საქართველოს ბიზნეს ასოციაცია: „ვიმედოვნებთ, რომ BAG ინდექსის 2022 წლის მეორე კვარტლის პოზიტიური დინამიკა საშუალოვადიან პერსპექტივაშიც შენარჩუნდება“

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია: „ვიმედოვნებთ, რომ BAG ინდექსის 2022 წლის მეორე კვარტლის პოზიტიური დინამიკა საშუალოვადიან პერსპექტივაშიც შენარჩუნდება“

access_time2022-07-04 17:55:09

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის 2022 წლის მეორე კვარტლის შედეგებს აჯამებს და აცხადებს, რომ მიღებული შედეგი ხაზს უსვამს არა მხოლოდ პანდემიის შემდგომი ეკონომიკური აღდგენის პროცესის წარმატებით დასრულებას, არამედ იმასაც, რომ მოხერხდა ბიზნეს ოპერატორების გეოპოლიტიკურ სირთულეებსა და უკრაინის ომით მიღებულ ნეგატიურ შედეგებთან დროული ადაპტირება.

 


„შესაბამისად, კვლევის ზოგიერთმა მაჩვენებელმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და შემდეგი ორი კვარტლის პოზიტიურ განწყობებზეც აისახა. კერძოდ, აღსანიშნავია კვლევის ის ნაწილი, რომელიც დასაქმების ბარომეტრსა და ბიზნესისთვის ხელისშემშლელ გარემოებებს ეხება: დასაქმების ბარომეტრის შემთხვევაში 2019 წლის მეოთხე კვარტლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც მიუთითებს კომპანიების საინვესტიციო აქტივობისა და ახალი პროექტების განხორციელების ტენდენციაზე.

 

 

ამასთან, მკაფიოდ იკვეთება კვალიფიციური კადრების დეფიციტი და სამუშაო ძალის საჭიროება და ეს იმ ფონზე, როცა  ბიზნესი დასაქმების მიმართულებით აქტიურ ზრდასა და გაფართოებას გეგმავს.

 


ბიზნესის აქტიურობის ზრდის აღნიშნული ტენდენცია მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ვინაიდან ახალი სამუშაო ადგილები ქმნის ახალ შესაძლებლობებს და ჩვენი მოქალაქეების დასაქმების მეტ პერსპექტივას იძლევა.

 

 

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების მიუხედავად, ძალიან მაღალია ბიზნეს კლიმატის ის კომპონენტი, რომელიც მომავალი 6 თვის მიმართ პოზიტიურ განწყობებს ასახავს, ვინაიდან ბიზნესის ოპტიმისტური მოლოდინი, თავის მხრივ, დამატებით ასტიმულირებს ბიზნეს ოპერატორების საინვესტიციო აქტივობებს და წარმოადგენს იმ არხს, რომელიც აძლიერებს მიმდინარე პოზიტიურ ტრენდს. ბიზნესის მიერ ქვეყანაში შექმნილი დამატებითი ღირებულება კი ქმნის დამატებით საბიუჯეტო შემოსავლებს საჭიროების მქონე ჩვენი მოქალაქეების სოციალური უზრუნველყოფისა სხვა მიზნებისათვის.

 

შეიძლება ითქვას, რომ BAG ინდექსის 2022 წლის მიმდინარე კვარტლის შედეგები სრულ თანხვედრაშია ექსპერტებისა და ცალკეული ინსტიტუტების მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზებთან. ასევე ცალსახაა, რომ ხდება ეკონომიკის ორნიშნა ზრდის ტრანსლირება ბიზნესის გააქტიურებისა და ბიზნეს ოპერატორების პოზიტიურ მოლოდინებში.

 

 

ვიმედოვნებთ, რომ ზემოხსენებული პოზიტიური დინამიკა საშუალოვადიან პერსპექტივაშიც შენარჩუნდება, რაც მეტად მნიშვნელოვანია, როგორც ბიზნეს სექტორისთვის, ასევე მასში დასაქმებული ადამიანებისა და, მთლიანად, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის“ - ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.

 





ხელნაკეთი მოსაწვევები & საქორწილო აქსესუარები: მოთხოვნა პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება

ხელნაკეთი მოსაწვევები & საქორწილო აქსესუარები: მოთხოვნა პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება
access_time2022-08-12 23:55:40
ლიკუნა კოტეტიშვილს საქორწილო აქსესუარების დამზადების იდეა საკუთარი ქორწილის შემდეგ გაუჩნდა. დღეს კი კომპანია მომხმარებელს სხვადსხვა სახის საქორწილო მომსახურებასა და აქსესუარებს სთავაზობს.   როგორც "ხელნაკეთი მოსაწვევები & საქორწილო აქსესუარების" დამფუძნებელი "ბიზნესპარტიორთან" ყვება, ქორწილში მის მიერ დამზადებულმა დეკორაციამ დიდი მოწონება დაიმსახურა და სწორედ აქედან წამოვიდა იდეა ეს ყველაფერი ბიზნესად ექცია.   "პირადად ჩემთვის, ეს არის სფერო,...

ბაიდენის მრჩევლები მოითხოვენ მისი 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ადრეულ დაწყებას

ბაიდენის მრჩევლები მოითხოვენ მისი 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ადრეულ დაწყებას
access_time2022-08-12 23:00:51
Reuters-ის სააგენტოს ცნობით, რამდენიმე წყაროს თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, უნდა გამოაცხადოს თავისი კანდიდატურის ხელახლა წამოყენების შესახებ უფრო ადრე, ვიდრე ჩვეულებრივ, ნოემბრის რბოლამდე კონგრესში, რათა გააქარწყლოს სპეკულაციები დემოკრატების გეგმების შესახებ 2024 წლის საარჩევნო კამპანიის წინ.   ბაიდენი, რომელიც 8 ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ 80 წლის გახდება, სულ უფრო მეტი შეკითხვის წინაშე დგას თავისი პოლიტიკური მომავლის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ...

„სომხეთმა თხოვნით მიმართა საქართველოს, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად განხილულიყო საზღვაო ტრანსპორტიც“

„სომხეთმა თხოვნით მიმართა საქართველოს, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად განხილულიყო საზღვაო ტრანსპორტიც“
access_time2022-08-12 20:02:05
„სომხეთმა თხოვნით მიმართა საქართველოს, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად განხილულიყო საზღვაო ტრანსპორტიც“ -  ამის შესახებ ინფორმაციას  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სოციალურ ქსელში ავრცელებს. „კომერსანტი“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „საქართველოს სატრანზიტო კორიდორი გადატვირთულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.  მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უწყვეტად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ,...

ბუნებრივია საქართველო ამით მიიღებს საკმაოდ კარგ ბენეფიტებს - გია არაბიძე საქართველოს გავლით ყაზახური ნავთობის გატარებაზე

ბუნებრივია საქართველო ამით მიიღებს საკმაოდ კარგ ბენეფიტებს - გია არაბიძე საქართველოს გავლით ყაზახური ნავთობის გატარებაზე
access_time2022-08-12 17:58:05
ბუნებრივია საქართველო ამით მიიღებს საკმაოდ კარგ ბენეფიტებს, როგორ მილსადენიდან ასევე რკინიგზიდან, აცხადებს ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში გია არაბიძე, რითაც ის ყაზახური ნავთობის, რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაწყებას გამოეხმაურა. როგორც...

ლარის კურსი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარის კურსი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2022-08-12 17:30:06
12 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7089 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7016 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.73 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7880 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7916 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.36 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1508 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.2829 ლარი...


მსგავსი სიახლეები

up