საქართველოს ბიზნეს ასოციაცია უკრაინის დასახმარებლად საქველმოქმედო მარათონში ერთვება და ბიზნესს აქტიურობისკენ მოუწოდებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია უკრაინის დასახმარებლად საქველმოქმედო მარათონში ერთვება და ბიზნესს აქტიურობისკენ მოუწოდებს

access_time2022-03-01 17:55:27

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად ერთვება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლისა და წითელი ჯვრის საქველმოქმედო მუსიკალურ მარათონში „ჩვენ უკრაინისთვის“ და მოუწოდებს ასოციაციის წევრ კომპანიებსა და ზოგადად, ბიზნეს სექტორს ზემოხსენებულ მარათონში აქტიური მონაწილეობისკენ, რომელიც უკრაინისა და მისი მოსახლეობის დასახმარებლად 1 მარტს 22 საათზე იმართება.


„ჩვენ უნდა გავერთიანდეთ მოძმე უკრაინელების დასახმარებლად, რადგან ამ უმძიმეს წუთებში მათ განსაკუთრებით სჭირდებათ თანადგომა, გამხნევება და სოლიდარობა. საქართველო და უკრაინა ყოველთვის გამოირჩეოდა თბილი და მეგობრული ურთიერთობებით; დღეს მათი ტკივილი ჩვენი ტკივილია, შესაბამისად, მოვუწოდებთ ქართულ ბიზნესს აქტიურად ჩაერთოს აღნიშნულ მარათონში, ვინაიდან ერთად ვეხმარებით ჩვენს უკრაინელ ძმებს, იმ ადამიანების, რომლებიც ახლა უდიდესი განსაცდელის წინაშე იმყოფებიან.


ამ ბრუტალურმა და სისხლისმღვრელმა ომმა, განსაკუთრებული გავლენა იქონია უკრაინულ ოჯახებზე, ისინი სახლ-კარისა და ელემენტარული საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთების გარეშე დარჩნენ.



დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოში მოღვაწე ბიზნეს ოპერატორები და ზოგადად, მოსახლეობა განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს ჩვენი უკრაინელი მეგობრების დასახმარებლად, რადგან ახლა დროა გავერთიანდეთ სიკეთისთვის და იმ უმთავრესი ღირებულებისთვის, რომელსაც ადამიანის სიცოცხლე ჰქვია“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია თავადაც აპირებს დონაციის განხორციელებას.


კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ტელემარათონი 1 მარტს, 22:00 საათზე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პირდაპირ ეთერში გავა და მასში ჩართვის შესაძლებლობა, SMS-ის საშუალებით, ან საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით, საზოგადოების ყველა წევრს ექნება. თანხა წითელი ჯვრის მეშვეობით გადაერიცხება უშუალოდ ომის მიმდინარეობისას დაზარალებულებს, ვისაც განსაკუთრებით სჭირდება თანადგომა.

საქველმოქმედო მუსიკალური მარათონი მსოფლიო მასშტაბით იმართება, მან სტარტი 27 თებერვალს ვარშავაში TVP-ს (პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი) ეთერში აიღო, სამშაბათს კი ის თბილისში გაგრძელდება.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up