24-26 ნოემბერს საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114- სესიას, მრჩეველთა რიგით 57- საბჭოს სხდომას და ზეთისხილის საერთაშორისო დღეს მასპინძლობსრომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up